მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167421.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მთავარი როლის შემსრულებელ მამაკაცს იმ დილით ნაწლავის გრიპისმაგვარი ავადმყოფობა შეეყარა.
The leading man had come down with a kind of intestinal flu that morning.
167422.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მაღალი სიცხის მიუხედავად, წარმოდგენაში მონაწილეობისთვის გამოცხადდა, დაჟინებით ამბობდა, თავს კარგად ვგრძნობ და თამაში შემიძლიაო, მაგრამ ფარდის აწევამდე ხუთი წუთით ადრე საგრიმიოროში არწყია, ამიტომ რეჟისორმა შინ გაგზავნა და მის ნაცვლად გამოსვლა თავის თავზე აიღო.
He had arrived at the theater in a high fever, insisting that he felt well enough to go on, but five minutes before curtain time he had begun to vomit in his dressing room, and there had been nothing for the director to do but send him home and take over the role himself.
167423.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
სცადა, ხუმრობითა და იმპროვიზებული რეპლიკებით გადაეფარა წარმოქმნილი უხერხულობა: ხედავთ? აი, როგორი უმაქნისი ვარ.
He tried to cover it with a giggle and a series of improvised lines— You see? That’s how useless I am.
167424.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
კვირების განმავლობაში მთვლემარე და ჩასაფრებული კატასტროფის ვირუსი ამის შემდეგ ამოიფრქვა და ძალაგამოცლილი მრწყველი კაციდან მთელ დასს მოედო, ყველას, ეიპრილ უილერის გარდა.
The virus of calamity, dormant and threatening all these weeks, had erupted now and spread from the helplessly vomiting man until it infected everyone in the cast but April Wheeler.
167425.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
„ჩემი სიყვარული გჭირდებათ?“ – ამბობდა ის.
“Wouldn’t you like to be loved by me?” she was saying.
167426.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
„დიახ, გაბრიელა, – უპასუხა რეჟისორმა, რომელსაც ოფლი წურწურით მოსდიოდა, – თქვენი სიყვარული მჭირდება“.
"Yes, Gabrielle," said the director, gleaming with sweat. "I should like to be loved by you".
167427.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
„თქვენი აზრით, მიმზიდველი ვარ?“
"You think I’m attractive?"
167428.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
პირველი მოქმედების დასასრულამდე მაყურებლისა და მსახიობებისთვისაც ნათელი გახდა, რომ კონტროლი დაკარგა, მისი ცქერაც კი უხერხული იყო.
Before the end of the first act the audience could tell as well as the Players that she’d lost her grip, and soon they were all embarrassed for her.
167429.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მერე სცენაზე მოუქნელი შეპ კემპბელის გამოსვლის დრო დადგა, ახალგაზრდა ჩასკვნილი ჟღალთმიანი ინჟინრის, განგსტერ დიუკ მანტის რომ თამაშობდა.
Then came the bouncing entrance of Shep Campbell, the burly young red-haired engineer who played the gangster, Duke Mantee.
167430.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
შესვენებაზე გასული მაყურებელი ეწეოდა ან სკოლის დერეფანში მიმოდიოდა, კედლის დაფას ათვალიერებდნენ და გაოფლილ ხელისგულებს უზადოდ შეკერილ შარვლის ტოტს ან მომხიბლავი ბამბის ქსოვილის ქვედაკაბებს აწმენდდნენ.
At intermission the audience straggled out to smoke and wander in uncomfortable groups around the high-school corridor, examining the high-school bulletin board and wiping damp palms down their slim-cut trousers and their graceful cotton skirts.
167431.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ეიპრილ უილერის თამაში სხვებისას არაფრით სჯობდა, უარესი თუ არ იყო.
April Wheeler’s performance was as bad as the others, if not worse.
167432.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
ეიპრილ უილერი შეყინული თავაზიანი ღიმილით.
April Wheeler paralyzed in a formal smile.
167433.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
შემდეგ დარბაზში სინათლე აინთო და დამსწრეთაგან არავინ იცოდა, საით გაეხედათ ან რა ეთქვათ.
Then the house lights came up, and nobody in the auditorium knew how to look or what to say.
167434.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
მხოლოდ უძრავი ქონების ბროკერი, მისის ჰელენ გივინგსი იმეორებდა არცთუ დარწმუნებით: „ძალიან კარგია“, მაგრამ უმრავლესობა დუმდა, ჯიბეებში სიგარეტის კოლოფს ეძებდა და გასასვლელისკენ მიიწევდა.
The uncertain voice of Mrs. Helen Givings, the real-estate broker, could be heard repeating "Very nice," over and over again, but most of the people were silent and stiff, fingering packs of cigarettes as they rose and turned to the aisles.
167435.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
გამნათებლად დაქირავებული ჭრაჭუნაბოტასებიანი უფროსკლასელი ბიჭი სცენაზე ახტა და მითითებების მიცემა დაიწყო უხილავი პარტნიორისთვის.
An efficient high-school boy, hired for the evening to help with the lights, vaulted up onto the stage with a squeak of his sneakers and began calling instructions to an unseen partner.
167436.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
შემდეგ რამპის სინათლე ჩაქრა, ბიჭმა მხოლოდ სუსტი განათება დატოვა და ფარდა კვლავ მტვრის სქელი ფენით დაფარულ, მწვანე ხავერდის გახუნებულ კედლად იქცა.
Then the bank of lights clicked off, the boy made a pale exit and the curtain became a dull wall of green velvet, faded and streaked with dust.
167437.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
სანახავი აღარაფერი დარჩა, სპექტაკლზე დამსწრეების გარდა, რომლებიც მწკრივად მიეშურებოდნენ დარბაზის გასასვლელებისკენ.
There was nothing to watch now but the massed faces of the audience as they pressed up the aisles and out the main doors.
167438.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
დაბნეულები, თვალებგაფართოებულები, ორ-ორად მიიწევდნენ წინ, თვალებს აცეცებდნენ და ისე მოძრაობდნენ, თითქოს მათთვის სასიცოცხლო აუცილებლობად ქცეულიყო ამ დარბაზიდან გასვლა.
Anxious, round-eyed, two by two, they looked and moved as if a calm and orderly escape from this place had become the one great necessity of their lives.
167439.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი I
თითქოს სიცოცხლის დაწყებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდნენ, რაც გამონაბოლქვის ვარდისფერ ღრუბლებში გახვეული, ხრეშით დაფარული ავტოსადგომიდან გააღწევდნენ, რომლის იქითაც იწყებოდა და უსასრულოდ გრძელდებოდა შავი ცა, მასზე კი ათასობით ვარსკვლავი ციმციმებდა.
As if, in fact, they wouldn’t be able to begin to live at all until they were out beyond the rumbling pink billows of exhaust and the crunching gravel of this parking lot, out where the black sky went up and up forever and there were hundreds of thousands of stars.
167440.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
გვერდულად მიემართებოდა კულისებში შესასვლელი კარისკენ, თან იმეორებდა: „უკაცრავად... მაპატიეთ“.
He was making his way in sidling steps down the aisle toward the stage door, saying "Excuse me . . . Excuse me".