მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167601.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ფრენკს ორჯერ შეეშალა შესახვევი, ვიდრე მისის ლუნდკვისტი შინ მიჰყავდა.
Frank took two wrong turns in driving Mrs. Lundquist home.
167602.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ორივე ხელი მაგრად ჩასჭიდა საჭეს, რადგან გზაზე სინათლეები გაიდღაბნა.
He had to hold the wheel tight in both hands because the road lights were blurring.
167603.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
სწრაფად გაიარა სამზარეულო და მისაღები ოთახი, ფეხის წვერებზე ჩაუარა ბავშვების ოთახს და საძინებელში შესულმა, ფრთხილად მიხურა კარი.
He padded quickly through the kitchen and living room and went down the hall on careful tiptoe, past the children’s room and into the bedroom, he softly shut the door.
167604.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ეიპრილ, მისმინე, – წაიჩურჩულა.
"April, listen,' he whispered.
167605.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
პალტო გაიხადა, სილუეტით მიაგნო საწოლს და კიდეზე ჩამოჯდა მონანიისთვის დამახასიათებელ პოზაში.
Stripping off his coat, he went to the dim bed and sat slumped on its edge in a classic pose of contrition.
167606.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– გთხოვ, ყური დამიგდე. ხელს არ გახლებ. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ... არც არაფერია სათქმელი, გარდა იმისა, რომ მაპატიე.
"Please listen. I won’t touch you. I just want to say—there isn’t anything to say except I’m sorry".
167607.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ქორწინების დასაწყისში ამგვარი გულგრილობის პერიოდები უფრო საზარელი იყო, ვიდრე დამამცირებელი აყალმაყალი.
Early in his marriage these numb periods had seemed even worse than the humiliating noise.
167608.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– არ ვიცი, რა მოხდა, – თქვა მან – მაგრამ რაც უნდა იყოს, დამიჯერე... ეიპრილ? – ხელით მოსინჯა და საწოლი ცარიელი აღმოჩნდა.
"I don’t know what happened," he said, "but whatever it was, believe me, I—April?" Then his reaching hand discovered that the bed was empty.
167609.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
წაგრძელებული ჩრდილი, რომელსაც ელაპარაკებოდა, აბურდული გადასაფარებელი და ბალიში იყო.
The long shape he’d been talking to was a wad of thrown-back covers and a pillow.
167610.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ეიპრილ! დამფრთხალი ჯერ სააბაზანოში შევარდა, მერე ქვემოთ, შემოსასვლელისკენ.
"April?" He ran frightened to the empty bathroom and down the hall.
167611.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– გთხოვ, წადი, – მისმა ხმა თქვა.
"Please go away," her voice said.
167612.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
საბანში გახვეული, მისაღები ოთახის დივანზე იჯდა, რომელზეც ცოტა ხნის წინ მისის ლუნდკვისტი იწვა.
She was rolled up in a blanket on the living-room sofa, where Mrs. Lundquist had lain.
167613.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
– ერთი წუთით ყური მიდგე. ხელს არ გახლებ. მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდა.
Listen a minute. I won’t touch you. I just want to say I’m sorry.
167614.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი II
ახლა კი, თუ შეიძლება, მარტო დამტოვე.
Now will you please leave me alone?
167615.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
შაბათი იყო, დილის თერთმეტი საათი.
It was eleven o’clock, Saturday morning.
167616.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ორივე ნესტო თითქოს ცემენტს ამოევსო, თავი სტკიოდა.
Both his nostrils were plugged as if with rubber cement, his head ached.
167617.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ამის გახსენების შემდეგღა შეძლო ყურადღების მოკრება, რათა ხმაურის მიზეზი დაედგინა: ეს მისი გაზონის ჟანგიანი საკრეჭი იყო, რომელსაც დაზეთვა სჭირდებოდა.
And only after remembering this did his mind come into focus on an explanation of the noise: it was his own rusty lawnmower, which needed oiling.
167618.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
უკანა ეზოში ვიღაც ბალახს კრეჭდა, რის გაკეთების პირობაც მან წინა შაბათ-კვირას დადო.
Somebody was cutting the grass in the back yard, a thing he had promised to do last weekend.
167619.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ჟანგბადის ჩასუნთქვის უნარი დაიბრუნა და სახის კუნთებზე გარკვეული კონტროლიც აღიდგინა.
He restored its ability to gather oxygen and regained a certain muscular control over its features.
167620.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მაგრამ ხელებს ვერაფერი მოუხერხა.
But nothing could be done about his hands.