მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166821.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ეთიკის საბჭოს განაცხადს შევავსებთ და შეგიძლია თქვა, რომ გეგონა, მასზე თანხმობა უკვე გასცეს.
"We’ll make up an ethics application, and you can say you thought it had been approved."
166822.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ჯინი, როგორც შეეძლო, აშკარად ცდილობდა, დამხმარებოდა.
Gene was obviously doing his best to be helpful.
166823.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ეს იმას ნიშნავს, რომ შენმა ქულამ რამდენიმე ერთეულით დაიწია?
"Does that take a few points off the score?"
166824.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ვეჭვობ, რომ არა.
"I suspect not."
166825.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
სიჩუმე ჩამოვარდა.
There was a silence.
166826.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
აღმოჩნდა, სათქმელი არც ერთს აღარაფერი დაგვრჩენოდა.
Neither of us apparently had anything to say.
166827.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
მეგონა, ჯინი წავიდოდა.
I expected Gene to leave.
166828.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
მაგრამ კიდევ ერთხელ სცადა.
But he tried again.
166829.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ჯანდაბა, დონ, შენ წესები დაარღვიე.
"Shit, Don, you broke the rules."
166830.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
კარგი კითხვა იყო.
It was a good question.
166831.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
წესებს პატივს ვცემ.
I respect rules.
166832.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
მაგრამ ბოლო ოთხმოცდაცხრამეტი დღის განმავლობაში ბევრი სამართლებრივი, ეთიკური თუ პირადული წესი დავარღვიე.
But in the last ninety-nine days, I had broken many rules, legal, ethical, and personal.
166833.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ზუსტად ვიცოდი, ეს ყველაფერი როდის დაიწყო.
I knew exactly when it had started.
166834.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
იმ დღეს, როცა ჩემს კაბინეტში როუზი შემოვიდა და მე „ლე გავროშის“ დაჯავშნის სისტემაში ჰაკერივით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შევიპარე, რომ მასთან პაემანზე წავსულიყავი.
The day Rosie walked into my office and I hacked into Le Gavroche’s reservation system so I could go on a date with her.
166835.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ეს ყველაფერი ქალის გამო ხდება? – მკითხა ჯინმა.
All this because of a woman? - asked Gene.
166836.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– უგუნურებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენი კითხვარის გჯერა.
"It’s only irrational if you believe in your questionnaire."
166837.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ფიქრობ, რომ როუზისთან დაკავშირებული ვითარება გენეტიკურ თავსებადობაზე მიუთითებს?
"You consider the situation with Rosie to be the result of genetic compatibility?"
166838.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
ეს ძალზე უჩვეულო განცხადება იყო.
This was an extraordinary statement.
166839.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
მინდოდა, დავრწმუნებულიყავი.
I wanted to be sure.
166840.
პროექტი "როუზი" | თავი XXIX
– ეს შენი, როგორც ადამიანებს შორის არსებული ლტოლვის მცოდნის, პროფესიული აზრია?
"This is your professional opinion? As an expert on human attraction?"