მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167741.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
სისინებდნენ, ძიძგილაობდნენ, სკამებს წიხლებს ურტყამდნენ, ჩხუბი გაგრძელდა დერეფანში, კიბეზე და მერე ქუჩაშიც („მომშორდი! მომშორდი-მეთქი!“).
It caused them to hiss and grapple and knock over a chair, it spilled outside and downstairs and into the street ("Get away from me! Get away from me!").
167742.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ოჰ, ვიცი, ვიცი, – ჩურჩულებდა ქალი მის მკერდში თავჩარგული. – ვიცი, რომ მართალს ამბობ. მაპატიე. მიყვარხარ.
"Oh, I know, I know," she had whispered against his shirt, "I know you’re right. I’m sorry. I love you".
167743.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ფრენკს დავარქმევთ და კოლეჯში გავგზავნით. გპირდები, გპირდები.
We’ll name it Frank and we’ll send it to college. I promise, promise.
167744.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მის ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა მისი მამაკაცურობის დამადასტურებელი ასეთი საუკეთესო წუთები: მკლავები მოეხვია თვინიერი, დამჯერი გოგონასთვის და იმეორებდა: „ოჰ, ჩემო საყვარელო; ოჰ, ჩემო საყვარელო“, მან კი პირობა მისცა, რომ მის შვილს მუცლით ატარებდა.
No single moment of his life had ever contained a better proof of manhood than that: holding that tamed, submissive girl and saying, "Oh, my lovely; oh, my lovely," while she promised she would bear his child.
167745.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მე ხომ ბავშვი არც კი მინდოდა.
And I didn’t even want a baby.
167746.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მეც ისევე არ მინდოდა ბავშვი, როგორც მას.
I didn’t want a baby any more than she did.
167747.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
დამტკიცება. დამტკიცება... მხოლოდ ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ცოლად შეირთო ქალი, რომელიც აიძულებდა, მუდმივად თავი დაეცვა, უყვარდა მაშინ, როდესაც გულისხმიერი იყო, მხოლოდ ისე იქცეოდა, როგორც თვითონ მოსწონდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მიეტოვებინა.
Proving, proving; and for no other reason than that he was married to a woman who had somehow managed to put him forever on the defensive, who loved him when he was nice, who lived according to what she happened to feel like doing and who might at any time feel like leaving him.
167748.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ისევ ქვას ურტყამ, მამიკო? – ამჯერად არა. ეს ფესვია. თუმცა, მგონი, ძალიან ღრმადაა.
"Are you hitting rock again, Daddy?" "Not this time. This is a root. I think it’s too deep to matter, though".
167749.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
დაჩოქილმა, ქვა გადააგორა ორმოში ჩასასმელად, მაგრამ ის არ ჯდებოდა, ყანყალებდა და სამი დუიმით ამოჩრილიყო.
Kneeling, he rolled the boulder into place, but it wouldn’t settle. It wobbled, and it sat three inches too high.
167750.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– მეტისმეტად მაღლაა, მამიკო. – ვიცი, პატარავ.
"That’s too high, Daddy." "I know it, baby".
167751.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ფესვი ხრტილივით მაგარი იყო.
It was as tough as cartilage.
167752.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– საყვარელო, ხომ გითხარი, ასე ახლოს ნუ მოდიხარ.
Sweetie, I said don’t come so close.
167753.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– გეხმარები, მამიკო.
"I’m helping, Daddy".
167754.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ჯენიფერი შეურაცხყოფილი და გაკვირვებული ჩანდა და მან გაიფიქრა, რომ სადაცაა ატირდებოდა.
Jennifer looked hurt and surprised, and he thought she might be going to cry again.
167755.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
სათამაშოდ მთელი ეზო თქვენს ხელშია.
You’ve got the whole yard to play in.
167756.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
თქვენი დახმარება თუ დამჭირდება, დაგიძახებთ.
I’ll call you if I need any help.
167757.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ახლავე მოშორდი!
Get outa here now!
167758.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
ჯენიფერი მას თვალებგაფართოებული მიაჩერდა და ისიც ატირდა.
Jennifer watched him, round-eyed, and she was crying too.
167759.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
მათ თქმა არ დასჭირვებიათ.
They didn’t need to be told.
167760.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი III
– ბავშვმა ფეხი სწორედ იქ დადგა, სადაც ბარი უნდა დამერტყა, ღმერთმა დასწყევლოს.
The kid put his foot right the hell in my way, for God’s sake.