მოიძებნა 669201 ჩანაწერი
167961.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
თავად სალი – ყოფილი დებიუტანტი, მომხიბლავი, უშვილო ცოლი და ნამდვილი მეგობარი – ამ მხიარულების ცენტრში იყო.
Sally herself was always featured at the center of the fun—the former debutante, the chic, childless wife and irrepressible playmate.
167962.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ერთხელ საღებავგადასული ჭერისკენ აღმართა თვალები, თითქოს ღმერთს შესთხოვდა მის დასჯას – სუსტი, უგუნური კაცუნასი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა.
Once she had turned up her eyes to the paint-flaked ceiling as if calling on God to punish him—this weak, foolish little man for whom she’d sacrificed her very life.
167963.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– …და აიდლუაიდიდან როგორ დავბრუნდით უკან, – თქვა ჯეკმა, – ისაა, რასაც ვერასოდეს გავიგებ.
". . . and as for how we got back from Idlewild," he was saying, "it’s a thing I’ll never know".
167964.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მოყოლა რომ დაასრულა, საცდელად თავს ხელები მოაშორა, წარბები შეიკრა და რამდენჯერმე დაახამხამა თვალები.
When the story was over at last he removed his hands from his head, experimentally, and frowned and blinked several times.
167965.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მერე გამოაცხადა, თავს უკეთ ვგრძნობო.
Then he announced that he was feeling a little better.
167966.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– კარგი, – ფრენკმა უჯრის კიდიდან ფეხი ჩამოიღო და თავის მაგიდაზე მოეწყო.
"Good." Frank dropped his foot from the drawer and got settled at his desk.
167967.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
საფიქრალი ჰქონდა, ფიქრი კი ყველაზე უკეთ მაშინ შეეძლო, როცა მექანიკურად ასრულებდა სამუშაოს.
He had to think, and the best way to think was to go through the motions of working.
167968.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
თუმცა არსებობდა საშიშროება, იგივე დოკუმენტები რამდენიმე დღის შემდეგ მასთან დაბრუნებულიყო ბენდისგან წარწერით „შეასრულეთ“ ან სმოლისგან პასუხით – „არა“.
but the danger here was that the same papers might come back in a few days marked "Do" from Bandy and "No" from Small.
167969.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მნიშვნელობის მიხედვით მიახლოებით განაწილებულ დოკუმენტებს იმავე წესით უკეთებდა მოსანიშნ შუასადებებს, როგორც ექვსი თუ რვა დუიმის სისქის საქაღალდეს, მუდმივად მაგიდის ცენტრში რომ იდო, საბავშვო ბაღში ჯენიფერის გამოძერწილი და შეღებილი პრესპაპიეს ქვეშ.
Arranging them in an approximate order of importance, he would interleave them, in the same order, with those of the six- or eight-inch stack that always lay near the center of the desk, held down by a glazed ceramic paperweight that Jennifer had made for him in kindergarten.
167970.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მის გაღებას ისე ერიდებოდა, თითქოს მასში ცოცხალი გველები იყვნენ.
He was as shy of opening it as if it held live snakes.
167971.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ვინს ლეთროპი და ედ სმოლი იყვნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყავის დალევის დრო მოვიდა.
They were the faces of Vince Lathrop and Ed Small, and this meant it was time to go down for coffee.
167972.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– ჯენტლმენებო, ვიცეკვოთ? – იკითხა ვინს ლეთროპმა.
"Gentlemen," said Vince Lathrop. "Shall we dance?"
167973.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ფრენკმა მეორედ თუ მესამედ სცადა მიმდინარე საქმეების დასტიდან აღებული დოკუმენტის წაკითხვა, რომელიც ტოლედოს განყოფილების მენეჯერის გამოგზავნილი აღმოჩნდა.
Frank was trying for the second or third time to read the top paper on his current work pile, which seemed to be a letter from the branch manager in Toledo.
167974.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ტოლედოს განყოფილების მენეჯერს, რომელიც „ნოქსში“ დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საკუთარ თავს „ჩვენობით“ მოიხსენიებდა, უნდოდა, გაეგო, რა რეაგირება მოჰყვა მის წინა წერილს, რომელიც ეხებოდა მრავალ სერიოზულ შეცდომას და დამაბნეველ განცხადებას სპ-1109-ში, რომლის ასლიც დართული იყო.
The branch manager in Toledo, who in the Knox tradition referred to himself as "we," wished to know what action had been taken on his previous correspondence with regard to the many serious errors and misleading statements in SP-1109, a copy of which was attached.
167975.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა კუთხიდან ფ. ჰ. უილერის სახელზე გამოგზავნილი წერილების ნელი, მაგრამ დამთრგუნველად დაუსრულებელი ნაკადები დაიძრა.
Since then the inquiries addressed to F. H. Wheeler had come in slow, embarrassing streams from all parts of the United States.
167976.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
მომდევნო აბზაცმა შეახსენა.
The next paragraph reminded him.
167977.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
იმის მიუხედავადაც კი, თუ ბროშურის ახალი ვერსიის დასამზადებელი დრო კიდევ იყო, ბენდის ჩარევა მოუწევდა, ბენდი კი მოისურვებდა გაეგო, რატომ არ აცნობეს ამის შესახებ ორი თვის წინ.
Even if there were still time to arrange for a new brochure to be produced, he would have to clear the job through Bandy, and Bandy would want to know why he hadn’t been told about it two months earlier.
167978.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– მორინ, – თქვა მან, – თუ დაკავებული არ ხართ, შეგიძლიათ, არქივში რაღაც მასალის მოძებნაში დამეხმაროთ? ამას ხედავთ?
"Maureen," he said, "if you’re not too busy here I wonder if you’d help me find some stuff in the central file. You see this?"
167979.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– მაგიდაზე ბროშურა დაუდო.
He laid the brochure on her desk.
167980.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გადავქექო მთელი მასალა, რაც გამოიყენეს.
That means I’ve got to dig up all the material that went into it.