მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167501.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მამის ძველი ფეტრის ქუდი, შიგ ჩაფენილი გაზეთით, თავზე ჩინებულად ერგებოდა და საბოლოო შტრიხს წარმოადგენდა პატიოსანი სიღარიბის შესაფერის აღკაზმულობაში, ხოლო მოგზაურობაში წასაღები ნივთებისთვის საკმარისი იყო ბოისკაუტის ზურგჩანთა, სკოჩით ოსტატურად გამაგრებული, თან ბოისკაუტის ემბლემასაც რომ ფარავდა.
An old felt hat of his father’s, which could be made to fit with a wad of newspaper folded into its sweatband, would lend the right note of honest poverty to the outfit, and he could take whatever else he needed in his Boy Scout knapsack, artfully reinforced with adhesive tape to conceal the Boy Scout emblem.
167502.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ამ გეგმის საუკეთესო ნაწილი მისი აბსოლუტური საიდუმლოება იყო და ასე გრძელდებოდა იმ დღემდე, ვიდრე სკოლის დერეფანში მსუქან ბიჭს, სახელად კრებსს, იმ წლის განმავლობაში თავის საუკეთესო მეგობრად რომ თვლიდა, თავისდა მოულოდნელადაც სამოგზაუროდ მასთან ერთად წასვლა არ შესთავაზა.
The best thing about the plan was its absolute secrecy, until the day in the school corridor when he impulsively asked a fat boy named Krebs, who was the closest thing to a best friend he had that year, to go along with him.
167503.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– სატვირთო მატარებლით მოგზაურობას გულისხმობ? – და გადაიხარხარა.
On a freight train, you mean? — and he was laughing aloud.
167504.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ღმერთო, ჩემი სიკვდილი გინდა, უილერ.
Jeez, you kill me, Wheeler.
167505.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მაინც საიდან მოგდის თავში ასეთი უცნაური აზრები?
Where do you get these weird ideas, anyway?
167506.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
უილერ, გინდა, რაღაც იცოდე? გინდა, გაიგო, ყველა იდიოტად რატომ გთვლის? იმიტომ, რომ იდიოტი ხარ.
You want to know something, Wheeler? You want to know why everybody thinks you’re a jerk? Because you’re a jerk, that’s why.
167507.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
და წარმოიდგინა, ოცდაათიოდე გოგო-ბიჭი გაოგნებული როგორ მისჩერებოდა, როდესაც ეიპრილი წამოხტა და ოთახიდან გავარდა, სელის ქათქათა ქვედაკაბაზე კი ნეკერჩხლის ფოთლისხელა სისხლისფერი ლაქა ეტყობოდა.
And he thought of how she must have lurched from her desk and run from the room with a red stain the size of a maple leaf on her white linen skirt while thirty boys and girls looked up in dumb surprise.
167508.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
იმედოვნებდა, რომ მანქანაში მის გვერდით დაჯდებოდა – მანქანის ტარებისას მხრებზე მოხვევა სურდა – მაგრამ ის მოიკუნტა, კარს აეკრა, თავი მიაბრუნა და გზის გასწვრივ შუქ-ჩრდილებს აყოლებდა თვალს.
He had hoped she would sit close to him in the car—he wanted to hold her shoulders while he drove—but she made herself very small and pressed against the door, turning away to watch the passing lights and shadows of the road.
167509.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– კარგი, – უპასუხა მან, – გმადლობ.
"All right," she said. "Thank you".
167510.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– უბრალოდ, არ ღირდა ამ დაწყევლილ საქმეში შენი გარევა, სულ ესაა.
It’s just that we never should’ve let you get mixed up in the damned thing, is all.
167511.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– მისი ბრალი არ არის.
It wasn’t his fault.
167512.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ამ დაწყევლილ დასს შენით არასოდეს შეუერთდებოდი, კემპბელები და მე შემოგიჩნდით.
You never would’ve joined the damn group if the Campbells and I hadn’t talked you into it.
167513.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
გახსოვს, პირველად რომ გავიგეთ ამაზე?
Remember when we first heard about it?
167514.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მაშინვე თქვი, იდიოტების თავყრილობა იქნებაო.
And you said they’d probably turn out to be a bunch of idiots?
167515.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– კარგი. შეიძლება, ახლა ამაზე აღარ ვილაპარაკოთ?
All right. Could we sort of stop talking about it now?
167516.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
არ მინდა, მაგის გამო თავს ცუდად გრძნობდე, ესაა და ეს.
I just don’t want you feeling bad about it, that’s all.
167517.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ჩაწეული ფანჯრიდან შემოსულმა გრილმა ნიავმა მოკლედ შეჭრილი თმა აუჩეჩა და გონება გამოუფხიზლა, და სამოყვარულო დასის ფიასკოს ნამდვილ მნიშვნელობას ჩასწვდა.
A refreshing wind rushed in to ruffle his short hair and cool his brains, and he saw the fiasco of the Laurel Players in its true perspective.
167518.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ეკონომიკურმა გარემოებამ შეიძლება ასეთ გარემოში ცხოვრება გაიძულოს, მაგრამ მთავარია, მსგავსი ყოფა გადამდები არ აღმოჩნდეს.
Economic circumstance might force you to live in this environment, but the important thing was to keep from being contaminated.
167519.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
უმთავრესი ყოველთვის ისაა, გახსოვდეს, ვინ ხარ.
The important thing, always, was to remember who you were.
167520.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
და ახლაც, როგორც ყოველთვის, როდესაც თავს ძალას ატანდა, რათა გაეხსენებინა, ვინ იყო, გონებაში ამოუტივტივა პირველი რამდენიმე წელი ომის დამთავრების შემდეგ და ბეთიუნ-სტრიტის დაბზარული სახლი ნიუ-იორკის იმ ნაწილში, სადაც ვილიჯის დასავლეთ მხარეს მშვიდად ენაცვლება მდინარის ნაპირას ჩამწკრივებული მდუმარე საწყობები, სადაც საღამოობით მარილიანი ბრიზი ქრის და ღრმა მდინარის ღამეული საყვირები ჰაერს მოგზაურობათა დანაპირებით ავსებს.
And now, as it often did in the effort to remember who he was, his mind went back to the first few years after the war and to a crumbling block of Bethune Street, in that part of New York where the gentle western edge of the Village flakes off into silent waterfront warehouses, where the salt breeze of evening and the deep river horns of night enrich the air with a promise of voyages.