მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167901.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ეს ვიტრინები შენობას მთელ სიგრძეზე გასდევს.
These windows run the entire length of the building.
167902.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
იმას, დიდს, ტაბულატორი ჰქვია, პატარას, მის გვერდით, დამხარისხებელი.
That big one is your tabulator, and the little one beside it is the sorter.
167903.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მაგრამ ფრენკს თვალი მოსტაცა არა მოწყობილობებმა, არამედ საკუთარმა ანარეკლმა ვიტრინის მინაში.
But Frank’s eyes kept wandering from the machines to his own reflection in the plate glass.
167904.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
წარმოიდგინე, სულ ბოლო სართულიდან გადმოვარდნა!
Imagine falling from the very top floor!
167905.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ოჰო! – მზად ხარ? – ჰკითხა მამამისმა.
Wow! "All set?" his father was saying.
167906.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– სადალაქოში წავიდეთ და მერე შიგნით შევალთ.
Let’s go to the barber’s, and then we’ll go on inside.
167907.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ლიფტით ავალთ სულ მაღლა.
We’re going to ride the elevator all the way up to the top.
167908.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
„უყურე, შვილიკო; დააკვირდი ამ დიდ ბუშტს, როგორ ჩნდება, როდესაც ღილაკს თითს ვაჭერ – ტყლაპ! – ხომ სასაცილოა? ახლა შენ სცადე“.
"Look, Sonny; watch the big bubble come up when I press the button—Blurp!—isn’t that funny? Here, you try it".
167909.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ყველაზე დაუვიწყარი აღმოჩნდა ის ზიზღი, რომელიც ფრენკმა მისტერ ოუტ ფილდზის დანახვისთანავე იგრძნო – ეს იყო თუ ყველაზე ზორბა არა, მსოფლიოში ყველაზე მსუქანი კაცი, ვინც კი ოდესმე ენახა.
He would never forget the instantaneous revulsion he felt in the presence of Mr. Oat Fields, who if not the biggest was certainly the fattest man he had ever seen.
167910.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
რა გქვია? ჰმ? სკოლა მოგწონს? მშვენიერია. ბეისბოლი გიყვარს? ჰმ?
What’s your name? Huh? You like school? Well, that’s fine. You like baseball? Huh?
167911.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ყველაზე ამაზრზენი მისი პირი იყო, ისეთი სველი, რომ ლაპარაკისას ტუჩებს შორის გაბმული ნერწყვის ბრჭყვიალა ძაფები თრთოდა.
The worst part of him was his mouth, which was so wet that a dozen shining strands of spittle clung and trembled between his moving lips.
167912.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ოუტ ფილდზი ღეჭვისას პირს არ ხურავდა.
Oat Fields’s mouth did not close while chewing.
167913.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
„აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ოუტ, – ამბობდა ერლ უილერი ლანჩის დროს, – ამაში სრულიად გეთანხმებით“, – და რამდენჯერმე თვალებგაფართოებულმა გადახედა ფრენკს, თითქოს მისი იქ ჯდომა აკვირვებდა.
"You’re absolutely right, Oat," Earl Wheeler kept saying throughout the meal, and "I certainly do agree with you on that," and the few times he glanced at Frank it was with startled eyes, as if surprised to find him sitting there.
167914.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მერე თვალები დახარა და შენიშნა, რომ მამამისის შარვლის ტოტი რიტმულად იკუმშებოდა, რადგან ხელი ჯიბეში ედო და გენიტალიებს გაცხარებული იფხანდა.
Then, lowering his eyes, he discovered that his father’s trouser leg was slightly and rhythmically twitching with the anxious movement of his pocketed fingers on his genitals.
167915.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ერლ უილერმა ნიუარკში ფილიალის მენეჯერის თანამდებობა დიდი დეპრესიის დროინდელი დათხოვნებისა და შემცირებების პერიოდშიც კი შეინარჩუნა, სათავო ოფისიდან ვიღაცამ ყურადღება მიაქცია და მისი კანდიდატურა ოუტ ფილდზის პირველ თანაშემწედ შესთავაზა კომპანიას.
Earl Wheeler, having clung to an assistant branch managership in Newark through any number of Depression layoffs and cutbacks, had somehow come to Home Office attention as a candidate for the job of righthand man to Oat Fields.
167916.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მაგრამ დაწინაურება არ ეწერა; ზემდგომმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ოუტ ფილდზს პირველი თანაშემწის გარეშეც შეუძლია იოლად გაართვას თავი საქმეს და ერლ უილერმა ამის შესახებ მისგან როგორღაც შეიტყო ან ლანჩის დროს, ან ბურთით თამაშისას.
But the promotion had fallen through; higher authority had decreed that Oat Fields could get along without a right-hand man, and Earl Wheeler must either have learned or guessed this outcome at some point during the luncheon or the ball game.
167917.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ნავსადგურის მტვირთავი! მოლარე კაფეში! უმადური, ბოღმიანი, ენაბილწი, მთელ თავის დროს გრინვიჩ-ვილიჯში, ღმერთმა იცის, ვის კამპანიაში ატარებდა.
A longshoreman! A cafeteria cashier! An ungrateful, spiteful, foul-mouthed weakling, boozing his way through Greenwich Village with God only knew what kind of companions;
167918.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მე მგონია, რომ უკვე ევროპაში დაბრუნდი.
I thought you’d be back in Europe by now.
167919.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– დიდი ხუმრობა. ეიპრილი დაფეხმძიმდა.
"Big joke. April’s knocked up".
167920.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– არა, მისმინე; ასეთ მოვლენას სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შეხედო, სემ. ასე შევხედოთ.
No, listen; there’re all different kinds of ways of looking at a thing like this, Sam. Look at it this way.