მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167761.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
დროზე რომ არ შემენიშნა, ფეხი აღარ ექნებოდა, ღმერთმა დასწყევლოს...
If I hadn’t swerved just in time he wouldn’t have a foot, for God’s sake. . . .
167762.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
თავი ისევ რომ ასწია, სამზარეულოს კარიდან გამოსული ეიპრილი დაინახა და დაინახა, რომ ბავშვები დედისკენ გაიქცნენ და მის შარვალში ჩარგეს თავები.
When he looked up again he saw that April had come out of the kitchen door and he saw that the children had run to her and hidden their faces in her trousers.
167763.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მარტო წავიდა „გაქვავებული ტყის“ მეორე და უკანასკნელ წარმოდგენაზე, შემდეგ ისევ დივანზე დაიძინა.
She had gone alone to the second and final performance of The Petrified Forest, and afterwards had slept on the sofa again.
167764.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ის „ტაიმის“ საჟურნალე დამატებას ფურცლავდა, კუთხეში ბავშვები ჩუმად თამაშობდნენ, ეიპრილი კი სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა.
He was looking through the magazine section of the Times, while the children played quietly in the corner and April washed the dishes in the kitchen.
167765.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მათ იცოდნენ პატიება; ისინი მზად იყვნენ, მიეღოთ ისეთი, როგორიც არის, კარგიცა და ცუდიც; მათ უყვარდათ.
They knew what forgiveness was; they were willing to take him for better or worse; they loved him.
167766.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
რატომ არ შეუძლია ეიპრილს, მიხვდეს, რა მარტივი და აუცილებელია, გიყვარდეს?
Why couldn’t April realize how simple and necessary it was to love?
167767.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ყველაფერს რატომ ართულებს?
Why did she have to complicate everything?
167768.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ერთადერთ პრობლემას ის ქმნიდა, რომ კომიქსები დაუსრულებელი აღმოჩნდა.
The only trouble was that the funnies seemed to go on forever.
167769.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– მამიკო, კომიქსი გამოვტოვეთ. – არა, არ გამოგვიტოვებია, საყვარელო.
"Daddy, we skipped a funny". "No, we didn’t, sweetie".
167770.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ეგ რეკლამაა. მაგის წაკითხვა სრულებით არ გინდათ.
That’s just an advertisement. You don’t want to read that.
167771.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– მაგრამ ეს კომიქსი არ არის. მხოლოდ ნახატებით ჰგავს. სინამდვილეში კბილის პასტის რეკლამაა.
"But it isn’t a funny. It’s just made to look like one. It’s an advertisement for some kind of toothpaste".
167772.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– მაინც წაგვიკითხე.
Read us it anyway.
167773.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– კარგი, – თქვა ბოლოს, – უყურე, პირველ სურათზე ამ ქალბატონს ამ ბატონთან ცეკვა უნდა, ის კი არ იწვევს.
"All right," he said, "See, in the first picture this lady wants to dance with this man but he won’t ask her to."
167774.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
გრძნობდა, უღონოდ ისე ეფლობოდა ბალიშებში, ფურცლებში, შვილების სხეულებში, როგორც ადამიანი მოძრავი ქვიშაში.
He felt as if he were sinking helplessly into the cushions and the papers and the bodies of his children like a man in quicksand.
167775.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ეს რა ცხოვრებაა?
What the hell kind of a life was this?
167776.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
რა ჯანდაბაა ასეთი ცხოვრების მიზანი, მნიშვნელობა ან არსი?
What was the point or the meaning or the purpose of a life like this?
167777.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
როდესაც მოსაღამოვდა, ლუდის წყალობით მოდუნებული, კემპბელების მოსვლას სულმოუთქმელად ელოდებოდა.
When evening came, heavy with beer, he began to look forward to the fact that the Campbells were coming over.
167778.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ყოველ შემთხვევაში, ეიპრილი მათთან ერთად იქნება, იცინებს და ილაპარაკებს.
At least she would have to laugh and talk in their company.
167779.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ყოველ შემთხვევაში, დროდადრო გაუღიმებს და ხანდახან ეტყვის, „ძვირფასო“.
At least she would have to smile at him from time to time and call him "darling".
167780.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– სალამი! – ერთმანეთს მიესალმნენ. – გამარჯობა!.. – სალამი!..
"Hi!" They called to one another. "Hi! . . ." "Hi!..."