მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167801.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
„ოჰ, არ მჯერა, – ჯიუტობდა ეიპრილი, – მართლა ასე ლაპარაკობენ?“
"Oh, I don’t believe it," April would insist. "Do they really talk that way?"
167802.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ფრენკი კი თემას განავრცობდა.
And Frank would develop the theme.
167803.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მარტო დონალდსონები კი არა, კრამერებიც და უინგეიტები და მილიონი სხვა.
It isn’t only the Donaldsons—it’s the Cramers too, and the Wingates, and a million others.
167804.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ყველა ის იდიოტი, რომელთან ერთადაც ყოველდღე მატარებლით ვმგზავრობ.
It’s all the idiots I ride with on the train every day.
167805.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მილი კემპბელს სიამოვნებისგან შეაჟრჟოლებდა: „ოჰ, რა მართალი ხარ. ხომ ასეა, ძვირფასო?“
Milly Campbell would writhe in pleasure, "Oh, that’s so true. Isn’t that, darling?"
167806.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ახალი ამბავი მილიმ მოიტანა: გორაკის მეორე მხარეს მცხოვრებთაგან რომელიღაცას შეხვდა და მისგან გაიგო, რომ თეატრალური დასის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ.
Milly had brought the news: some people she’d met from the other side of the Hill were trying to organize a theater group.
167807.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ნიუ-იორკიდან რეჟისორის მოწვევა ჰქონდათ განზრახული და სერიოზული პიესების დადგმას აპირებდნენ, თუ ადგილობრივები საკმარის ინტერესს გამოიჩენდნენ.
They planned to hire a New York director and to produce serious plays, if only they could arouse enough community interest.
167808.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მაგრამ მალე ადგილობრივ გაზეთში ნდობის გამომწვევი განცხადება გამოქვეყნდა („ვეძებთ მსახიობებს...“).
But then a tasteful advertisement began to appear in the local paper ("We are looking for actors...").
167809.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
საშობაოდ სპექტაკლის რეჟისორიც გაიცნეს და შეპს დაეთანხმნენ, რომ იმ ადამიანს ჰგავდა, ვინც საქმე იცის და ერთ თვეში ყველანი ჩართული იყვნენ.
At Christmastime they met the director himself and agreed with Shep that he did seem like a man who knew what he was doing, and within a month they were all committed.
167810.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თუ ნამდვილად კარგი, მართლაც სერიოზული ადგილობრივი თეატრი ჩამოყალიბდა, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, ხომ ასეა?
If a really good, really serious community theater could be established here, wouldn’t it be a step in the right direction?
167811.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
შეიძლებოდა, ამას დონალდსონებზე არავითარი გავლენა არ მოეხდინა – თუმცა ეს ვის ადარდებს! – მაგრამ დონალდსონებისა და მათნაირების მოთოკვას მაინც შეძლებდნენ.
God knew they would probably never inspire the Donaldsons—and who cared?—but at least they might give the Donaldsons pause;
167812.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
შეუძლიათ დონალდსონებს აჩვენონ, რომ საგარეუბნო მატარებლის, რესპუბლიკური პარტიისა და ბარბეკიუს ორმოს მიღმა სხვაგვარი ცხოვრებაც არსებობს.
They might show the Donaldsons a way of life beyond the commuting train and the Republican Party and the barbecue pit.
167813.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თანაც, რას კარგავდნენ?
Besides, what did they have to lose?
167814.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
დონალდსონები, კრამერები, უინგეიტები და სხვები, ყველანი, „გაქვავებული ტყის“ წარმოდგენაზე გასაოცრად კეთილგანწყობილები მოვიდნენ და იმედი გაუცრუვდათ.
Donaldsons, Cramers, Wingates and all, they had come to The Petrified Forest with a surprisingly generous openness of mind, and had been let down.
167815.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ახლა მილი მებაღეობაზე ლაპარაკობდა, იმაზე, რა ძნელი იყო ამბოხის გორაკზე წესიერი გაზონის გაზრდა.
Milly was talking about gardening now, about the difficulty of raising a healthy lawn on Revolutionary Hill.
167816.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ფრენკი მიეშველა.
It was Frank who came to her rescue.
167817.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ხომ არ იცი, რა არის კლდისდუმა? თუ კლდისვაშლა? რა მცენარეა?
Do you know what seecham is? Or beecham? A kind of plant?
167818.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თუმცა შენთვის აუცილებლად ვნახავ.
I can certainly look it up for you, though.
167819.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
სახლში წიგნი გვაქვს.
We have this book at home.
167820.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– კარგი, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, გუშინ მოულოდნელად მისის გივინგსი მოქანდა დიდი ყუთით...
"Doesn’t really matter. "It’s just that Mrs. Givings came barrel-assing over here yesterday with a big box of—"