მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167941.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
დაუფარავი წამახალისებლებითა და ქალური პრანჭიაობით მიესალმა, ოდნავ გაიწია, რომ გაეტარებინა, რის გამოც მას ძალიან მოუნდა, მისთვის ხელი მოეხვია და სადმე გაეყვანა (ფოსტის ოთახში? სამგზავრო ლიფტში?), სადაც შეეძლო, დამჯდარიყო, ქალი მუხლებზე დაესვა, ლურჯი ფერის სვიტრის გახდაში დახმარებოდა და მერე გემრიელად ეკოცნა ჯერ ერთ, მერე მეორე ძუძუზე.
She said it in a frankly flattering, definitely feminine way, and as she swayed aside to let him pass he wanted to put his arm around her and lead her away somewhere (the mail room? the freight elevator?) where he could sit down and take her on his lap and remove her royal blue sweater and fill his mouth with one and then the other of her breasts.
167942.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ამგვარ აზრს პირველად არ გაუელვია, მაგრამ ახლა იფიქრა: რატომაც არა?
It wasn’t the first time this idea had occurred to him; this time he thought, Why not?
167943.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მორინი უკვე გასასვლელის ბოლოში იყო, მისი დუნდულები ლამაზად მოძრაობდა ფლანელის ქვედაკაბის ქვეშ და იქამდე უყურებდა, ვიდრე ტიხრებს მიღმა გაუჩინარდებოდა და მდივნის ადგილს დაიკავებდა.
She was all the way down to the end of the aisle, now, her buttocks moving nicely in her flannel skirt, and he watched her until she disappeared beneath the waterline of partition tops to take her place at the reception desk.
167944.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
„დამშვიდდი“, ურჩია თავს.
Take it easy, he counseled himself.
167945.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ასეთ საქმეს ცოტა დაგეგმვა სჭირდება.
A thing like this would need a little planning.
167946.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
რატომაც არა?
Why not?
167947.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– დღეს დილით შენი დახმარება დამჭირდება-მეთქი, ფრანკლინ, – უთხრა მან.
"I said I’m going to need your help this morning, Franklin," he was saying.
167948.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– ეს სასწრაფოა.
This is an emergency.
167949.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ჯეკ ორდუეი ყველას უყვარდა.
Everybody loved Jack Ordway.
167950.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ჯეკის ხმაში ხრინწის შერევის მიზეზი ის იყო, რომ საზიზღარი ნაბახუსევების გამო ფეხსაცმლის თასმების შეკვრა ვერ მოეხერხებინა.
The reason for this clashing note was that the one thing Jack Ordway could not do in the grip of a really bad hangover was to tie a pair of shoelaces.
167951.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– მომდევნო, – განაგრძო მან ხრინწიანი, აკანკალებული ხმით, – მომდევნო ორი ან, შეიძლება, სამი საათის განმავლობაში ბენდის ყოველი მოახლოებისას უნდა გამაფრთხილო.
"For the next—" he was saying in a hoarse, unsteady voice, "for the next two or possibly three hours you’re to warn me of Bandy’s every approach".
167952.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
უნდა დამიცვა მისის იორგენსენისგან და შესაძლოა, გადამეფარო კიდეც, თუ ვარწყიე.
You’re to protect me from Mrs. Jorgensen, and you may have to screen me in case I begin to throw up.
167953.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ჯეკ ორდუეის ცხოვრების მოკლე ისტორია მეთხუთმეტე სართულის ლეგენდად იქცა.
The capsuled story of Jack Ordway’s life had become a legend of the Fifteenth Floor.
167954.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
გაყიდვების ხელშეწყობის განყოფილებაშიც კი, სადაც ძალიან ბევრს არავინ მუშაობდა მენეჯერის, ბენდის გარდა, უნიკალური თანამშრომლის რეპუტაციის შექმნა მოახერხა.
Even here in Sales Promotion, where nobody worked very hard except old Bandy, the manager, he had managed to retain his unique reputation.
167955.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
შეგვიძლია, ქალაქი დავათვალიერებინოთ?
Could we show them the town?
167956.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ოჰ, რასაკვირველია, შეგვიძლია, ისინი ხომ მისი ძველი, ძველი მეგობრები არიან, თანაც ფული ყოველთვის ჩეჩქივით აქვთ.
Oh, indeed we could. Old, old buddies of hers and all that, and besides, they always bring pocketfuls of loot.
167957.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მოკლედ, ლანჩით დავიწყეთ „ანდრეში“ და ღმერთო ჩემო, შენს სიცოცხლეში არასოდეს გინახავს დიდი მარტინის ასეთი ოდენობა.
So. Started off with lunch at André’s, and dear God you’ve never seen such whopping great martinis in your life.
167958.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
სათვალავი ამერია.
I lost count.
167959.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ჰო, გამახსენდა. რაღა დაგვრჩენოდა იმის გარდა, რომ კოქტეილების დროის დადგომამდე გვესვა. მერე კოქტეილების დრო მოვიდა.
Oh, yes. Then there was nothing to do but sit around and drink until cocktail time. Then came cocktail time.
167960.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მისი ნაბახუსევის ამბების უმეტესობა სანაპიროდან, ბაჰამის კუნძულებიდან ან ევროპიდან სალის შერეკილი მეგობრების ჩამოსვლით იწყებოდა.
Most of his hangover stories seemed to begin with a flying-in of Sally’s crazy friends from the Coast, or from the Bahamas, or from Europe.