მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168001.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– მაგრამ, მგონი, ეს ნახევარიც არაა. თქვენ ხომ ყველა გინდათ?
"Well, but it’s only about half the stuff. I mean didn’t you want all of it?"
168002.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– იცით რა, ამაზე ნუღარ იდარდებთ. სადილობაზე რა აზრის ხართ?
"Tell you what: let’s not worry about it. How about some lunch?"
168003.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
თუ მორინი არ იჩქარებდა, შეიძლებოდა, ორდუეისა და დანარჩენებს გადაჰყროდა.
If she didn’t hurry up they might run into Ordway and the others.
168004.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ამდენ ხანს რა ჯანდაბას აკეთებს ტუალეტში?
What the hell was she doing in there?
168005.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
სამ სხვა გოგონასთან ერთად ხელიხელგადახვეული დგას და იმაზე კისკისებს, რომ მისტერ უილერთან ერთად მიდის სასადილოდ?
Standing with her arms around three other girls in a paralysis of laughter at the very idea of going out with Mr. Wheeler?
168006.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
ლიფტის კარი გასრიალდა და ოპერატორის ხმამ წარმოთქვა: „ქვემოთ!“
The elevator door was sliding open and the operator’s voice was saying "Down!"
168007.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
– მისმინეთ, – ჩაიბუტბუტა, – აქ, გარშემო, წესიერად ჭამა არსად არ შეიძლება.
"Listen," he mumbled. "There aren’t any decent places to eat around here".
168008.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, დაინახეს თუ არა, მაგრამ მაშინვე გადაწყვიტა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
It was impossible to tell whether they’d seen him or not, and he instantly decided that it didn’t matter.
168009.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი V
კარი დახურა და თავს უფლება მისცა, კიდევ ერთხელ გაეხედა მანქანის ფანჯრიდან.
He slammed the door and allowed himself one more glance through the window of the car.
168010.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
დასავლეთ მეათე ქუჩაზე ძვირად ღირებულ, აგურის კედლებიან რესტორანში იყვნენ.
They were in an expensive brick-walled restaurant on West Tenth Street.
168011.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
„საქმე ის არის, – აუხსნა მან, – რომ მორინის დახმარება მჭირდება აქ, თვალსაჩინოებათა განყოფილებაში, რაღაცის სისტემატიზაციისთვის და შეიძლება ამ საქმეს მთელი დღე მოვანდომოთ“.
"The thing is," he had explained, "I need Maureen to help me locate some stuff here in Visual Aids, and it looks like we’re going to be tied up here for the rest of the day".
168012.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მთელი დანარჩენი დრო ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და უსმენდა, გრძნობები ერთმანეთში აირია.
The rest of his time had been devoted to steady drinking and listening, with mixed emotions.
168013.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ის ოცდაორი წლისა იყო და ჩრდილოეთში მდებარე შტატის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩამოვიდა, სადაც მამამისს კავეულის მაღაზია ჰქონდა.
She was twenty-two and came from a town far upstate, where her father owned a hardware store.
168014.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
სძულდა თავისი სახელი (ანუ „მორინს“ კიდევ არა უშავს, მაგრამ „გრუბი“ საშინლად ჟღერს. ჩემი აზრით, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ვიგიჟებდი თავს გათხოვებისთვის“).
She hated her name ("I mean "Maureen’s" all right but "Grube" sounds so awful with it, I guess that was one reason I was so crazy to get married").
168015.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
თვრამეტი წლისა გათხოვდა და ექვსი თვის შემდეგ ქორწინება გაუქმდა – „ძალიან სასაცილო იყო“ – და მომდევნო ერთი თუ ორი წელი „სახლში ბოლთას ვცემდი, ვმუშაობდი ბუნებრივი აირის კომპანიაში და დეპრესია მქონდა“, სანამ არ მიხვდა, რომ სინამდვილეში მუდამ მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა: ნიუ-იორკში ჩამოსულიყო „და ეცხოვრა“.
She’d been married at eighteen and had it annulled six months later—“It was completely ridiculous”—and had spent the following year or two "just moping around home and working at the gas company and feeling depressed" until it struck her that what she’d always really and truly wanted to do was to come to New York "and live".
168016.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ამის ნიშანი იყო მორინის მიერ მაკიაჟის უხვად გამოყენება და ვარცხნილობაზე გადაჭარბებული ზრუნვა, ისე როგორც დასწავლილი, მისთვის არაბუნებრივი წინადადებები და ისეთი სიტყვების ზედმეტად გამოყენება, როგორიცაა „არანორმალური“, „ლეგენდარული“ და „თავზარდამცემი“, ბინის მოვლაზე გაფართოებული თვალებით ლაპარაკი და ამოუწურავი ამბები საყვარელ იტალიელ ბაყლებზე, სამრეცხაოში მომუშავე ჩია საყვარელ ჩინელებზე, ასევე უხეშ, მაგრამ ძალიან საყვარელ უბნის პოლიციელებზე, რომლებიც მანჰეტენზე მარტო მცხოვრები გოგონების შესახებ ლამაზად შეფუთული ჰოლივუდური მონათხრობის სადარი ისტორიის პერსონაჟები იყვნენ.
There were signs of this tutelage in Maureen’s too-heavy make-up and too-careful hairdo, as well as in her every studied mannerism and prattling phrase—her overuse of words like "mad" and "fabulous" and "appalling," her wide-eyed recitals of facts concerning apartment maintenance, and her endless supply of anecdotes involving sweet little Italian grocers and sweet little Chinese laundrymen and gruff but lovable cops on the beat, all of whom, in the telling, became the stock supporting actors in a confectionery Hollywood romance of bachelor girls in Manhattan.
168017.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ნორმას თავსმოხვეული ყალბი სიმკვირცხლე გაქრა მორინის სახიდან; ის ისეთი გულწრფელი და უმწეო ჩანდა, როგორიც ბავშვი, რომელიც სადაცაა, წვეულების კაბაზე არწყევს.
Norma’s brittle animation had fled from Maureen’s face; she looked as honest and as helpless as a child about to be sick on her party dress.
168018.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
წინადადებებს დაუბრკოლებლად ისროდა, აბზაცები თავისით ყალიბდებოდა და ფრთებს ისხამდა, შესაფერისი ანეკდოტები სათანადო სამსახურს უწევდნენ, მერე კი შთამბეჭდავ ეპიგრამებს უთმობდნენ გზას.
Sentences poured from him, paragraphs composed themselves and took wing, appropriate anecdotes sprang to his service and fell back to make way for the stately passage of epigrams.
168019.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
თავდაპირველად „ნოქსის“ გამომთვლელი მანქანების კორპორაციის სწრაფი და გაბედული განქიქებით დაიწყო, რამაც ის გააცინა, კრიტიკის სხვა ველებზე გადავიდა და მის ფერხთით დააგდო გულდასმით დამუშავებული მითი თავისუფალი მეწარმეობის შესახებ.
Beginning with a quick, audacious dismantling of the Knox Business Machines Corporation, which made her laugh, he moved out confidently onto broader fields of damnation until he had laid the punctured myth of Free Enterprise at her feet.
168020.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
თავს როგორ გრძნობდა დილან ტომასის სიკვდილის შემდეგ?
And how did she feel about the death of Dylan Thomas?