მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167621.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ვინმეს რომ ეთქვა, მუშტები შეკარიო, ტკივილით აკვნესებული ჩაიკეცებოდა.
A command to clench them into fists would have sent him whimpering to his knees.
167622.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ისიც ახსოვდა, რომ ორივე ყოველთვის დაღლილი იყო.
He remembered too, of both of them, that they’d always been tired.
167623.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
„გაშალე!“ – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მოგონება.
"Open it!" That was one of his earliest memories.
167624.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ხუთი-ექვსი წლის ფრენკის განსაკუთრებული აღფრთოვანების საგანი მამამისის ხელჩანთა იყო.
The briefcase had been of particular fascination to Frank at the age of five or six.
167625.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
როგორი ნატიფი და პრიალაა, როგორი დაუჯერებლად სქელი სახელური აქვს!
How fine and smooth, yet how impossibly thick its handle was!
167626.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მოგვიანებით, ათი-თორმეტი წლისა, სადურგლო იარაღებსაც გაეცნო.
Later, at ten or twelve, he had become familiar with the carpentry tools as well.
167627.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
არა, შვილო, არა! – ყვირის მამამისი, რადგან ცდილობს, მოტოხერხის ხმა გადაფაროს.
"No, boy, no!" his father would shout over the scream of the power saw.
167628.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ვერ ხედავ, რომ დააზიანე?
Can’t you see you’re ruining it?
167629.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ინსტრუმენტის ხელში ასე დაჭერა არ შეიძლება“.
That’s no way to handle a tool.
167630.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ამას მოსდევდა ლექცია სამუშაო იარაღების მოვლა-შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ თვალსაჩინო მაგალითის ჩვენებით (რომლის დროსაც პაწაწინა ბურბუშელები მამის ბალნით დაფარულ მკლავს ოქროსფრად ეფინებოდა), უფრო ხშირად კი მამამისი თავშეკავებით ამოიოხრებდა და ხმადაბლა ეტყოდა:
Then there would be a lecture on the proper care and handling of tools, to be followed by a gracefully expert demonstration (during which the grains of wood clung like gold in the hair of his father’s forearm) or more likely by a sigh of manly endurance pressed to the breaking point and the quiet words:
167631.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
„კარგი, საკმარისია. ჯობია, მაღლა ახვიდე“.
"All right. You’d better go on upstairs".
167632.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
საბედნიეროდ, თოფის გასინჯვამდე საქმე არ მისულა.
The shotgun, luckily, had never come to a test.
167633.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მაგრამ მაშინაც და შემდეგაც, ბეთიუნ-სტრიტის ქუჩის დროინდელი ამბოხების ჟამს, როდესაც მამამისი მომაბეზრებელ, ანჩხლ მოხუცად იქცა, რომელსაც „Reader's Digest“-ით ხელში ეყვინთებოდა, მას სჯეროდა, რომ მამამისის ხელებში რაღაც უნიკალური და უმშვენიერესი იყო დაბუდებული.
Yet even in those days and afterwards, even in the extremities of rebellion on Bethune Street, when his father had become a dreary, querulous old fool nodding to sleep over the Reader’s Digest, then as now he continued to believe that something unique and splendid had lived in his father’s hands.
167634.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
სასიკვდილო სარეცელზეც კი, როდესაც დაჩიავებული და დაბრმავებული ერლ უილერი სუსტი ხმით კრიახებდა („ვინ არის აქ? ფრენკი? ფრენკ, შენ ხარ?“), გამომშრალი ხელებით ძველებურად მაგრად ჩაჭიდება შეეძლო, ხოლო როდესაც ისინი უკვე უმოძრაოდ ეწყო საავადმყოფოს საბანზე, მამის ხელები უფრო ღონიერი და ლამაზი ჩანდა, ვიდრე მისი ვაჟისა.
On Earl Wheeler’s very deathbed, when he was shrunken and blind and cackling ("Who’s that? Frank? Is that Frank?") the dry clasp of his hands had been as positive as ever, and when they lay loose and still on the hospital sheet at last they still looked stronger and better than his son’s.
167635.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მარტო მამაჩემთან ჩემი ურთიერთობა, დედაზე რომ არაფერი ვთქვათ, სახელმძღვანელოში საილუსტრაციოდ გამოდგებოდა.
I mean the whole deal of my relationship with my father alone’d be enough to fill a textbook, not to mention my mother.
167636.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ამავე დროს, მარტოობის ამდაგვარ რთულ წუთებში უხაროდა, რომ მშობლებისადმი გულწრფელი სითბო ჯერ კიდევ შემორჩენოდა გულის სიღრმეში.
All the same, in moments of troubled solitude like this, he was glad he could muster some vestige of honest affection for his parents.
167637.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მადლიერი იყო იმისაც, რომ არცთუ იოლი ცხოვრების მიუხედავად, საკმარის სიმშვიდეს პოულობდა სასიამოვნო სიზმრებისთვის;
He was grateful that however uneasy the rest of his life had turned out to be, it had once contained enough peace to give him pleasant dreams.
167638.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ნუთუ ასეთი ადამიანები რეალურად არსებობდნენ?
Had people like that ever really existed?
167639.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ისინი პლეიბოისა და თავაშვებული ქალის ოციანი წლების კარიკატურულ გამოსახულებებად წარმოუდგებოდა, არნახულად მდიდრები, დაუდევრები და სასტიკები, რომლებიც შუა ატლანტის ოკეანეში ხომალდის კაპიტანმა დააქორწინა და ერთადერთი შვილის დაბადებიდან ერთ წელიწადში ერთმანეთს დაშორდნენ.
He could picture them only as flickering caricatures of the twenties, the Playboy and the Flapper, mysteriously rich and careless and cruel, married by a ship’s captain in mid-Atlantic and divorced within a year of the birth of their only child.
167640.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ვფიქრობ, დედამ სამშობიაროდან პირდაპირ დეიდა მერისთან წამიყვანა, – უთხრა მან.
"I think my mother must’ve taken me straight from the hospital to Aunt Mary’s," she’d told him.