მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167281.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
წინადადება მის ნაცვლად დავასრულე.
I finished her sentence for her.
167282.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
– იმიტომ, რომ უცნაური ვარ.
"Because I’m weird."
167283.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
სავსებით გასაგებია.
Perfectly understandable.
167284.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
ეს პრობლემა ჩემთვის უცხო არ არის, რადგან მე თვითონაც ყველა სხვა ადამიანი მეუცნაურება.
I’m familiar with the problem because everyone else seems weird to me.
167285.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
როუზიმ გადაიხარხარა.
Rosie laughed.
167286.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
– აი, მაგალითად, ტირილი გამოგონილი პერსონაჟების ყურებისას.
"Crying over fictitious characters, for example."
167287.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
– რა თქმა უნდა, – ვუთხარი, – ეს ხომ ჩვეულებრივი საქციელია.
Of course, I said. It’s conventional behavior.
167288.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
უცებ გავჩუმდი, რადგან გავიაზრე, რასაც მეუბნებოდა.
I stopped as I realized what she had said.
167289.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
– შენ ერთად ცხოვრებას მთავაზობ?
"You’re offering to live with me?"
167290.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
როუზიმ გამიღიმა.
Rosie smiled.
167291.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
– ეს მაგიდაზე დაგრჩა, – თქვა და ჩანთიდან ბეჭდიანი კოლოფი ამოიღო.
You left this on the table, she said, and pulled the ring container from her bag.
167292.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
მივხვდი, როუზიმ გასული ღამის შემდეგ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა; და დრო უკან დატრიალდა, რათა ჩემი თავდაპირველი ჩანაფიქრი სრულიად სხვა ადგილას განმეხორციელებინა.
I realized that Rosie had reversed her decision of the previous night and was in effect rolling back time to allow my original plan to proceed at an alternative location.
167293.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
ეს ბუნებრივად მომეჩვენა.
It seemed natural.
167294.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
უნივერსიტეტის კლუბის სასადილო დარბაზში მყოფთაგან ყველა ჩვენ გვიყურებდა.
The entire University Club dining room had been watching.
167295.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
გადავწყვიტე, ამბავი ტრადიციისამებრ დამესრულებინა და როუზის ვაკოცე.
I decided to complete the story according to tradition and kissed Rosie.
167296.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
– გირჩევნია, იმედი არ გამიცრუო, – თქვა როუზიმ.
You’d better not let me down, said Rosie.
167297.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
უკან ორი პოლიციელი მოჰყვებოდა.
She was followed by two police.
167298.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
გამგემ ფილს ხელით ჯინზე მიანიშნა.
The manager pointed Gene out to Phil.
167299.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
– ჯანდაბა, – თქვა როუზიმ.
Oh shit, said Rosie.
167300.
პროექტი "როუზი" | თავი XXXV
ფილი ჯინს მიუახლოვდა, ის კი ფეხზე წამოდგა.
Phil walked over to Gene, who stood up.