მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167861.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მთელი ჩვენი დაწყევლილი კულტურა ამითაა გაჟღენთილი.
Our whole damn culture is geared to it.
167862.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ახალ რელიგიაა.
It’s a new religion.
167863.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ყველასთვის ინტელექტუალური და სულიერი ნარკოტიკია.
It’s everybody’s intellectual and spiritual sugar-tit.
167864.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
და ამ ყველაფრის მიუხედავად, ნახეთ, რა ხდება, როცა ადამიანი მართლაც ჭკუიდან იშლება.
And for all that, look what happens when a man really does blow his top.
167865.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თითქოს ყველამ მდუმარე შეთანხმება დადო, ვიცხოვროთ სრული თვითმოტყუების მდგომარეობაში.
It’s as if everybody’d made this tacit agreement to live in a state of total self-deception.
167866.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
რეალობა ეშმაკსაც წაუღია!
The hell with reality!
167867.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
მამიკო დიადი მამაკაცია, იმიტომ რომ ოჯახს ინახავს და დედიკო დიადი ქალია, რადგან მთელი ეს წლებია, მამიკოს გვერდით უდგას – და თუ მოულოდნელად საიდანღაც ეს დაწყევლილი რეალობა გამოხტა და იყვირა „ბუ-უუ“, ყველანი უაღრესად საქმიანად მოვაჩვენებთ თავს და მომხდარს არც კი შევიმჩნევთ.
Daddy’s a great man because he makes a living, Mummy’s a great woman because she’s stuck by Daddy all these years—and if old reality ever does pop out and say Boo we’ll all get busy and pretend it never happened.
167868.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
სხვა აღარაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ ჭიქებისთვის წამოევლო ხელი და სამზარეულოსთვის შეეფარებინა თავი, სადაც გაშმაგებით ეძგერა ყინულის დაფას დასამტვრევად.
There was nothing for him to do but get up and collect the glasses and retreat to the kitchen, where he petulantly wrenched and banged at the ice tray.
167869.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
სამზარეულოს ფანჯარაზე მკაფიოდ დაინახა საკუთარი სახის ანარეკლი – მრგვალი და სისუსტით აღსავსე – და ზიზღით მიაჩერდა.
The black kitchen window gave him a vivid reflection of his face, round and full of weakness, and he stared at it with loathing.
167870.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ფანჯარაში არეკლილმა სახემ თითქოს წინასწარ გამოიცნო განწყობა და ახლა უკვე თავზარდაცემული კი არ უმზერდა, არამედ ბრძნული და სევდიანი ღიმილით, ამიტომაც მას თავის რამდენჯერმე დაქნევით მიესალმა.
The face in the glass, again seeming to anticipate rather than reflect his mood, had changed now from a look of dismay to a wise and bitter smile, and it nodded at him several times.
167871.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
სწრაფად მიხედა სასმლის საქმეს, რადგან ერთი სული ჰქონდა, ჯგუფთან დაბრუნებულიყო.
Then he busied himself with the drinks, anxious to get back to the company.
167872.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ეს-ესაა, რაღაც გამახსენდა, – გამოაცხადა.
"I just thought of something," he announced.
167873.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ხვალ ჩემი დაბადების დღეა.
Tomorrow’s my birthday.
167874.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ოჰო! – წამოიძახეს კემპბელებმა დაღლილი, მისალოცი ხმით.
"Well!" The Campbells said in tired, congratulatory unison.
167875.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– ოცდაათის გავხდები. შეგიძლიათ, დაიჯეროთ?
"I’ll be thirty years old. Can you beat that?"
167876.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– დიახ, შემიძლია დავიჯერო, – უპასუხა შეპმა, რომელიც ოცდათორმეტი წლის იყო, ხოლო მილი, რომელიც ოცდათოთხმეტი წლის იყო გადაიბერტყა სიგარეტის ფერფლი კალთიდან.
"Hell yes, I can beat it," said Shep, who was thirty-two, and Milly, who was thirty-four, began brushing cigarette ashes off her lap.
167877.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
– არა, იმას ვგულისხმობ, რა უცნაურია, როცა ხვდები, რომ ოცი წლის აღარ ხარ, – თქვა და ხელახლა მოკალათდა დივანზე, – ეს თითქოს… ხომ ხვდებით, გეგონება, რაღაც ეპოქა დასრულდა, არც კი ვიცი.
"No, but I mean it’s funny to think you’re not in your twenty anymore," he said, re-establishing himself on the sofa, "It’s kind of—you know, the end of an era or something, I don’t know".
167878.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თვრებოდა; უკვე მთვრალი იყო.
He was getting drunk; he was drunk already.
167879.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
წუთის შემდეგ იმაზე მეტ სისულელეს იტყოდა, ვიდრე აქამდე უთქვამს, ადრე ნათქვამს გაიმეორებდა – კარგად იცოდა და სასოწარკვეთილება აიძულებდა, უფრო მეტი ელაპარაკა.
In another minute he’d be saying even sillier things than this, and repeating himself—he knew that, and the desperation of knowing it made him talk all the more.
167880.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
და დაიწყო მოყოლა, როგორ გაატარა ის, მისი ნაწილი მაინც, მიწაზე გაკრულმა, ნაღმსატყორცნებისა და ტყვიამფრქვევების ცეცხლის ქვეშ, ომის ბოლო კვირას.
And he began to tell them how he had spent it, or part of it, pinned down by mortar and machine-gun fire in the last week of the war.