მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167401.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ახლა კი, ამ საღამოს, პრემიერამდე ოცდაოთხი საათით ადრე, მოახერხეს და რაღაც გამოუვიდათ.
And now tonight, with twenty-four hours to go, they had somehow managed to bring it off.
167402.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
გრიმისა და კოსტიუმების ტარების უჩვეულო გრძნობით მთვრალებს, იმ წელიწადის პირველ თბილ საღამოს შიში სრულიად გადაავიწყდათ: პიესის მდინარებას მიჰყვნენ და გეგონებოდა, ტალღებზე ირწეოდნენ.
Giddy in the unfamiliar feel of make-up and costumes on this first warm evening of the year, they had forgotten to be afraid: they had let the movement of the play come and carry them and break like a wave.
167403.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
და შესაძლოა ეს სიტყვები გაცვეთილი მოგვეჩვენოს (ასეც რომ იყოს, მერე რა?), მაგრამ თავისი საქმე თითოეულმა მთელი გულით გააკეთა.
And maybe it sounded corny (and what if it did?) but they had all put their hearts into their work.
167404.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მეორე საღამოს მაყურებელიც, გველის კუდივით გრძელი, კრიალა მანქანების მწკრივით მოსული, სერიოზული იყო.
The audience, arriving in a long clean serpent of cars the following night, were very serious too.
167405.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
რასაკვირველია, ყველას ესმოდა, რომ „გაქვავებული ტყე“ ერთ-ერთი უდიდესი დრამატული ნაწარმოები არ არის, რასაც დროდადრო გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს, ვიდრე დარბაზში ადგილებს იკავებდნენ.
They all knew, of course, and said so again and again as they took their seats, that The Petrified Forest was hardly one of the great plays.
167406.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მაგრამ ეს დახვეწილი პიესა გარკვეულ თვალსაზრისს გამოხატავდა, რაც არანაკლებ საჭირბოროტო იყო დღეს, ვიდრე ოცდაათიან წლებში („შეიძლება, დღეს კიდევ უფრო მეტად საჭირბოროტოა, – ეუბნებოდა მამაკაცი თავის ცოლს – თუ კარგად დავუფიქრდებით, ბევრად უფრო საჭირბოროტოც კი“).
But it was, after all, a fine theater piece with a basic point of view that was every bit as valid today as in the thirties ("Even more valid," one man kept telling his wife, "even more valid, when you think about it").
167407.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
უმთავრესი, რა თქმა უნდა, თავად პიესა კი არა, თეატრალური დასის იყო.
The main thing, though, was not the play itself but the company.
167408.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
სწორედ ამიტომაც მაყურებელთა დარბაზის ნახევარზე მეტი შეივსო, პარტერში სინათლის ჩაქრობის შემდეგ კი სიჩუმე ჩამოვარდა და სიხარულის მოლოდინით აღსავსე დაძაბულობა იგრძნობოდა.
This was what had drawn them, enough of them to fill more than half the auditorium, and it was what held them hushed and tense in readiness for pleasure as the house lights dimmed.
167409.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ფარდა რომ ასწიეს, სცენის უკანა კედელი იქ სცენის მუშის გარბენის შემდეგ ჯერ კიდევ ირხეოდა, პირველი დიალოგის საწყისი წინადადებები კი კულისებიდან წამოსულმა ჭრიალისა და სხვა შემთხვევითმა ხმებმა შთანთქა.
The curtain went up on a set whose rear wall was still shaking with the impact of a stagehand’s last-minute escape, and the first few lines of dialogue were blurred by the scrape and bang of accidental offstage noises.
167410.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ამგვარი მცირე უწესრიგობები მსახიობების მზარდი ისტერიულობის ნიშნები იყო, თუმცა, რამპის სინათლის მიღმა, მოახლოებული წარმატების გრძნობით იყვნენ აღვსილნი.
These small disorders were signs of a mounting hysteria among the Players, but across the footlights they seemed only to add to a sense of impending excellence.
167411.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ერთმანეთს გასამხნევებლად უმეორებდნენ: „ერთი წუთით მოითმინეთ; ეს სინამდვილეში ჯერ არც დაწყებულა“.
They seemed to say, engagingly: Wait a minute; it hasn’t really started yet.
167412.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
და სულ მალე ასეთი მობოდიშებაც აღარ იყო საჭირო, რადგან მაყურებლის ყურადღება ერთიანად მთავარი მოქმედი პირი ქალის, გაბრიელას, შემსრულებელმა დაიპყრო.
And soon there was no further need for apologies, for the audience was watching the girl who played the heroine, Gabrielle.
167413.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მას ეიპრილ უილერი ერქვა და როგორც კი სცენაზე ფეხი შედგა, მაყურებელთა დარბაზს ჩურჩულით აღმოხდა: „ლამაზია!“.
Her name was April Wheeler, and she caused the whispered word "lovely" to roll out over the auditorium the first time she walked across the stage.
167414.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ცოტა ხანში ამას დაემატა მოწონების ნიშნად ერთმანეთისთვის იდაყვის წაკვრა, გადაჩურჩულება „კარგია“ და სიამაყით თავის ქნევა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც იცოდა, რომ ათი წლის წინ ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო დრამატულ სკოლაში სწავლობდა.
A little later there were hopeful nudges and whispers of “She’s good,” and there were stately nods of pride among the several people who happened to know that she had attended one of the leading dramatic schools of New York less than ten years before.
167415.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ოცდაცხრა წლის, ტანმაღალი, ფერფლისფერი ქერა ქალის ჯიშიან სილამაზეს მოყვარული გამნათებლის გამართულმა სინათლემაც ვერაფერი დააკლო და ჩანდა, როლს იდეალურად შეეფერებოდა.
She was twenty-nine, a tall ash blonde with a patrician kind of beauty that no amount of amateur lighting could distort, and she seemed ideally cast in the role.
167416.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ ორი შვილის გაჩენის შემდეგ გვერდები და თეძოები ცოტათი დაუმძიმდა, სცენაზე მაინც ქალიშვილისთვის ჩვეული გაუბედავი და ვნებიანი გრაციოზულობით დააბიჯებდა.
It didn’t even matter that bearing two children had left her a shade too heavy in the hips and thighs, for she moved with the shyly sensual grace of maidenhood.
167417.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ვინმეს თვალი რომ მოეკრა უკანა რიგში მჯდარი ფრენკ უილერისთვის, ჭკვიანური გამომეტყველების ახალგაზრდისთვის, საკუთარ მუშტს რომ კბენდა, მის თაყვანისმცემლად ჩათვლიდა და არა მეუღლედ.
Anyone happening to glance at Frank Wheeler, the round-faced, intelligent-looking young man who sat biting his fist in the last row of the audience, would have said he looked more like her suitor than her husband.
167418.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
„ზოგჯერ ასე მგონია, ნაპერწკლებს ვყრი, – თქვა მაn, – და მინდა, გარეთ გავვარდე, რაღაც სრულიად გიჟური და განსაცვიფრებელი ჩავიდინო...“
"Sometimes I can feel as if I were sparkling all over," she was saying, "and I want to go out and do something that’s absolutely crazy, and marvelous . . ."
167419.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
კულისებში შეჯგუფებული მსახიობები უსმენდნენ და უეცრად მათაც შეუყვარდათ.
Backstage, huddled and listening, the other actors suddenly loved her.
167420.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ან, ყოველ შემთხვევაში, მზად იყვნენ, შეეყვარებინათ, იმათაც კი, ვისაც რეპეტიციებზე მისი ჭირვეულობა აღიზიანებდა, იმიტომ რომ მოულოდნელად ყველასთვის ცხადი გახდა, ეიპრილი მათი ერთადერთი იმედი იყო.
Or at least they were prepared to love her, even those who had resented her occasional lack of humility at rehearsals, for she was suddenly the only hope they had.