მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167921.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
სამუშაო მჭირდება; კარგი.
I need a job; okay.
167922.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
რაღაც ისეთი მინდა, პირადად მე რაც შეიძლება ნაკლებად რომ მეხებოდეს.
I want something that can’t possibly touch me.
167923.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– ეი, ერთი წუთით; დარწმუნებული ვარ, აქ რაღაც ისე არ არის... – და მოკლედ მოუყვა მას მამის კარიერის შესახებ.
"Hey, no, wait a minute; I know that can’t be right—" and he gave a brief oral summary of his father’s career.
167924.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მთავარი ისაა, რომ სწორედ ისეთი ადგილია, როგორსაც ეძებ.
As a matter of fact this place is just what you’re looking for.
167925.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
იმავე დღეს აიყვანეს სამუშაოდ მეთხუთმეტე სართულზე, სადღაც, სახელად „გაყიდვების ხელშეწყობის დეპარტამენტში“.
He got a job that very day on the fifteenth floor, in something called the Sales Promotion Department.
167926.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– რის გაყიდვის? – შეშფოთდა ეიპრილი. – ხელშეწყობა? ვერ გავიგე. რა უნდა გააკეთო?
"The sales what?" April inquired. "Promotion? I don’t get it. What does that mean you’re supposed to do?"
167927.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– ვინ იცის? ნახევარი საათი მიხსნიდნენ და მაინც ვერაფერი გავიგე, თუმცა არა მგონია, თვითონ იცოდნენ.
"Who the hell knows? They explained it to me for half an hour and I still don’t know, and I don’t think they do either".
167928.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ხუმრობის საუკეთესო ნაწილი ნაშუადღევის ხუთი საათის შემდეგ იწყებოდა.
And the best part of the joke was what happened every afternoon at five.
167929.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
სამუშაოს შემდგომ კოქტეილს ანაცვლებდა სამუშაოს შემდგომი სექსი ხან საწოლში, ხანაც იატაკზე.
Instead of after-work cocktails they would make after-work love, sometimes on the bed and sometimes on the floor.
167930.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
სადემონსტრაციო დარბაზში ახალი ექსპონატები გამოეფინათ, მუყაოსგან გამოჭრილი, გამხდარი, მოდური გარეგნობის გოგონების გამოსახულებები ფანქრით მიუთითებდნენ პროდუქციის უპირატესობებზე – სისწრაფე, სიზუსტე, კონტროლი, მათ უკან კი, საგამოფენო სივრცის ხალიჩადაგებული იატაკის სიღრმეში, მუშაობის დემონსტრირებისთვის მუდმივად მზადმყოფი პროდუქციის ნიმუშები იდგა.
The show windows were featuring a new display, bright cardboard images of thin, fashionable young women pointed their pencils at emblazoned lists of product benefits—speed, accuracy, control—and beyond them, across the deep-carpeted expanse of the display floor, a generous sampling of the products themselves stood poised for demonstration.
167931.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მერვე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეთოთხმეტე...
The eighth, the eleventh, the twelfth, the fourteenth . . .
167932.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ერთი შეხედვით, ნოქს-ბილდინგის ზედა სართულები ერთმანეთს ჰგავდა.
At first glance, all the upper floors of the Knox Building looked alike.
167933.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
წუწუნის მიუხედავად, ზოგჯერ თავს დამნაშავედ გრძნობდა, რადგან იცოდა მცირედ სიამოვნებას ჰგვრიდა ოფისის მოუხერხებლობა.
For all his complaints, though, he was sometimes guiltily aware of taking a dim pleasure in the very discomfort of the office.
167934.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
სადაცაა ლანჩის დრო მოვა.
Almost time to go out for lunch.
167935.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
სადაცაა სახლში წასვლის დრო მოვა.
Almost time to go home.
167936.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– დილა მშვიდობისა, ფრენკ, – თქვა ვინს ლეთროპმა.
"Morning, Frank," said Vince Lathrop.
167937.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– დილა მშვიდობისა, ფრენკ, – თქვა ედ სმოლმა.
"Morning, Frank," said Ed Small.
167938.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– დილა მშვიდობისა, მისტერ უილერ, – თქვა გრეის მანკუზომ, რომელიც ბაზრის კვლევის განყოფილებაში „Herb Underwood“-ისთვის მუშაობდა.
"Morning, Mr. Wheeler," said Grace Mancuso, who worked for Herb Underwood in Market Research.
167939.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მისმა ფეხებმა ისედაც იცოდნენ, სად უნდა შეეხვია „გაყიდვების ხელშეწყობის“ განყოფილებაში მოსახვედრად, რამდენი ნაბიჯი უნდა გადაედგა, პირველი სამი კაბინისთვის რომ ჩაევლო და მეოთხეში შესულიყო.
His feet knew where to turn at the aisle marked sales promotion, and they knew how many steps would bring him past the first three cubicles and where he would have to turn again to enter the fourth.
167940.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– სალამი, – თქვა მორინ გრუბმა, რომელიც მათ სართულზე მდივნად და ამავე დროს, მისის იორგენსენის საბეჭდ განყოფილებაში მუშაობდა.
"Hello," said Maureen Grube, who served as floor receptionist and worked in Mrs. Jorgensen’s typing pool.