მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168021.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
არ ეთანხმება, რომ ეს თაობა ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია და თანამედროვეობის უფრო მეტად ეშინია?
And didn’t she agree that this generation was the least vital and most terrified in modern times?
168022.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
საუკეთესო ფორმაში იყო.
He was at the top of his form.
168023.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
იმ მასალას იყენებდა, რომლის მოსმენისას მილი კემპბელს უნებურად აღმოხდებოდა ხოლმე: „ოჰ, როგორი მართალი ხარ, ფრენკ!“
He was making use of material that had caused Milly Campbell to say "Oh that’s so true, Frank!".
168024.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
საკუთარი თავის წარმოჩენა წესიერ, მაგრამ ილუზიადაკარგულ ახალგაზრდა მეოჯახე მამაკაცად, მამაცურად რომ ებრძვის თავის გარემოს.
A portrait of himself as decent but disillusioned young family man, bravely at war with his environment.
168025.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
შეეძლო, გამოეწვია ხარხარი ან წარბები შეეკვრევინებინა, მედიდურად დაექნევინებინა თავი თანხმობის ნიშნად.
He could make it leap into delighted laughter or frown and nod in solemn agreement.
168026.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
სურვილის შემთხვევაში, სულ ადვილად აატირებდა კიდეც.
If he’d wanted to he could very easily have made it weep.
168027.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
როდესაც რამდენიმე წამით თვალს აარიდებდა, თავის ყავის ჭიქას დახედავდა ან მეოცნებე თვალებს ოთახს მოავლებდა, ეს მხოლოდ ემოციურობისგან სულის მოსათქმელად სჭირდებოდა;
When she looked briefly away from him, down at her cup or off misty-eyed into the room, it was only for a kind of emotional catching of breath.
168028.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ერთადერთი პრობლემა ის იყო, სად წასულიყვნენ.
The only problem now was where to go.
168029.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ვაშინგტონ-სკვერის ხეებისკენ მიაბიჯებდნენ.
They were heading toward the trees of Washington Square.
168030.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ენ სნეიდერი, სიუზან კროსი და ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი სხვა, პარკში ისხდებოდნენ, მზისთვის მიშვერილი მოშვებული ლოყებით, ბავშვებს ნაყინით მოსვრილ პირს მოწმენდდნენ, იჭორავებდნენ ბაღებზე, გაზრდილ გადასახადებზე, არაჩვეულებრივ იაპონურ ფილმებზე, მერე სწრაფად წამოკრეფდნენ და ჩანთებში ჩაუძახებდნენ სათამაშოებს, შეუჭმელ კრეკერებს და სწრაფად დაუბრუნდებოდნენ სახლებს ქმრებისთვის კოქტეილების მოსამზადებლად, მაგრამ მას პარკში გამოჩენისთანავე შენიშნავდნენ.
Anne Snyder and Susan Cross and God only knew how many others would be there, lifting their softening cheeks to the sun or wiping ice cream from the mouths of their children as they talked of nursery schools and outrageous rents and perfectly marvelous Japanese movies, waiting until it was time to gather up their toys and graham crackers and stroll home to fix their husbands’ cocktails, and they’d spot him in a minute.
168031.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
„შეხედეთ, ეს ნამდვილად ფრენკ უილერია, მაგრამ მასთან ერთად ვინ არის?“.
"Well, of course it’s Frank Wheeler, but who’s that with him?"
168032.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ჭერმაღალ, მდუმარე ოთახში ყველაფერს უხვად ანათებდა ფანჯრიდან შემოსული მზის ყვითელი სინათლე, რასაც ბამბუკის ჟალუზი ღია ყავისფერ და ოქროსფერ ჰორიზონტალურ ზოლებად გარდაქმნიდა.
A high, silent room where everything lay richly bathed in yellow light from windows whose blinds of split bamboo had turned the sun into fine horizontal stripes of tan and gold.
168033.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
იგი თავს ტანმაღალ, ძლიერ მამაკაცად გრძნობდა, ვიდრე ფეხსაცმელგახდილი ის მის გარშემო დაფუსფუსებდა, ადგილს უცვლიდა საფერფლეებსა და ჟურნალებს.
He stood feeling tall and strong as she ducked and curtsied around him in her stockinged feet, straightening ashtrays and magazines.
168034.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
არ დაბრძანდებით?
Won’t you sit down?
168035.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
აქეთ-იქით ტრიალით, ოხვრა-კვნესით სწრაფად გაუმკლავდნენ კვანძებს, ღილებს, ბალთებსა და კაუჭებს და უკანასკნელი დაბრკოლებაც მოისროლეს.
Twisting and gasping together, they worked urgently at knots and buttons and buckles and hooks until the last impediment slipped away.
168036.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მერე მის თბილ და რიტმულად მოძრავ სხეულში ფრენკმა იპოვა ის, რაც სჭირდებოდა;
And then in the warmth and rhythm of her flesh he found what he needed.
168037.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
სწორედ ეს მჭირდებოდა.
This is what I needed.
168038.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
საკუთარ თავში სრულიად ჩაძირულს ბუნდოვნად ესმოდა მისი ჩურჩული: „ოჰ, ჰო, ჰო, ჰო...“
His self-absorption was so complete that he was only dimly aware of her whispering, "Oh, yes; yes; yes . . ."
168039.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
როდესაც ყველაფერი დასრულდა, ერთმანეთს მოსწყდნენ და მერე ოდნავ ნამიანი ხელებისა და ფეხების ხლართში აღმოჩნდნენ, მიხვდა, რომ ცხოვრებაში ასეთი მადლიერი არასოდეს არავის მიმართ არ ყოფილა.
When it was over, though, when they had fallen apart and rejoined each other in a lightly sweating tangle of arms and legs, he knew he had never been more grateful to anyone in his life.
168040.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ის მას ელოდებოდა ლაპარაკის დასაწყებად.
She was waiting for him to speak first.