მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166941.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
სკოლაში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული, ტანსაცმელს მოდის გაუთვალისწინებლად ვარჩევდი.
Since my school days, I had selected my clothes without regard to fashion.
166942.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
მსიამოვნებდა, რომ ისეთ ადამიანად აღმიქვამდნენ, რომელიც საზოგადოებრივ ნორმებს მიჯაჭვული არ იყო.
I enjoyed being seen as someone not tied to the norms of society.
166943.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
მაგრამ ახლა წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა ჩამეცვა.
But now I had no idea how to dress.
166944.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
კლაუდიას ჩემთვის შესაფერისი ტანსაცმლის ყიდვა ვთხოვე.
I asked Claudia to buy me some suitable clothes.
166945.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ჯინსის შარვლითა და პერანგით დაამტკიცა, რომ ამ საქმის მცოდნე იყო.
She had proved her expertise with the jeans and shirt.
166946.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ვიფიქრე და, დავასკვენი, რომ ის არა სიკვდილს, არამედ ისეთ რაღაცას გულისხმობდა, რაც უახლოეს მომავალში შეიძლებოდა მომხდარიყო: განქორწინება!
After some reflection, I deduced that she was talking not about death but about something more immediate: marriage failure!
166947.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
რამენაირად ჯინი უნდა დამერწმუნებინა, რომ საფრთხე ემუქრებოდა.
I had to find a way to convince Gene of the danger.
166948.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
საყიდლებზე სიარულს მთელი დილა მოვანდომეთ.
The shopping took a full morning.
166949.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ფოტოც საკმარისი იყო.
A photo was sufficient to specify my requirements.
166950.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ოპტიკოსთან, თმის სტილისტთან (და არა დალაქთან, რომელთანაც ყოველთვის დავდივარ) და კაცის ტანსაცმლის მაღაზიაში წავედი.
I visited the optometrist, the hairdresser (not my regular barber), and the menswear shop.
166951.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
პროექტი „დონი“ დასრულებულად გამოვაცხადე.
The Don Project was complete.
166952.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ამჯერად პროექტი „როუზის“ დაწყების დრო დადგა.
It was time to commence the Rosie Project.
166953.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
ახლა კი საკუთარი გარეგნობის შესაფასებლად გამოვიყენე.
Now I used it to review my appearance.
166954.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
მინდოდა, შევყვარებოდი.
I wanted her to fall in love with me.
166955.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
წესები მკარნახობდა, რომ შენობაში ქუდით არ უნდა შევსულიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, შემეძლო, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სივრცე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ჩამეთვალა.
Protocol dictated that I should not wear a hat indoors, but I decided that the PhD students’ area could be considered public.
166956.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
როუზი მართალი ყოფილა.
Rosie had been right.
166957.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მამაკაცი.
World’s sexiest man.
166958.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
როუზი თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა.
Rosie was at her desk.
166959.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
– შუადღე მშვიდობის, სტეფან.
"Good afternoon, Stefan."
166960.
პროექტი "როუზი" | თავი XXXI
როუზი ცოტა გაკვირვებული მომეჩვენა.
Rosie looked a little stunned.