მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167521.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ამ ქუჩაზე მდებარე ერთოთახიანი ბინის სამი გასაღებიდან ერთის მფლობელი იყო.
He had owned one of three keys to a one-room apartment on that street.
167522.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
დანარჩენი ორი გასაღები, „ბინის გამოყენების უფლებით“ ყოველ მეორე და მესამე კვირას, ეკუთვნოდათ მის კურსელებს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან და თითოეული ბინის ქირის მესამედს, ოცდაშვიდ დოლარს, იხდიდა.
The other two keys, and rights to “the use of the place” every second and third week, had belonged to two of his Columbia College classmates, each of whom paid a third of its twenty-seven-dollar rent.
167523.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მის ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ აღფრთოვანებას იწვევდა და ის ფაქტი, რომ გოგონებს მასთან დაწოლა უნდოდათ, მისთვის მცირედით თუ აღემატებოდა მეორე მნიშვნელოვან აღმოჩენას: მამაკაცები, ამასთან გონიერი მამაკაცები, მის ლაპარაკს ყურს უგდებდნენ.
For the first time in his life he was admired, and the fact that girls could actually want to go to bed with him was only slightly more remarkable than his other concurrent discovery— that men, and intelligent men at that, could actually want to listen to him talk.
167524.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ამბობდნენ, საკუთარი თავის აღმოსაჩენად მას მხოლოდ დრო და თავისუფლება სჭირდებაო.
All he would ever need, it was said, was the time and the freedom to find himself.
167525.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
განა ყველა გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფიაში იმავეს არ ვკითხულობთ მათი სიყმაწვილის დროინდელი ძიებების, მამებისა და მამების ცხოვრების წესის წინააღმდეგ ამბოხების თაობაზე?
Weren’t the biographies of all great men filled with this same kind of youthful groping, this same kind of rebellion against their fathers and their fathers’ ways?
167526.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მადლიერიც შეეძლო ყოფილიყო, რადგან ერთი კონკრეტული სფეროსადმი ინტერესს არ ამჟღავნებდა.
He could even be grateful in a sense that he had no particular area of interest.
167527.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
უაღრესად მგრძნობიარე, ნიკოტინით გაჟღენთილი, ჟან-პოლ სარტრის ყაიდის მამაკაცი, უბრალო ლოგიკის თვალსაზრისით, განა უაღრესად მგრძნობიარე, ნიკოტინით გაჟღენთილ, ჟან-პოლ სარტრის ყაიდის ქალს არ იმსახურებს?
As an intense, nicotinestained, Jean-Paul Sartre sort of man, wasn’t it simple logic to expect that he’d be limited to intense, nicotine-stained, Jean-Paul Sartre sorts of women?
167528.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მაგრამ ეს დამარცხების აღიარებას ნიშნავდა და ერთ საღამოს, ვისკის ოთხი ულუფით შეგულიანებული, მორნინგსაიდ-ჰაიტსში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე გამარჯვებულის გზას დაადგა.
But this was the counsel of defeat, and one night, bolstered by four straight gulps of whiskey at a party in Morningside Heights, he followed the road of victory.
167529.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– მგონი, თქვენი სახელი ვერ გავიგონე, – უთხრა გამორჩეულად უმაღლესი შეფასების ღირს გოგონას ბზინვარე თმითა და უმშვენიერესი ფეხებით, რომლებიც უცხო ადამიანებით სავსე ოთახის მეორე ბოლოდან დაინახა.
"I guess I didn’t get your name," he said to the exceptionally first-rate girl whose shining hair and splendid legs had drawn him halfway across a roomful of strangers.
167530.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– პამელა ხართ?– არა, – უპასუხა მან, – პამელა აი, იქ არის. მე ეიპრილი ვარ. ეიპრილ ჯონსონი.
"Are you Pamela?" "No," she said. "That’s Pamela over there. I’m April. April Johnson".
167531.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ხუთ წუთში ფრენკმა აღმოაჩინა, რომ შეუძლია ეიპრილ ჯონსონი გააცინოს.
Within five minutes he found he could make April Johnson laugh.
167532.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– რას საქმიანობთ?
What do you do?
167533.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
და დარწმუნებული რომ ყოფილიყო, მას კოჟრებისა და ბებერების ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლიაო, დაუყოვნებლივ აჩვენებდა ხელისგულებს.
And he would have showed her his palms if he hadn’t been afraid she could tell the difference between calluses and blisters.
167534.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მთელი გასული კვირა კოლეჯის მეგობართან, ზორბა ყმაწვილთან ერთად ნავსადგურში „იქაურობის ასათვისებლად“ გაატარა და დილაობით ხილით დატვირთულ ყუთებს დაათრევდა.
For the past week, under the guidance of a roughhewn college friend, he had been self-consciously "shaping up" on the docks each morning and swaying under the weight of fruit crates.
167535.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– მაგრამ ორშაბათიდან უკეთესი სამუშაო მექნება.
Starting Monday, though, I’ve got a better job.
167536.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
კაფეტერიაში ღამის ცვლის მოლარე.
Night cashier in a cafeteria.
167537.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– გასაგებია, მაგრამ ეს არ მიგულისხმია.
Well but I don’t mean things like that.
167538.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
სინამდვილეში რა გაინტერესებთ?
I mean what are you really interested in?
167539.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ძვირფასო, ამაზე პასუხი რომ მქონდეს, ნახევარ საათში ორივენი მოწყენილობისგან მოვკვდებით.
—Honey, if I had the answer to that one I bet I’d bore us both to death in half an hour.
167540.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ხუთი წუთის შემდეგ, ცეკვისას, ფრენკმა აღმოაჩინა, რომ ეიპრილ ჯონსონის პატარა გავა ზუსტად მოერგო მის ხელს, თითქოს სწორედ მისთვის იყო შექმნილი.
Five minutes later, dancing, he found that the small of April Johnson’s back rode as neatly in his hand as if it had been made for that purpose.