მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166761.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– მე წაბლისფერი მაქვს.
"I have brown eyes."
166762.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– მამაჩემს უსათუოდ წაბლისფერი თვალები ექნებოდა, ხომ ასეა?
"My father had to have brown eyes, right?"
166763.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
თვალის ფერის განმსაზღვრელი გენეტიკური მექანიზმი ძალზე რთულია.
The genetics of eye color are extremely complex.
166764.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს, ექიმს, ხომ ეცოდინებოდა, არა?
"A medical student—a doctor—would know that, wouldn’t she?"
166765.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს გენეტიკას ჯინი ასწავლიდა.
Gene used to teach genetics to medical students.
166766.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ჯინის დედაც, – თქვა როუზიმ.
Fuck Gene, said Rosie.
166767.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ეს კითხვა ადრე უნდა დასმულიყო.
This question should have been asked earlier.
166768.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
მაგრამ, მგონი, არაცნობიერად ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი მამა ცხენზე ამხედრებული შემოიჭრებოდა და... ფილს შეებრძოლებოდა.
But I think, subconsciously, I had this fantasy that my real father would come riding in and . . . deal with Phil.
166769.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
მართლა ძნელი იქნება ამდენი ხნის შემდეგ სათანადო სასჯელის მოფიქრება.
It would surely be difficult to devise a suitable punishment after so much time.
166770.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ ის სამიდან ერთ-ერთია და ორი მათგანი უკვე გავიცანი.
But now I know it’s one of three people, and I’ve met two of them.
166771.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
უბრალოდ, სუსტი ტიპები, რომლებიც გაიქცნენ.
Just weak guys who ran away.
166772.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ალბათ – სწორედ ამიტომ.
Perhaps this was why.
166773.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– მაგრამ შენ ამით ტკივილს მიაყენებ.
"But you’ll be inflicting pain."
166774.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– თავს უკეთესად ვიგრძნობ.
"I’ll feel better."
166775.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
შეიძლება, როუზის მამა ჯეფრი კეისი ყოფილიყო.
There was the possibility that Rosie’s father was Geoffrey Case.
166776.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
დანადგარი გამოვრთე.
I turned off the machine.
166777.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– შენთვის სულერთი ვარ?
"Don’t you care about me?"
166778.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ის თანდათან უფრო განერვიულდა.
She was becoming emotional.
166779.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– დონ, თუ ანალიზს არ ჩაატარებ, არასდროს ხმას აღარ გაგცემ.
"Don, if you don’t do the test, I’m never going to speak to you again."
166780.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ვფიქრობდი, რომ ეს ისედაც გარდაუვალი იქნებოდა, – ვუთხარი.
I’d assumed that was inevitable, I said.