მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167881.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თავის ტვინის პაწაწინა, ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე ნაწილმა იცოდა, ამას რატომ სჩადიოდა: იმიტომ რომ ომისა და არმიის შესახებ მოყოლილი იუმორისტული ამბები კემპბელებთან ერთად გატარებული საღამოს ხსნის უკანასკნელი საშუალება იყო.
One small, cold-sober part of his mind knew why he was doing this: it was because humorous talk of the army and the war had more than once turned out to be the final salvation of evenings with the Campbells.
167882.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
შეპს ძალიან უყვარდა ეს ამბები, ქალები კი შეუფერებელ დროს იცინოდნენ და ირონიულად ამტკიცებდნენ, რომ ვერასოდეს ჩასწვდებოდნენ კაცების ინტერესებსა და მათთვის საყვარელ თემებს, თუმცა, როდესაც მას უსმენდნენ, მათი სახეები რომანტიზმის შარავანდედით ბრწყინავდა ხოლმე.
There was nothing Shep seemed to relish more, and though the girls might laugh in the wrong places and jokingly insist they would never fathom the interests and the loyalties of men, there was no denying that their listening faces would shine with a glow of romance.
167883.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
„ასე რომ, გვერდით მყოფ ბიჭს მუჯლუგუნი ვკარი და ვეკითხები: ეი, დღეს რა დღეა?“
"—So I poked the guy next to me and said, "Hey, what day is this?"
167884.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ისღა დარჩენოდა, ამბავი დაესრულებინა: „ასე გავიგე, რომ ჩემი დაბადების დღე ყოფილა“.
There was nothing to do but finish it: "And it turned out to be my birthday".
167885.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
იცოდა, ზუსტად ეს ამბავი უკვე მოუყვა კემპბელებს, ზუსტად ამავე სიტყვებით, ეს ერთი წლის წინ მოხდა.
He knew now that he’d told this same story to the Campbells before, using almost the same words, it must have been a year ago.
167886.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ადრე არასოდეს წასწყდომია მის თვალებში ასეთ თანამგრძნობ სიბრალულს.
He had never seen such a stare of pitying boredom in her eyes.
167887.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
ეს მთელი ღამე ესიზმრებოდა.
It haunted him all night.
167888.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
და სამუშაოზე მიმავალი, მატარებლის მგზავრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ჯანმრთელი, იმ ადამიანის სახით დაჯდა, რომელიც ნელი, უმტკივნეულო სიკვდილისთვისაა განწირული.
And riding to work, one of the youngest and healthiest passengers on the train, he sat with the look of a man condemned to a very slow, painless death.
167889.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი IV
თავს შუახნის მამაკაცად გრძნობდა.
He felt middle-aged man.
167890.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ნოქს-ბილდინგის არქიტექტორებს დრო არ დაუკარგავთ იმაზე, რომ შენობა თავის ოც სართულზე მაღალი გამოჩენილიყო.
The architects of the knox building had wasted no time in trying to make it look taller than its twenty stories.
167891.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მათ არც მის ლამაზად წარმოჩენაზე შეუწუხებიათ თავი, შესაბამისად, ულამაზო იყო.
They hadn’t bothered trying to make it handsome, either, and so it was ugly.
167892.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მდებარეობდა ქვემო მიდტაუნის ერთფეროვან და მოსაწყენ ნაწილში და საუკუნის დასაწყისში ნაგებობის საზეიმოდ გახსნის დღიდანვე ცხადი იყო, რომ გაჭვარტლული მართკუთხედის ფორმის სხვა უთვალავ შენობაში უნდა ჩაკარგულიყო, რომელთა შორის ამოზრდილი ნიუ-იორკის ცათამბჯენები ასე კარგად ჩანს ციდან გადაღებულ ფოტოებზე.
It stood in an appropriately humdrum section of lower midtown, and from the very day of its grand opening, early in the century, it must clearly have been destined to settle deep into that smokehung clutter of numberless rectilinear shapes out of which, in aerial photographs, the mightier towers of New York emerge and rise.
167893.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მაგრამ უბრალოების მიუხედავად, ნოქს-ბილდინგი უაღრესად მნიშვნელოვან კეთილგონიერებას გამოხატავდა.
But for all its plainness, the Knox Building did convey a quality of massive common sense.
167894.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– აი, ის არის, ფრენკ, – უთხრა ერლ უილერმა ვაჟიშვილს 1935 წლის ზაფხულის ერთ დილას.
"There it is, Frank," Earl Wheeler said to his son on a summer morning in 1935.
167895.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– ზუსტად პირდაპირ. სათავო ოფისის შენობა. ჯობია, ხელი მომკიდო, აქ ცუდი გადასასვლელია...
"Straight ahead. That’s the Home Office. Better take my hand here, this is a bad crossing . . ."
167896.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფრენკი მამამისმა ნიუ-იორკში წაიყვანა და რამდენიმეკვირიანი მღელვარების კულმინაცია.
It was the only time Frank had ever been brought to New York by his father, and it had come as the climax to an exhilarating several weeks.
167897.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ფრენკმა მოგვიანებით დაადგინა, რომ ამ ოუტ ფილდზს საერთო არაფერი აქვს კვაკერ ოუტსთან, არამედ ადამიანის უცნაური გვარ-სახელია: მისტერ ოუტ ფილდზი გამორჩეული იყო არა მხოლოდ გაბარიტებით („ის სათავო ოფისში ყველაზე ზორბა მამაკაცია“), არამედ გამჭრიახობითაც.
Frank had eventually figured out that Oat Fields had nothing whatever to do with Quaker Oats but was in fact the odd name of a man—Mr. Oat Fields—a man remarkable not only in his size ("One of the biggest men in the Home Office") but in his intellectual astuteness.
167898.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
როდესაც მისტერ ოუტ ფილდზმა გაიგო, რომ მისტერ ერლ უილერს ათი წლის ვაჟიშვილი ჰყავდა, შესთავაზა, სათავო ოფისში სტუმრობისას ვაჟიც წამოეყვანა.
Mr. Oat Fields, upon learning that Mr. Earl Wheeler had a son of ten, had invited that son to accompany his father on a visit to the Home Office.
167899.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
სიარულისას გონება დაეწმინდა და მას მოეჩვენა, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა.
With the clearing of his head as they walked it began to seem that everything was going to be fine.
167900.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– აქ სადალაქოა, სადაც რამდენიმე წუთში მე და შენ თმის გასაკრეჭად შევალთ, იქ კი მეტროა – ხედავ, ზედ შენობის შესასვლელთან ააშენეს, არა? და იქით გაიხედე, ის სადემონსტრაციო დარბაზია.
Here’s the barbershop, where we’re going for our haircuts in a minute, and here’s the subway—see how they’ve built the subway entrance right into the building? — and look over here, this is the display room.