მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166741.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ტყუილების თქმაში ჩემი დახელოვნების მიუხედავად, როუზის გაცურება ვერ მოვახერხე.
My improving ability at deception was not enough to fool Rosie.
166742.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– სისულელეა. ვისია? კეისის, არა?
"Bullshit. Who is it? It’s Case, isn’t it?"
166743.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– შენ ჯეფრი კეისის დნმ-ის ნიმუშიც მოიპოვე.
"You got a sample for Geoffrey Case."
166744.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ახლავე მითხარი, – თქვა როუზიმ.
Tell me now, said Rosie.
166745.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– უბრალოდ, ვიცი.
"I just know."
166746.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ისააკ ესლერის ამბავი მას იდეალურად შესაფერის კანდიდატად წარმოაჩენს.
Isaac Esler’s story makes him an excellent candidate.
166747.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ფოტოზეც დედაშენის გვერდით დგას.
He’s standing next to your mother in the photo.
166748.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ეს მანამდე არასდროს განგვიხილავს.
This was something we had not discussed before.
166749.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
„თუ გინდა, გაიგო, ვინ ვისთან წევს, უბრალოდ, შეხედე, ვინ ვის გვერდით ზის საუზმის დროს“.
"If you want to know who’s sleeping with who, just look at who they sit with at breakfast."
166750.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
სავარაუდოდ, ვისთანაც იმ ღამეს როუზის დედას სექსი ჰქონდა, მის გვერდით იდგა.
Whoever Rosie’s mother had been with that night would likely be standing next to her.
166751.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
თუ, რა თქმა უნდა, იმ ვიღაცას ფოტოს გადაღება არ მოუწია.
Unless of course he was required to take the photo.
166752.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ჩემი ინტუიცია – შენი ლოგიკის წინააღმდეგ.
"My intuition versus your logic.
166753.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– გინდა, დავნაძლევდეთ?
Wanna bet?
166754.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ნაძლევზე დათანხმება უსამართლობა იქნებოდა.
It would have been unfair to take the bet.
166755.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– მოკლედ, ფრეიბერგი ნამდვილად არ არის, – თქვა როუზიმ და ფიქრი შემაწყვეტინა.
Anyway it’s definitely not Freyberg, said Rosie, interrupting my thinking.
166756.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ეს თავის დროზე უნდა მომფიქრებოდა.
I should have thought of it at the time.
166757.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– კარგი, რა, შენ ხომ გენეტიკოსი ხარ.
"Come on, you’re the geneticist."
166758.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– მას მწვანე თვალები აქვს, ამიტომ მამაჩემი ვერაფრით იქნება.
"He’s got green eyes, so he can’t be my father."
166759.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ეს ინტერნეტშიც გადავამოწმე.
I checked it on the Internet.
166760.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– დონ, დედაჩემს ლურჯი თვალები ჰქონდა.
"Don, my mother had blue eyes."