მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167721.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– არ ვიცი. ალბათ, ასე მოუნდა.
I don’t know. Just happened to feel like it, I guess.
167722.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
აქ დაიცადეთ, სანამ კიდევ ერთი ქვის მოსატანად წავალ.
You wait here, now, while I go and get another stone.
167723.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
განა ეს ერთადერთი მიზეზი არ იყო?
Wasn’t that, after all, the only reason there was?
167724.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ოდესმე თავის ცხოვრებაში რამე სხვა, ნაკლებად ეგოისტური და უფრო რთული მიზეზი ჰქონია?
Had she ever had a less selfish, more complicated reason for doing anything in her life?
167725.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– მიყვარხარ, როდესაც ასეთი გულისხმიერი ხარ, – უთხრა ერთხელ მან, ვიდრე დაქორწინდებოდნენ და ამან ის განარისხა.
"I love you when you’re nice," she’d told him once, before they were married, and it had made him furious.
167726.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მან ამის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. გასაგებია. და რატომაც არა?
She’d decided in favor of that, all right. And why not?
167727.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მთელ ენერგიას ახმარდა გაცხოველებულ დისკუსიებს წიგნებისა და ფილმების შესახებ, სხვების ნაკლოვანებებზე მსჯელობას, ცდიდა ახალ-ახალ ვარცხნილობებს და სხვადასხვანაირ იაფფასიან სამოსს („ეს სანდლები მართლა მოგწონს თუ მეტისმეტად უბრალოა?“), საათობით ნებივრობდა მათ ორადგილიან საწოლში.
Saving her best energies for animated discussions of books and pictures and the shortcomings of other people’s personalities, for trying new ways of fixing her hair and new kinds of inexpensive clothes ("Do you really like the sandals, or are they too Villagey?") and for hours of unhurried dalliance deep in their double bed.
167728.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მნიშვნელობა არ აქვს, ჩასახვის ამბის შეტყობისას სიხარულს გრძნობ თუ წუხილს, ეს ახალი ამბავი ხომ ორივეს ეხება?
Whatever you felt on hearing the news of conception, even if it was chagrin instead of joy, wasn’t it supposed to be something the two of you shared?
167729.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ცოლმა ზურგი არ უნდა შეგაქციოს, ხომ ასეა?
Your wife wasn’t supposed to turn away from you, was she?
167730.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მაშ, რა ჯანდაბა ხდებოდა?
Then what the hell was the matter?
167731.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ფრენკ, მომისმინე. ეცადე, არ გამაწყვეტინო, ვიდრე არ დავასრულებ, უბრალოდ, ყური მიგდე.
"Frank, listen. Try not to start talking until I finish, and just listen".
167732.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მერე უცნაურად მოგუდული ხმით, თითქოს სიტყვის წარმოთქმაში უკვე გავარჯიშებული იყო, მოუყვა დრამატული სკოლელ გოგოზე, რომელმაც უშუალო გამოცდილებით იცოდა ნაყოფის თავიდან მოშორების აბსოლუტურად შეუმცდარი გზა.
And in an oddly stifled voice, as if she’d rehearsed her speech she told him of a girl in dramatic school who knew, from first-hand experience, an absolutely infallible way to induce a miscarriage.
167733.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ყველაფერი მარტივი იყო: საჭიროა, სათანადო დროს დაელოდო, სამი თვის დასრულებას; მერე იღებ გასტერილებულ ოყნას, მცირე რაოდენობით გამოხდილ წყალს და ფრთხილად...
It was simplicity itself: you waited until just the right time, the end of the third month; then you took a sterilized rubber syringe and a little bit of sterilized water, and you very carefully...
167734.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
სანამ ფილტვებში ჰაერს იგროვებდა და საყვირლად ემზადებოდა, ფრენკმა იცოდა, რომ მისთვის ამაზრზენია არა იდეა, არამედ უფრო ის, რომ ეიპრილმა ყველაფერი მის ზურგს უკან, ჩუმად მოიმოქმედა: გოგონას დაუკავშირდა, ოყნა იყიდა და სიტყვა მოამზადა.
Even as he filled his lungs for shouting he knew it wasn’t the idea itself that repelled him, it was that she had done all this on her own, in secret, had sought out the girl, bought the rubber syringe and rehearsed the speech.
167735.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
თავის მოკვლა გინდა?
You want to kill yourself?
167736.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მან მოთმინებით ამოიოხრა.
She sighed patiently.
167737.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მხოლოდ იმიტომ გითხარი, რომ ვიფიქრე შეიძლება დახმარება გდომებოდა ამ ამბავში.
I only told you because I thought you might be willing to help me in this thing.
167738.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– მისმინე. თუ ამას გააკეთებ... თუ ამას გააკეთებ, ღმერთს გეფიცები, მე...
"Listen to me. You do this—you do this and I swear to God I’ll—"
167739.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– რას იზამ? მიმატოვებ?
Oh, you’ll what? You’ll leave me?
167740.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ეს რა უნდა იყოს – მუქარა თუ დაპირება? დაპირისპირება მთელ ღამეს გაგრძელდა.
What’s that supposed to be—a threat or a promise?” And the fight went on all night.