მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167381.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
გენერალური რეპეტიციის უკანასკნელი ხმები როგორც კი მიწყდა, „ლაურეატი მსახიობების“ დასის წევრებს ისღა დარჩენოდათ, ხმაგაკმენდილი და დაბნეული მდგარიყვნენ და რამპის სინათლის მიღმა ეცქირათ ცარიელი დარბაზისთვის.
The final dying sounds of their dress rehearsal left the Laurel Players with nothing to do but stand there, silent and helpless, blinking out over the footlights of an empty auditorium.
167382.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
სულგანაბული ადევნებდნენ თვალს თავიანთ ტანდაბალ, მოწიწების აღმძვრელი იერის მქონე რეჟისორს, რომელიც ცარიელი სავარძლების რიგს გამოეყო და სცენისკენ წამოვიდა, კულისებში ხელი წამოავლო გასაშლელ კიბეს, სცენაზე გაშალა, რამდენიმე საფეხურზე ავიდა და იქიდან მოავლო თვალი ყველას, ყელის ჩასაწმენდად ჩაახველა და გამოაცხადა, რომ მის წინ უაღრესად ნიჭიერი ხალხის ჯგუფია, არაჩვეულებრივი ადამიანების ჯგუფმა იმუშავა.
They hardly dared to breathe as the short, solemn figure of their director emerged from the naked seats to join them on stage, as he pulled a stepladder raspingly from the wings and climbed halfway up its rungs to turn and tell them, with several clearings of his throat, that they were a damned talented group of people and a wonderful group of people to work with.
167383.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
– ეს ადვილი საქმე სულაც არ იყო, – თქვა მან.
"It hasn’t been an easy job," he said.
167384.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მისმინეთ: შეიძლება, გაცვეთილი სიტყვებია, მაგრამ ამ საღამოს აქ რაღაც მოხდა.
Listen: Maybe this sounds corny, but something happened up here tonight.
167385.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
იქ ვიჯექი და მოულოდნელად მივხვდი, რომ პირველად თამაშობდით მთელი გულით.
Sitting out there tonight I suddenly knew, deep down, that you were all putting your hearts into your work for the first time.
167386.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მერე იგივე ხელი მომუშტა და ნელა, უსიტყვოდ, გრძელი თეატრალური პაუზის გამოყენებით საზეიმოდ შეარხია, რაც მოჭუტულ ცალ თვალთან და წინ წამოწეულ ნამიან ქვედა ტუჩთან ერთად ტრიუმფისა და სიამაყის გამოხატულება იყო.
Then he made the same hand into a fist, which he shook slowly and wordlessly in a long dramatic pause, closing one eye and allowing his moist lower lip to curl out in a grimace of triumph and pride.
167387.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
– ხვალაც ასე ითამაშეთ, – თქვა მან, – და მაშინ ნამდვილ სანახაობას ვაჩვენებთ.
"Do that again tomorrow night," he said, "and we’ll have one hell of a show".
167388.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ამის ნაცვლად, აკანკალებულები იღიმებოდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს ხელს ართმევდნენ და კოცნიდნენ, დარბაზში მდგარ ფორტეპიანოსთან თავშეყრილები მთელი ხმით მღეროდნენ, ვიდრე ერთსულოვნად არ გადაწყვიტეს, რომ დაშლის დრო იყო და უმჯობესი იქნებოდა, ღამით კარგად გამოეძინათ.
Instead, trembling, they cheered and laughed and shook hands and kissed one another, they all sang songs around the auditorium piano until the time came to agree, unanimously, that they’d better knock it off and get a good night’s sleep.
167389.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
„ლაურეატი მსახიობების“ დასის წევრებიდან ბევრმა პირველად შენიშნა გაზაფხულის დადგომა.
It was the first time many of the Laurel Players had allowed themselves to acknowledge the coming of spring.
167390.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მთელი ზამთარი ერთმანეთის მისაღებ ოთახებში გაატარეს იბსენის, შოუსა და ო’ნილის შემოქმედებაზე მგზნებარე დებატებში, ბოლოს, კენჭისყრით უმრავლესობამ აირჩია „გაქვავებული ტყე“.
All winter, gathering in one another’s living rooms for excited talks about Ibsen and Shaw and O’Neill, and then for the show of hands in which majority chose The Petrified Forest.
167391.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
გულის სიღრმეში რეჟისორი ყველას სასაცილოდ მიაჩნდა, მაგრამ მოსწონდათ, პატივს სცემდნენ და სრულად ენდობოდნენ მის ნათქვამს.
They might privately consider their director funny but they liked and respected him, and they fully believed in the things he said.
167392.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ჩვენ მხოლოდ წარმოდგენას კი არ ვდგამთ, სამოყვარულო თეატრს ვქმნით, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა.
We’re not just putting on a play here, we’re establishing a community theater, and that’s a pretty important thing to be doing.
167393.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
პირველი რეპეტიციები შაბათობით იმართებოდა – თებერვლისა და მარტის თვეების უქარო ნაშუადღევს, როდესაც ცა თეთრია, ხეები შავი, ხაჭოსავით ფაშარი თოვლის გროვებს შორის კი გაშიშვლებული ყავისფერი მინდვრები და გორაკები მოჩანს.
At first their rehearsals had been held on Saturdays— on the kind of windless February or March afternoon when the sky is white, the trees are black, and the brown fields and hummocks of the earth lie naked and tender between curds of shriveled snow.
167394.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მსახიობები სხვადასხვა სახლის სამზარეულოს კარიდან გამოდიოდნენ, ერთი წამით ყოყმანით შედგებოდნენ პალტოს ზედა ღილის შესაკრავად ან ხელთათმანის ჩასაცმელად და თვალს მოავლებდნენ ხოლმე მიდამოს, სადაც მხოლოდ რამდენიმე ძალიან ძველი, პეიზაჟთან შეხამებული, ჟამთასვლისგან დაღდასმული სახლი ჩანდა;
The Players, coming out of their various kitchen doors and hesitating for a minute to button their coats or pull on their gloves, would see a landscape in which only a few very old, weathered houses seemed to belong.
167395.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მანქანები თითქოს შვებით ამოისუნთქავდნენ ხოლმე ჩვეულ გარემოში მოხვედრისთანავე, კაშკაშა ფერადი პლასტმასის, ფურცლოვანი მინისა და უჟანგავი ფოლადის გრძელ ხეობაში – „კინგ-კონგი“, „მობიგლასი“, „შოპორამა“, „საკვები“ – მაგრამ მერე სათითაოდ უხვევდნენ სოფლის მარყუჟისებრ გზაზე, სკოლასთან რომ მთავრდებოდა, და სკოლის სააქტო დარბაზის წინ წყნარ ავტოსადგომზე დამწკრივდებოდნენ.
Once there the cars seemed able to relax in an environment all their own, a long bright valley of colored plastic and plate glass and stainless steel—king kone, mobilgas, shoporama, eat—but eventually they had to turn off, one by one, and make their way up the winding country road that led to the central high school; they had to pull up and stop in the quiet parking lot outside the highschool auditorium.
167396.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
– სალამი! – ესალმებოდნენ მსახიობები ერთმანეთს.
“Hi!” the Players would shyly call to one another.
167397.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
„სალამი!..“ „გამარჯობა!..“ და მერე ყოყმანით შეაბიჯებდნენ ხოლმე შიგნით.
"Hi! . . ." "Hi! . . ." And they’d go reluctantly inside.
167398.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
სცენაზე მძიმე ბოტებს დააფრატუნებდნენ, ცხვირს ქაღალდის ხელსახოცით იწმენდდნენ და წარბებშეკრული ჩასცქეროდნენ როლების მკრთალ ამონაბეჭდს, ერთმანეთს ლაღი სიცილით მატებდნენ მხნეობას და არწმუნებდნენ, თანდათან ყველაფერი მოგვარდება, დრო თავზე საყრელი გვაქვს, რაღაც რომ გამოვიდესო.
Clumping their heavy galoshes around the stage, blotting at their noses with tissue and frowning at the unsteady print of their scripts, they would disarm each other at last with peals of forgiving laughter, and they would agree, over and over, that there was plenty of time to smooth the thing out.
167399.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მაგრამ დრო თავზე საყრელი სულაც არ ჰქონდათ და ეს ყველამ იცოდა.
But there wasn’t plenty of time, and they all knew it.
167400.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
დროდადრო გარდაუვალი მარცხის დანაპირებს ამოიკითხავდნენ ხოლმე ერთმანეთის თვალებში, დამორცხვებულ თავის დაქნევასა და ღიმილში, გამომშვიდობებისას არაჯანსაღი ფუსფუსით მიეშურებოდნენ მანქანებისკენ და სახლებს უბრუნდებოდნენ, სადაც ძველისძველი, არანაკლებ თვალში საცემი კრახის მოლოდინი ჩასაფრებოდა თითოეულს.
Time and again they read the promise of failure in each other’s eyes, in the apologetic nods and smiles of their parting and the spastic haste with which they broke for their cars and drove home to whatever older, less explicit promises of failure might lie in wait for them there.