მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167581.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
„საყვარლები არიან, – უთხრა ქმარს, – გოგონა თვალისმომჭრელია, ბიჭი კიდევ, ჩემი აზრით, რაღაც ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს ქალაქში – ძალიან მომხიბვლელია, თუმცა თავის თავში ჩაკეტილი, და ისეთი გამამხნევებელია ამგვარ ხალხთან საქმის დაჭერა“.
"They’re sweet," she told her husband. "The girl is absolutely ravishing, and I think the boy must do something very brilliant in town—he’s very nice, rather reserved—and really, it is so refreshing to deal with people of that sort".
167582.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მისის გივინგსს ესმოდა, რომ ამ კლიენტებს რაღაც განსაკუთრებული უნდოდათ – პატარა გადაკეთებული ვაგონი-სახლი ან ძველი სასტუმრო კოტეჯი, რაღაც, პატარა მომხიბვლელობით – და ძალიან არ უნდოდა მათთვის იმის გამხელა, რომ მსგავსი რამ უკვე აღარსად არსებობდა.
Mrs. Givings had understood at once that they wanted something out of the ordinary—a small remodeled barn or carriage house, or an old guest cottage—something with a little charm—and she did hate having to tell them that those things simply weren’t available anymore.
167583.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– იცით, აქ ძირითადად წიდაბეტონის სახლები და ვაგონ-სახლებია – ადგილობრივების – სანტექნიკოსების, დურგლებისა და ამდაგვარი ხალხის საცხოვრებლები.
As you see, it’s mostly these little cinder-blocky, pickup-trucky places—plumbers, carpenters, little local people of that sort.
167584.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
არა, იმ ადგილს, რომელიც უნდა გაჩვენოთ, საერთო არაფერი აქვს ამასთან.
No, the place I want to show you has absolutely no connection with that.
167585.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ის ჩვენმა ერთმა ადგილობრივმა, ძალიან კარგმა მენარდემ ააშენა ომის შემდეგ, იქამდე, ვიდრე ეს მახინჯი განაშენიანება დაიწყებოდა.
One of our nice little local builders put it up right after the war, you see, before all the really awful building began.
167586.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მართლაც გამორჩეული, საყვარელი პატარა სახლია და ძალიან მიმზიდველი ნაკვეთი.
It’s really rather a sweet little house and a sweet little setting.
167587.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ხედავთ პატარა თეთრ სახლს? ხომ საყვარელია?
See the little white one? Sweet, isn’t it?
167588.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– დიახ, ჩემი აზრით... მშვენიერია, ხომ ასეა, ძვირფასო?
Yes, I think it’s sort of—nice, don’t you, darling?
167589.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ოჰ, არაჩვეულებრივია, – წამოიძახა მისის გივინგსმა და მისმა სიცილმა ორივე პირფერობის თბილ თავშესაფარში მოაქცია, ვიდრე მთავარი გზიდან გადაუხვევდნენ და დასათვალიერებლად მიუახლოვდებოდნენ.
"Oh, that’s marvelous," Mrs. Givings cried, and her laughter enclosed them in a warm shelter of flattery as they rolled up the driveway and climbed out to have a look.
167590.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
აქ შეიძლება დივანი დაიდგას, იქ კი – მათი დიდი მაგიდა.
Their sofa could go here and their big table there.
167591.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ხედავდნენ ფეხშიშველ ბავშვებს, რომლებიც დერეფანში დარბოდნენ სუფთა იატაკზე – მას ობი, ხიწვი, ტარაკნები და ჭუჭყი არ გაეკარებოდა.
They could see their children running barefoot down this hallway free of mildew and splinters and cockroaches and grit.
167592.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მათი მოუწესრიგებელი ცხოვრება კალაპოტში ჩადგებოდა და ამ ოთახების, ამ ხეების შესატყვისად დაეწყობოდა; მერე რა, რომ ამისთვის დრო იყო საჭირო?
The gathering disorder of their lives might still be sorted out and made to fit these rooms, among these trees; and what if it did take time?
167593.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ამით ვის შეაშინებ ასეთ ვრცელ, ნათელ, სუფთა და მყუდრო სახლში?
Who could be frightened in as wide and bright, as clean and quiet a house as this?
167594.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ახლა, როდესაც სიბნელეში მხიარულად მოციმციმე სახლი გამოჩნდა, განათებული სამზარეულოთი და გარაჟის ნათურებით, ისინი დაიძაბნენ, მხრები აიწურეს და კრიჭა მაგრად შეკრეს, არაადამიანური მოთმინების ნიშნად.
Now, as the house swam up close in the darkness with its cheerful blaze of kitchen and carport lights, they tensed their shoulders and set their jaws in attitudes of brute endurance.
167595.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
პირველი ეიპრილი შევიდა, ხელის ცეცებით გაიარა სამზარეულო და წონასწორობის შესანარჩუნებლად დიდ მაცივარს მოეჭიდა, უკან თვალებახამხამებული ფრენკი მიჰყვა.
April went first, swaying blindly through the kitchen, pausing to steady herself against the great refrigerator, and Frank came blinking behind her.
167596.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
მერე მან კედელზე ჩამრთველი გადაატრიალა და მისაღები ოთახი აბდღვრიალდა.
Then she touched a wall switch, and the living room exploded into clarity.
167597.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
აქ დივანი იყო, იქით დიდი მაგიდა, თუმცა მათთვის ადგილის შენაცვლებაც შეიძლებოდა.
The sofa was here and the big table there, but they might just as well have been reversed.
167598.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ავეჯის დანარჩენმა ელემენტებმა მართლაც მიჩქმალა ოთახის პროვინციულობა, თუმცა რამე ახალი თვისებით მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა.
The other pieces of furniture had indeed removed the suggestion of primness, but they had failed to replace it with any other quality.
167599.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ძიძას, მისის ლუნდკვისტს, დივანზე ეძინა და საზურგე ფარავდა.
Mrs. Lundquist, the baby sitter, had fallen asleep on the sofa and lay hidden beneath its back.
167600.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– დედიკო, კარგი სპექტაკლი იყო?
Mommy? Was it a good play?