მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167841.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
განსაკუთრებით ეს მისტერ გივინგსი, რომელიც უკვე ასაკოვანია და გულიც აწუხებს.
Especially with Mr. Givings being so old and all, and his heart trouble.
167842.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ისინი შინ გამოკეტა, ტელეფონის ხაზი გადაჭრა და მისი თქმით, ფეხს არ მოიცვლიდა, ვიდრე იმას არ მისცემდნენ, რისთვისაც მივიდა, თუმცა არ ამხელდა, რა უნდოდა.
What he did was, he locked them in and cut the telephone wires and said he wasn’t going to leave until they gave him what he’d come for, only he wouldn’t say what it was he’d come for.
167843.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
და ამ დროს, მისის მაკრედი ჩვეულებისამებრ მივიდა სამუშაოდ და მან ისიც დაატყვევა – ასე გაიგო – ჩემი აზრით, დაახლოებით ათი საათი გაატარა ასე და მერე გარაჟიდან გაქცევა მოახერხა.
And in the middle of it all Mrs. Macready came over to go to work and he locked her in too—that’s how she found out, you see—and I guess she was there for about ten hours before she got out through the garage.
167844.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მერე მისის მაკრედიმ შტატის პოლიციაში დარეკა და მოვიდნენ და იმათ წაიყვანეს გრინაკრში.
Then she called the State Troopers, and they came and took him to Greenacres.
167845.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ღმერთო, – თქვა ეიპრილმა, – შტატის პოლიცია. რა საშინელებაა, – ყველამ თანხმობის ნიშნად მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი.
"God," April said. "The State Troopers. How awful." And they all shook their heads in solemn agreement.
167846.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მონაჭორია თუ არა, ამ ამბავში ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი.
Hearsay or not, it had the unmistakable ring of truth to it.
167847.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ეიპრილმა აღნიშნა, რა მრავლისმეტყველი ეჩვენებოდა ახლა მისის გივინგსის უაღრესად ხშირი და ერთი შეხედვით, უმიზნო სტუმრობები:
April pointed out how significant it now seemed that Mrs. Givings had been dropping in so often lately for seemingly aimless little visits:
167848.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– რა უცნაურია, ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, ან რაღაცის მოყოლა, მაგრამ სიტყვების შერჩევას ვერ ახერხებდა…
"It’s the funniest thing, I’ve always had the feeling she wanted something here, or wanted to tell us something and couldn’t quite get the words out".
167849.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ქმრისკენ შებრუნდა, მაგრამ არ შეუხედავს, არ დაუმატებია „ძვირფასო“, „ფრენკ“ – ესეც კი არ უთქვამს.
Here she turned to her husband, but without quite meeting his eyes and without adding the "darling" or even the "Frank".
167850.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ღმერთო, რა სამწუხაროა, – თქვა ეიპრილმა, – ალბათ, სირცხვილით მოკვდებოდა ამ თემაზე საუბრისას, ან რომ იცოდეს, რომ ჩვენც გავიგეთ.
"God, isn’t that sad," April said. "She’s probably been dying to talk about it, or to find out we know, or something".
167851.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
კმაყოფილებისგან მოდუნებულ მილის საკითხის განხილვა ქალის თვალსაზრისიდან სურდა.
Milly, happily relaxing, wanted to explore the thing from the woman’s angle.
167852.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
რას უნდა გრძნობდეს დედა, როცა გაიგებს, რომ მისი ერთადერთი შვილი ფსიქიკურადაა დაავადებული?
What would a mother feel on learning that her only child was mentally deranged?
167853.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
შეპმა თავისი სკამი ფრენკისკენ მისწია, ქალებს გაემიჯნა და პრაქტიკულ ასპექტებზე აპირებდა დისკუსიის წამოწყებას.
Shep hitched his chair up close to Frank, excluding the girls, bent on a plain, hard-headed discussion of the practical aspects.
167854.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
რა მიზანი ჰქონდათ?
What was the deal?
167855.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ნუთუ შეიძლება ადამიანი ასე ძალით ჩაამწყვდიო საგიჟეთში?
Could a man be forcibly committed to the nuthouse just like that?
167856.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ფრენკი მიხვდა, თუ არ ჩაერეოდა და ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მალე ამბით გამოწვეული აღტყინება მინავლდებოდა.
Frank began to see that if he allowed things to go on this way the excitement of the topic would soon be dispelled.
167857.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მოქმედების დრო დადგა.
It was time to act.
167858.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
კაცი ყვირის, ხელ-ფეხს იქნევს და პოლიციას უძალიანდება, და მაინც გარშემო ყველა სახლის გაზონზე წყალგამშხეფია ჩართული და ყველა მისაღებ ოთახებში ტელევიზორი ზუზუნებს.
A man could rant and smash and grapple with the Police, and still the sprinklers whirled at dusk on every lawn and the television droned in every living room.
167859.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ეს ქვეყანა, ალბათ, ფსიქიატრიისა და ფსიქოანალიზის მსოფლიო დედაქალაქია.
This country’s probably the psychiatric, psychoanalytical capital of the world.
167860.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თავად მოხუცი ფროიდიც კი ვერ იოცნებებდა, თუ ამდენი ერთგული მიმდევარი ეყოლებოდა აშშ-ის მთელ მოსახლეობაში – ასე არ არის?
Old Freud himself could never’ve dreamed up a more devoted bunch of disciples than the population of the United States—isn’t that right?