მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167701.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– რა ჯანდაბაც გინდა, ის უთხარი.
"Tell her any God damn thing you like".
167702.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ნუ ყვირი, მამიკო, – ჯენიფერი, ბალახში სიარულის შემდეგ გამწვანებული ბოტასებით, ადგილზე ახტუნავდა, ტაშს უკრავდა და სატირლად ემზადებოდა.
"Don’t shout, Daddy." Jennifer was bouncing up and down in her grass-stained sneakers, flapping her hands and starting to cry.
167703.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– არ ვყვირი, – უპასუხა ამ მცდარი ბრალდებით გულმოსულმა.
"I’m not shouting," he told her, with all the indignation of the falsely accused.
167704.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ეიპრილმა ამოიოხრა და თმა გადაიწია.
April sighed and raked back a lock of hair.
167705.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– კარგი, ჯერჯერობით სარდაფში ჩაიტანე.
All right. Take it down to the cellar, then.
167706.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მერე კი ჯობია, ჩაიცვა. ლანჩის დროა.
Then you’d better get dressed. It’s time for lunch.
167707.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მთელი ნაშუადღევი ძველ სამხედრო შარვალსა და დახეულ მაისურში გაატარა ქვის ბილიკის მოსაწყობად.
He spent the afternoon in an old pair of army pants and a torn shirt, working on his stone path.
167708.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილი კაცური სამუშაო იყო.
At least it was a man’s work.
167709.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ჩვენც გეხმარებით, არა, მამიკო? – უთხრა ჯენიფერმა.
"We’re helping you, aren’t we, Daddy?" Jennifer said.
167710.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ორივე ბავშვი მის ახლოს ბალახზე იჯდა.
Both children had come to sit near him on the grass.
167711.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მზეს მათ ქერა თავებზე იდეალური ყვითელი წრეები შემოევლო, მაისურები კი ქათქათებდა.
The sun made perfect circles of yellow on their two blond heads and gave their T-shirts a dazzling whiteness.
167712.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ჰო, იმიტომ რომ გიყვარს, როცა შენთან ერთად ვართ, არა?
"Yes, because you like to have us keep you company, don’t you?"
167713.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– რა თქმა უნდა, პატარავ. ძალიან ახლოს არ მოხვიდეთ, ორმოს ჩამოშლით.
"I sure do, baby. Don’t get too close now, you’ll kick dirt in the hole".
167714.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– მამიკო, – შეშფოთდა მაიკლი, – ბარი ნაპერწკლებს რატომ ისვრის?
"Daddy?" Michael inquired. "Why does the shovel make sparks?"
167715.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– იმიტომ რომ ქვას ხვდება. როცა ქვას ლითონს ურტყამ, ნაპერწკალი წარმოიქმნება.
"Because it’s hitting rock. When you hit rock with steel, you get a spark".
167716.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– მერე რატომ არ ამოგაქვს ქვა?
"Why don’t you take the rock out?"
167717.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– სწორედ მაგას ვცდილობ. ახლოს არ მოხვიდეთ, შეიძლება, რამე იტკინოთ.
"That’s what I’m trying to do. Don’t get so close now, you might get hurt".
167718.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
როგორც იქნა, ქვა გამოთავისუფლდა.
The piece of rock came free at last.
167719.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მისი თავის გარშემო ქინქლების გუნდი რიალებდა, უღიტინებდნენ და თუმცა თვალების წინ ეკიდნენ, მოუხელთებელი რჩებოდნენ.
A light swarm of gnats had come to hover around his head, tickling and barely visible as they hung and flicked past his eyes.
167720.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– მამიკო, დედიკოს დივანზე რატომ ეძინა? – ჰკითხა ჯენიფერმა.
"Daddy?" Jennifer said. "How come Mommy slept on the sofa?"