მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166921.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
იმედოვნებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ემიგრაციას ან, სულ ცოტა, გენეტიკის დარგში სამსახურის შოვნას შეძლებდა.
He hoped someday to emigrate or, if not, at least to work in genetics.
166922.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
მაგრამ ახლა უკვე მეც კანონდამრღვევი ვიყავი.
But now I was also a rule breaker.
166923.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
იქნებ კევინიც ასევე დაუფიქრებლად მოიქცა.
Perhaps Kevin’s behavior had been similarly unconsidered.
166924.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ესეში გენეტიკის დარგში მიღწეულ აღმოჩენებთან დაკავშირებული ეთიკური და იურიდიული საკითხები იყო განხილული.
The essay had been on the ethical and legal issues raised by advances in genetics.
166925.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
კევინმა შინაარსი სრულყოფილად გადმოსცა.
Kevin gave a comprehensive summary.
166926.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ეტყობოდა, რომ ეს თემა კარგად იცოდა.
He seemed to have a good knowledge of the topic.
166927.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
– თავად რატომ არ დაწერე? – ვკითხე.
Why didn’t you write this yourself? - I asked.
166928.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
მინდოდა, დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ არ ჩავიჭრებოდი.
I wanted to be sure not to fail.
166929.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
არ მიფიქრია...
I did not think.
166930.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
არ ვიცოდი, კევინისათვის რა მეპასუხა.
I did not know how to respond to Kevin.
166931.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ამ თვალსაზრისით, საკუთარ შეცდომაზე პასუხს თავად ვაგებდი, ისე, როგორც დავიმსახურე.
I would pay for my own error in this regard, as I deserved to.
166932.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
თუმცა, ჩემთვის სამსახურის დაკარგვას იგივე შედეგები არ მოჰყვებოდა, რაც კევინის გარიცხვას.
But losing my job would not have the same consequences for me as expulsion would for Kevin.
166933.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ეჭვი მეპარებოდა, რომ სანაცვლოდ მას ვინმე კოქტეილ-ბარში პოტენციურად მომგებიან მეწილეობას შესთავაზებდა.
I doubted he would be offered a potentially lucrative partnership in a cocktail bar as an alternative.
166934.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
დიდხანს ვიფიქრე.
I thought for quite a long time.
166935.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
კევინი, უბრალოდ, იჯდა.
Kevin just sat.
166936.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ნუთუ სწორედ ეს იყო, რის გაკეთებაც დეკანს ყოველდღიურად უწევდა?
Was this what the Dean had to do every day?
166937.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
პირველად ცხოვრებაში მისდამი პატივისცემა ვიგრძენი.
For the first time, I felt some respect for her.
166938.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მოკლე დროში პრობლემის გადაჭრას შევძლებდი.
I was not confident I could solve the problem in a short time.
166939.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
– დამატებით დავალებას მოგცემ: სავარაუდოდ, ესეს პირადი ეთიკის თემაზე.
"I will create a supplementary task—probably an essay on personal ethics."
166940.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ვაცნობიერებდი, რომ საზოგადოებაში კარგად მოქცევის უნარი ბევრად მეტია, ვიდრე იმის ცოდნა, თუ როგორ შეუკვეთო ყავა, ანდა პარტნიორს როგორ უერთგულო.
I was conscious that there was more to social skills than knowing how to order coffee and being faithful to your partner.