მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167461.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– სალამი, – თქვა მან. – წასასვლელად მზად ხარ?
"Hi," she said. "You ready to leave?"
167462.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
აპირებდა, მისკენ დახრილიყო, ეკოცნა და ეთქვა: „მისმინე, არაჩვეულებრივი იყავი“.
He planned to bend down and kiss her and say "Listen: you were wonderful".
167463.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მაგრამ მისმა აწურულმა მხრებმა მიახვედრა, რომ არ სურდა, მიჰკარებოდა, ამიტომაც დაბნეულმა არ იცოდა, ხელები სად წაეღო.
But an almost imperceptible recoil of her shoulders told him that she didn’t want to be touched, which left him uncertain what to do with his hands.
167464.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
სიგარეტი თავდაჯერებულად მიიტანა ტუჩებთან და ხმაურით ჩამოჰკრა „ზიპოს“ სანთებელას.
He stuck a cigarette jauntily in his lips and lit it with a flourish of his clicking Zippo.
167465.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ჩემი აზრით, არა, – უპასუხა მან.
"I guess not," she said.
167466.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ერთ წუთში მზად ვიქნები.
"I’ll be ready in a minute".
167467.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ყველაფერი რიგზეა, არ იჩქარო.
"No, that’s okay, take your time".
167468.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ფეხსაცმელს დახედა, რომელშიც დაღლილი თითები მოხარა.
He pocketed hands and curled the tired toes inside his shoes, looking down at them.
167469.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
იქნებ მაინც ჯობდა, ეთქვა: „არაჩვეულებრივი იყავი?“
Would "You were wonderful" have been a better thing to say, after all?
167470.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მაგრამ რამე უკეთესს მოგვიანებით მოიფიქრებდა, ახლა კი მხოლოდ ის შეეძლო, იქ მდგარიყო და ორმაგ ბურბონზე ეფიქრა, რომელსაც სახლისკენ მიმავალ გზაზე რომელიმე ბართან შეჩერებული, კემპბელებთან ერთად გადაჰკრავდა.
But he would have to think of better things later, right now it was all he could do to stand here and think about the double bourbon he would have when they stopped on the way home with the Campbells.
167471.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
სარკეში საკუთარ თავს მიაჩერდა, ყბები დაჭიმა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, რათა უფრო ავტორიტეტული იერი მიეღო, რომელსაც ბავშვობიდან იღებდა სარკეებში ცქერისას და რომლის კამერით დაჭერა ვერც ერთმა ფოტოგრაფმა ვერ მოახერხა;
He looked at himself in the mirror, tightening his jaw and turning his head a little to one side to give it a leaner, more commanding look, the face he had given himself in mirrors since boyhood and which no photograph had ever quite achieved.
167472.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– მისმინე, – თქვა მან.
"Listen," she said.
167473.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
საქმე ისაა, რომ... – ეტყობოდა, მთელი სხეულის დაძაბვა სჭირდებოდა, რომ ხმა არ აჰკანკალებოდა.
The thing is— It seemed that all the slender strength of her back was needed to keep her voice from wavering.
167474.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– საქმე ისაა, რომ მილის და შეპს უნდათ, მათთან ერთად სადმე წავიდეთ.
The thing is, Milly and Shep wanted us to go out with them afterwards.
167475.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
შეგიძლია უთხრა, რომ ვერ შევძლებთ?
Will you say we can’t?
167476.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– იცი, – უპასუხა ცოლს, – უკვე ვუთხარი, რომ შეგვიძლია.
"Well," he said, "the thing is, I already said we could".
167477.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ოჰ, შეგიძლია, ისევ გახვიდე და უთხრა, რომ შეგეშალა?
Oh. Then would you mind going out again and saying you were mistaken?
167478.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ეს ხომ ასე ადვილია.
That should be simple enough.
167479.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
თანაც, უხეშობა გამოვა, არა?
Besides, it’s going to look kind of rude, isn’t it?
167480.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– მან თვალები დახუჭა.
She closed her eyes.