მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167441.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
რამდენიმე ნაცნობს ღიმილით დაუქნია თავი, წარმოდგენის მიმდინარეობისას სიმწრით დაკბენილი და დანერწყვილი ცალი ხელი ჯიბეში ედო.
Nodding and smiling to several faces he knew, carrying one hand in his pocket to conceal and dry the knuckles he had sucked and bitten throughout the play.
167442.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
გაღიმებული, ის ადამიანი იყო, ვისაც კარგად მოეხსენება, რომ სამოყვარულო სპექტაკლის ჩაფლავებაზე ნერვიულობა არ ღირს, ის ალერსიანი, ჭკვიანი მამაკაცია, კულისებში ცოლის გასამხნევებლად სათანადო სიტყვები რომ იცის;
Smiling, he was a man who knew perfectly well that the failure of an amateur play was nothing much to worry about, a kindly, witty man who would have exactly the right words of comfort for his wife backstage.
167443.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მაგრამ ღიმილთა შორის შუალედში, სანამ მხრებაწურული მიაპობდა ბრბოს, მის თვალებში მისთვის ჩვეული დაბნეულობა ჩანდა და ისე ეტყობოდა, გამხნევება უფრო მეტად მას სჭირდებოდა.
But in the intervals between his smiles, when he shouldered ahead through the crowd and you could see the faint chronic fever of bewilderment in his eyes, it seemed more that he himself was in need of comforting.
167444.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ყველაზე მოსაწყენი საქმე, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია.
The dullest job you can possibly imagine.
167445.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
შერბის სახლში და ბავშვებს სიცილით ჰაერში შეათამაშებს, ნაადრევი ვახშმობისას ცოლთან ერთად კოქტეილს სვამს და საუბრობენ.
Himself rushing home to swing his children laughing in the air, to gulp a cocktail and chatter through an early dinner with his wife.
167446.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მანქანით სკოლამდე მიჰყავს, გასამხნევებლად ხელს ადებს დაჭიმულ და თბილ ბარძაყზე („რა იქნება, ასე ძალიან არ ვნერვიულობდე, ფრენკ!“).
Himself driving her to the high school, with her thigh tense and warm under his reassuring hand ("If only I weren’t so nervous, Frank!");
167447.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
სიამაყისგან თავბრუდახვეული ზის მაყურებელთა შორის, ფარდის დაშვების შემდეგ კი გამაყრუებელ ოვაციებს უერთდება.
Himself sitting spellbound in pride and then rising to join a thunderous ovation as the curtain fell.
167448.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
აგზნებული და თმაგაჩეჩილი მიიკვლევს ბრბოში გზას კულისებისკენ, რომ ცოლისგან პირველმა მიიღოს ცრემლნარევი კოცნა („მართლა კარგი იყო, ძვირფასო? მართლა კარგი გამოვიდა?“).
Himself glowing and disheveled, pushing his way through jubilant backstage crowds to claim her first tearful kiss ("Was it really good, darling? Was it really good?").
167449.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ამ გეგმებში არსად ჩანდა რეალობის სიმძიმე და თავზარი.
Nowhere in these plans had he foreseen the weight and shock of reality.
167450.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
არაფერი მოასწავებდა, რომ დაინახავდა იმ გოგონას ალიცლიცებულ, მოკაშკაშე ზმანებას, რომლისთვისაც უკვე მრავალი წელია თვალი არ მოუკრავს, გოგონასი, რომლის თითოეულ გამოხედვასა და ჟესტზე ყელი უშრებოდა („ჩემი სიყვარული გჭირდებათ?“).
Nothing had warned him that he might be overwhelmed by the swaying, shining vision of a girl he hadn’t seen in years, a girl whose every glance and gesture could make his throat fill up with longing ("Wouldn’t you like to be loved by me?").
167451.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– არა, სერიოზულად გეუბნები, – თქვა ვიღაცამ.
"No, I mean seriously," somebody was saying.
167452.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– გესმის ჩემი თუ არა? და კიდევ სხვამ თქვა: – ჯანდაბა! მაინც ძალიან სახალისო იყო.
"Could you hear me, or not?" And somebody else said, "Hell, it was a lot of fun anyway".
167453.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
რეჟისორი ნიუიორკელი მეგობრების მცირე ჯგუფთან ერთად იდგა, ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და თავს აქნევდა.
The director, in a scanty cluster of his New York friends, was pulling hungrily on a cigarette and shaking his head.
167454.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ოფლით დაცვარულ შეპ კემპბელს ჯერ ისევ ხელში ეჭირა იარაღი, თუმცა უკვე გონს მოსულიყო, ფარდის გასაწევი თოკის ახლოს მდგარს თავისუფალი ხელი ტანდაბალი, თმაგაჩეჩილი ცოლისთვის გადაეხვია.
Shep Campbell, pebbled with sweat, still holding his gun but clearly himself again, was standing near the curtain rope with his free arm around his small, rumpled wife.
167455.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ფრენკ! შენ და ეიპრილს მოგვიანებით გელოდებით, კარგი?
“Frank! We’ll see you and April later, okay?
167456.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– მშვენიერია! – დაუძახა მან.
"Fine!" he called back.
167457.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– რამდენიმე წუთში! – და შეპმა იარაღი მისალმების ნიშნად ასწია, თვალი ჩაუკრა და თავი დაუქნია.
"Couple of minutes!" And he winked and nodded as Shep raised his machine gun in a comic salute.
167458.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– მაპატიეთ, – მოიბოდიშა ფრენკ უილერმა, მათ უკან გაჭირვებით გააღწია საგრიმიოროს კარამდე.
"Excuse me," Frank Wheeler said, squeezing past them to the door of the dressing room.
167459.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ფრენკმა დააკაკუნა და მოიცადა, როდესაც გაიგონა „შემოდით“, კარი ფრთხილად შეაღო და შეიხედა.
He knocked and waited, and when he heard "Come in," he opened the door tentatively and peeked inside.
167460.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ის მარტო იყო, წელგამართული იჯდა სარკესთან და გრიმს იშორებდა.
She was alone, sitting straight at a mirror and removing her make-up.