მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167821.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– მისის გივინგსი! – წამოიძახა უეცრად აღტაცებულმა მილიმ, რადგან რაღაც გაახსენდა და სული მოითქვა.
"Mrs. Givings!" Milly cried in a sudden ecstasy of remembrance and relief.
167822.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ოჰ, ღმერთო, თქვენთვის არ მითქვამს! მისი ვაჟიშვილის შესახებ.
Oh my goodness, I haven’t even told you about that! About their son?
167823.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მილი ისევ ალაპარაკდა, თუმცა ახლა მისი მონოლოგი სრულიად განსხვავებული იყო: ყველა უსმენდა.
She was off again, but this was a wholly different kind of monologue: everyone was listening.
167824.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მოუთმენლობა მის ხმაში და ის, თუ როგორ ენერგიულად ჩამოიწია კაბა შემჭკნარ მუხლებზე, ახალი თემის მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებდა, მილიმ კი მსმენელის მთელი ყურადღება დაიპყრო და ამით ტკბებოდა, რაც შეეძლო, ახანგრძლივებდა კვანძის გახსნას.
The urgency of her voice and the eager way she leaned forward to tug her skirt down over her wrinkled knees had galvanized them all with the promise of a new theme, and Milly savored the capture of her audience, wanting to let the revelation come out as slowly as possible.
167825.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ჯერ ერთი, იციან უილერებმა, რომ მისის გივინგსს ვაჟიშვილი ჰყავს? რასაკვირველია, იცოდნენ.
First of all, did the Wheelers know the Givingses had a son? Certainly, they did.
167826.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მილი ჭკვიანური სახით უქნევდა თავს, საშუალება მისცა, მისთვის შეეწყვეტინებინათ, როცა ისინი ერთმანეთს ახსენებდნენ გამხდარი მეზღვაურის ფოტოს გივინგსების ბუხრის თაროზე, როცა ერთხელ ისინი სადილად იყვნენ.
Milly sat nodding wisely, allowing herself to be interrupted, while they reminded each other of the thin sailor whose photograph had grinned from the Givingses’ mantelpiece the one time they had gone there for dinner.
167827.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ჰოდა, – თქვა მილიმ, – ახლა მათემატიკას აღარ ასწავლის, არც დასავლეთშია.
"Well," Milly said, "He isn’t teaching any mathematics now, and he isn’t out West either".
167828.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
იცით, სად არის?
You know where he is?
167829.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
სად იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში?
You know where he’s been for the past two months?
167830.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ის აქ არის, გრინაკრში.
He’s over here in Greenacres.
167831.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თავადაც ხვდებით, – დაამატა, როდესაც მათ გაოგნებულ სახეებს შეხედა, – სახელმწიფო საავადმყოფოში. სულით ავადმყოფებისთვის.
"You know," she added, when they all looked blank, "The State hospital. The insane asylum".
167832.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ყველა ერთდროულად ალაპარაკდა, სიგარეტის სქელ კვამლში გახვეულები, ერთმანეთს არ აცლიდნენ, დაძაბულობა იმატებდა და ყველაფერი თითქმის ისე იყო, როგორც ადრე.
They all began chattering at once, drawing close and tense together in the fog of cigarette smoke, it was almost like old times.
167833.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ეს საშინელი, უცნაური და ძალიან სევდიანი ამბავი არაა?
Wasn’t this the damnedest, weirdest, saddest thing?
167834.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მილი ამბის სისწორეში სრულიად დარწმუნებული იყო? ოჰ, დიახ, ოჰ, დიახ, დარწმუნებული იყო.
Was Milly absolutely certain of her facts? Oh yes, oh yes, she was certain.
167835.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ამ ამბავს მილის მხოლოდ გუშინ მოუყვა მისის მაკრედი, რომელიც გივინგსებთან ნახევარი დღით დამლაგებლად მუშაობდა.
A Mrs. Macready, who worked for the Givingses as a part-time cleaning woman, had told Milly the whole story only yesterday.
167836.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მოკლედ, უკვე კარგა ხანია, ფსიქიკურადაა დაავადებული.
Anyway, it seems he’s been mentally disturbed for a long time.
167837.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
დიდხანს თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, სანამ უეცრად სამსახურიდან წავიდა და აღარ გამოჩენილა.
Then he seemed all right for a long time, until he suddenly quit his job out there and disappeared.
167838.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მერე გაუფრთხილებლად აქ ჩამოვიდა, სახლში შეიჭრა და ისინი დაახლოებით სამი დღე ჰყავდა დატყვევებული.
Then he turned up here, without any warning, and came storming into the house and sort of held them captive there for about three days.
167839.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს მისის მაკრედი.
That’s what Mrs. Macready called it anyway.
167840.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ანუ ცეცხლსასროლი იარაღი ან დანა არ ჰქონია, მაგრამ ისე შეაშინა, ლამის მოკვდნენ.
I mean he probably didn’t have a gun or a knife or anything, but he must’ve scared them half to death.