მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167781.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ამას მოჰყვა ხელის ჩამორთმევა, ხმაურით გადაკოცნა, თავაზიანი დაქანცულობის მაუწყებელი ოხვრა – „აა-ჰჰ“, „ოო-ჰჰ“ – თითქოს მრავალი მილი იარეს ცხელ ქვიშაზე, რომ ამ ოაზისამდე მოეღწიათ.
Then came the handshakings, the stately puckered kissings, the sighs of amiable exhaustion—"Ah-h-h", "Whoo-o"—suggesting that miles of hot sand had been traveled for the finding of this oasis.
167782.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მისაღებ ოთახში თავდაპირველად მიმიკითა და პანტომიმით გადმოსცემდნენ სასმლის პირველი ყლუპებით მიღებულ სიამოვნებას, ერთმანეთით აღფრთოვანებას გამოხატავდნენ.
In the living room, having sipped and grimaced at the first frosty brimming of their drinks, they pulled themselves together for a moment of mutual admiration.
167783.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მის გვერდით ფრენკი ჩასრიალდა.
Beside her, Frank slid down.
167784.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
შეპმა, ჩასკვნილმა და სანდომ, რომელიც შეკრებილებზე დამამშვიდებლად მოქმედებდა, ხორციანი მუხლები ფართოდ გაშალა და დაკუნთული თითებით ჰალსტუხი მოუშვა.
Shep, massive and dependable, a steadying influence on the group, set his meaty knees wide apart and worked his tie loose with muscular fingers.
167785.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ბოლოს ეიპრილმა დაიკავა ადგილი დასაკეც სკამზე, ელეგანტურ უდარდელობას გამოხატავდა, საზურგის ტილოზე თავმიდებული, ჭერისკენ არისტოკრატივით სიგარეტის კვამლის რგოლებს უშვებდა.
And finally, the last to settle, April arranged herself with careless elegance in the sling chair, her head thrown back on the canvas, aristocratic spires of cigarette smoke at the ceiling.
167786.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
დასაწყებად ყველანი მზად იყვნენ.
They were ready to begin.
167787.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მილი დაჟინებით ამტკიცებდა, მეორე წარმოდგენა ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე პირველიო: „იმის თქმა მინდა, რომ მაყურებელი ბევრად უფრო... მოკლედ, ჩემი აზრით, უფრო კეთილგანწყობილი იყო.
Milly insisted that the second performance had really been much better than the first—"I mean at least the audience did seem more—well, more appreciative, I thought".
167788.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
შეპმა თქვა, რომ პირადად მას ძალიან უხაროდა ამ ოხრობის დასასრული.
Shep said that he personally was glad to have the damn thing over with.
167789.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ყველა დაძაბული მიაჩერდა ეიპრილს, რომელმაც ღიმილით დაამშვიდა ყველა.
April, to whom all their anxious glances turned, put them at ease with a smile.
167790.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ალბათ, ორმოცდაათჯერ მაინც მოვისმინე ეს ერთი და იგივე სიტყვები.
I must’ve heard those same words fifty times.
167791.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
წუთის შემდეგ უკვე ბავშვებსა და ავადმყოფობებზე გადაიტანეს საუბარი (კემპბელების უფროსი ვაჟიშვილი საჭირო წონამდე ვერ აღწევდა და მილი შიშობდა, სისხლის რამე ფარული დაავადება არ აღმოსჩენოდა) და ყველა შეთანხმდა, დაწყებითი სკოლა მართლაც ჩინებულად მუშაობდა იმის გათვალისწინებით, როგორი რეაქციონერები მართავდნენ მას.
Within a minute the talk had turned to children and disease (the Campbells’ eldest boy was underweight and Milly wondered if he might be suffering from an obscure blood ailment), and from there to an agreement that the elementary school was really doing a fine job, considering the reactionary board it was saddled with.
167792.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ყველა აწრიალდა, გახანგრძლივებულ პაუზებს სასმლის შესათავაზებელი თავაზიანი რეპლიკებით ავსებდნენ, ერთმანეთისთვის თვალის გასწორებას ერიდებოდნენ და ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ გვერდი აექციათ ურყევი ფაქტისთვის – ერთმანეთისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდათ.
They shifted in their seats, they filled awkward pauses with elaborate courtesies about the freshening of drinks, they avoided one another’s eyes and did their best to avoid the alarming, indisputable knowledge that they had nothing to talk about.
167793.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ეს ახალი გამოცდილება იყო.
It was a new experience.
167794.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ორი, ან თუნდაც ერთი წლის წინ ასეთი რამ არ მოხდებოდა.
Two years or even a year ago it could never have happened.
167795.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
„ოპენჰაიმერის საქმეზე რა აზრის ხართ?“, იკითხავდა რომელიმე და დანარჩენები რევოლუციური თავგამოდებით ცდილობდნენ კამათში მონაწილეობას.
"How do you like this Oppenheimer business?" one of them would demand, and the others would fight for the floor with revolutionary zeal.
167796.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
სენატორ მაკ-კარტის კიბოსავით მზარდმა გავლენამ მთელი აშშ მოწამლა და მეორე თუ მესამე ჭიქის შემდეგ საკუთარი თავი მცირერიცხოვანი, დაკნინების გზაზე მდგარი ინტელექტუალური ანდერგრაუნდის წევრებად მიაჩნდათ.
The cancerous growth of Senator McCarthy had poisoned the United States, and with the pouring of second or third drinks they could begin to see themselves as members of an embattled, dwindling intellectual underground.
167797.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– „ღმერთო, როგორ მინდოდა, როცა შესაძლებლობა გვქონდა, გავმგზავრებულიყავით“ – „მოდი, ყველანი ერთად წავიდეთ!“
"God, I wish we’d taken off and gone there when we had the chance". "Let’s all go!"
167798.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
„ოჰ, ღმერთო, – წამოიწყებდა შეპი, – ჩვენს გვერდით მეზობელი იცით? დონალდსონი?
"Oh Jesus," Shep might begin, "you know this neighbor next door to us? Donaldson?"
167799.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ჰოდა მომისმინეთ: გითხარით, თავის ნაკვეთში ბარბეკიუს ორმოზე რა თქვა?“
Well, listen: did I tell you what he said about his barbecue pit?
167800.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ამას მოსდევდა მონათხრობი პროვინციელთათვის დამახასიათებელ თვითკმაყოფილებაზე.
And there would follow an anecdote of extreme suburban smugness.