მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167661.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ამ სახეობის კლდისდუმა აქამდე გქონიათ?
Have you worked with this type of sedum before?
167662.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– კარგი, – თქვა მან ისევ, – მშვენიერია. ძალიან დიდი მადლობა, მისის გივინგს.
"Well," he said again. "That’s fine. Thanks a lot, Mrs. Givings".
167663.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ქალმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ სთხოვა ორივეს, მისთვის „ჰელენით“ მიემართათ, სახლი რომლის წარმოსათქმელად მას ენა არ უბრუნდებოდა.
Nearly two years ago she had asked them to call her Helen, a name his tongue seemed all but unable to pronounce.
167664.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– როგორ უნდა... რა უნდა ვუყოთ?
"What should we— do with it?"
167665.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ის კიდევ უამრავ რამეს მოჰყვა მცენარეების შესახებ, ის კი თავს უქნევდა.
She told him a good many other things about the plants, while he nodded.
167666.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– კარგი, – თქვა, როგორც კი ქალის ხმა მიწყდა, – ეს ყველაფერი მშვენიერია. ძალიან დიდი მადლობა.
"Well," he said when her voice stopped. "That’s swell, thanks a lot".
167667.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ოჰ, არა, დიდი მადლობა, – იგი ოთხი თუ ხუთი ნაბიჯით უკან გადახტა, თითქოს სველი ცხვირსახოცით ცხვირის მოწმენდას სთავაზობდა.
"Oh, no, thanks ever so much—" She skittered four or five feet away, as if he had offered her a soiled handkerchief to blow her nose in.
167668.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ეიპრილ! ეიპრილ! მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სპექტაკლი მოგვეწონა!
"April! April! I just wanted to tell you we loved the play!"
167669.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
წამის შემდეგ გაზონის საკრეჭის ხმა შეწყდა.
After a second the sound of the lawnmower stopped.
167670.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– მოგვეწონა-მეთქი! სპექტაკლი!
"I say, we LOVED, the PLAY!"
167671.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ნამდვილად დიდი ნიჭით დაჯილდოებული ცოლი გყავთ.
You really do have a very gifted wife.
167672.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვისიამოვნეთ მე და ჰოვარდმა.
I can’t tell you how much Howard and I enjoyed it.
167673.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– კარგია, – უპასუხა მან, – თუმცა, ჩემი აზრით, საერთო შთაბეჭდილება არცთუ სახარბიელო იყო.
"Good," he said. "Actually, I think the general consensus is that it wasn’t too great".
167674.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ოჰ, არა, არაჩვეულებრივი იყო.
Oh, no, it was charming.
167675.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
თავი ვალდებულად იგრძნო, კემპბელები დაეცვა მისის გივინგსისგან, რომლის აზრით, ყველა, ვინც ამბოხის გორაკის უბანში ცხოვრობდა, ტაქტიანი შემწყნარებლობის მეტს არაფერს იმსახურებდა.
He always felt it necessary to defend the Campbells to Mrs. Givings, whose view seemed to be that anyone who lived in the Revolutionary Hill Estates deserved at best a tactful condescension.
167676.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– კულისებში მუშაობდა.
She worked backstage.
167677.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მაშ, კარგი... – მან მანქანისკენ გასწია.
All right, then— She began sidling toward her car.
167678.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ახლა კი ყოყმანობდა, აშკარად ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა; მერე სახეზე დაეტყო გადაწყვეტილება, რომ არ უნდა ეთქვა, ვითარების გათვალისწინებით.
Now she hesitated, visibly wondering whether to say it or not; then her face showed her decision not to, under the circumstances.
167679.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– მაშ, კარგი. ძალიან მომეწონა გაზონზე ქვის ბილიკი.
Fine, then. I simply love the stone path down the front lawn.
167680.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ოჰ, – უპასუხა ფრენკმა, – გმადლობთ. ეს-ესაა დავიწყე. – დიახ, ვიცი, – დაარწმუნა მან.
"Oh," he said. "Thanks. I haven’t hardly started it yet." "Oh, I know," she assured him.