მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167541.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
თითქმის ერთი კვირის თავზე კი ბეთიუნ-სტრიტის ქუჩის ბინაში გამაოგნებლად შიშველი ეიპრილი მის გვერდით იწვა განთიადის ცისფერ სინათლეში, ნატიფ თითს უსვამდა შუბლიდან ნიკაპამდე და ჩურჩულებდა: „ასეა, ფრენკ. ამას ვგულისხმობ.
And almost a week after that, April was lying miraculously nude beside him in the first blue light of day on Bethune Street, drawing her delicate forefinger down his face from brow to chin and whispering: "It’s true, Frank. I mean it."
167542.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ყველაზე საინტერესო ადამიანი ხარ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
You’re the most interesting person I’ve ever met.
167543.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
თითქმის შინ იყვნენ.
They were almost home.
167544.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ჰო-მეთქი. კარგი, ფრენკ. არ შეიძლება, უბრალოდ რომ გაჩუმდე, ვიდრე ჭკუიდან შემშლი?
I said yes. All right, Frank. Could you just please stop talking now, before you drive me crazy?
167545.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მერე სავარძელზე გაცურდა და სცადა, მას მოხვეოდა.
Then he slid across the seat and tried to take her in his arms.
167546.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– არა, ფრენკ, გთხოვ, ამას ნუ იზამ. უბრალოდ, თავი დამანებე, კარგი?
"No, Frank, please don’t do that. Just leave me alone, okay?"
167547.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– საყვარელო, მხოლოდ ის მინდა… – თავი დამანებე, თავი დამანებე!
“Baby, it’s only that I want to—" "Leave me alone. Leave me alone!"
167548.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ის ისევ საჭეს მიუბრუნდა და ფარები ჩართო, მაგრამ მანქანის დასაქოქად ხელები არ ემორჩილებოდა.
He drew himself back to the wheel and put the lights on, but his hands refused to start the car.
167549.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ამის ნაცვლად ერთხანს უძრავად იჯდა, ყურის დაფის აპკში სისხლის ფეთქვას აყურადებდა.
Instead he sat there for a minute, listening to the beating of blood in his eardrums.
167550.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
იმის თქმა მინდა, რომ ჩინებულად ჰბაძავ მადამ ბოვარის, მაგრამ მსურს, ერთი-ორი საკითხი ცხადი გახდეს.
I mean you seem to be doing a pretty good imitation of Madame Bovary here, and there’s one or two points I’d like to clear up.
167551.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
პირველი, ჩემი ბრალი არ არის, თუ წარმოდგენა ჩაფლავდა.
Number one, it’s not my fault the play was lousy.
167552.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
სულ ერთი წამით, ვიდრე გაეკიდებოდა, ფრენკმა გაიფიქრა, რომ თავის მოკვლა უნდოდა – ამგვარ შემთხვევებში მისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო – მაგრამ ოცდაათიოდე იარდის დაშორებით შეჩერდა ტრაფარეტთან, რომელიც აღნიშნავდა, რომ გასასვლელი არ იყო.
For a second, as he clambered out and started after her, he thought she meant to kill herself—she was capable of damn near anything at times like this—but she stopped in the roadside thirty yards ahead, beside a luminous sign that read no passing.
167553.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
არ ტიროდა; მხოლოდ ზურგშექცეული იდგა.
She wasn’t crying; she was only standing there, with her back to him.
167554.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
წამოდი, მანქანაში დაბრუნდი.
Come on back to the car.
167555.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ფრენკმა ხელები აიქნია და დაუშვა.
His arms flapped and fell.
167556.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მანქანამ ჩაიარა, მისმა ფარებმა ტრაფარეტი და მისი დაჭიმული ზურგი გაანათა.
The car overtook them, lighting up the sign and the tense shape of her back.
167557.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
სულ პირდაპირ, ორასი თუ სამასი იარდის მოშორებით, მთვარის შუქზე ალაპლაპებული სატელეფონო კაბელების თავზე აღმართულიყო ამბოხის გორაკი, მის წვერზე მეგობრულად ციმციმებდა ამბოხის გორაკის უბნის სახლების განათებული ფანჯრები.
Straight ahead, two or three hundred yards away, the earth rose high above the moonlit telephone wires to form the mound of Revolutionary Hill, along whose summit winked the friendly picture windows of the Revolutionary Hill Estates.
167558.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ერთ-ერთ სახლში კემპბელები ცხოვრობდნენ.
The Campbells lived in one of those houses.
167559.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– არ შეიძლება, მანქანაში დავსხდეთ და ვილაპარაკოთ იმის ნაცვლად, რომ მეთორმეტე გზატკეცილზე ვირბინოთ?
Couldn’t we sit in the car and talk about it? Instead of running all over Route Twelve?
167560.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– გასაგებად არ ვთქვი, რომ არ მინდა ამაზე ლაპარაკი?
Haven’t I made it clear that I don’t particularly want to talk about it?