მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168061.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ერთი წუთით, მაპატიე, ფრენკ, – უხერხულად მოკუნტულმა გადაიარა ბინა, თითქოს ასე ნაკლებად შიშველი გამოჩნდებოდა და იმ ოთახში გავიდა, საიდანაც მაღვიძარას წიკწიკი ისმოდა.
Excuse me a sec, Frank. - And she skittered across the apartment, crouching awkwardly as if that would make her less naked, into the room where the alarm clock ticked.
168062.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
აჩვენა, სად იყო სააბაზანო და როცა ის ისევ შევიდა ოთახში, მას დივანი უკვე მოეწესრიგებინა და სამზარეულოს ზღურბლს ყოყმანით ტკეპნიდა.
She showed him where the bathroom was, and when he came back she had straightened up the couch and was moving indecisively around the kitchenette.
168063.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– რამეს ხომ არ დალევ? – არა, გმადლობ, მორინ.
"Can I get you a drink?" "No thanks, Maureen".
168064.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
სიმართლე ითქვას, მგონი უკვე წასვლის დროა, გვიანდება.
Actually, I guess I’d better be cutting out. It’s getting late.
168065.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– ღმერთო, მართალია. მატარებელზე დაგაგვიანდა?
"Gee, that’s right. Have you missed your train?"
168066.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ეტყობოდა, მშვიდად და ღირსეულად თავის დაჭერა გადაწყვიტა.
She seemed determined to be calm and dignified.
168067.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ელეგანტურობას ინარჩუნებდა იქამდე, ვიდრე გასასვლელი კარის გაღებისას დივნის კუთხეში თვალი არ მოჰკრა რაღაც სიფრიფანასა და თეთრს, ლიფს თუ წვივსაკრავებიან სარტყელს, დალაგებისას რომ ვერ შენიშნა და ახლა ისევ ისე დაჭმუჭნილი ეგდო ხალიჩაზე.
She carried it off with elegance until the moment of her opening the door for him, when her eyes strayed to the corner near the couch and discovered that something flimsy and white, a brassiere or a garter belt, had been overlooked in her straightening up and still lay twisted on the carpet.
168068.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მორინი თვალს ვერ აცილებდა, აშკარად ერთი სული ჰქონდა, გაქცეულიყო, ხელი ეტაცა, ბალიშების უკან დაემალა – ან ნაკუწებად ექცია.
She started, visibly fighting an impulse to run over and grab it and stuff it behind the cushions—or possibly tear it to shreds.
168069.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ამას თავიდან ვერ აიცილებდა, რაღაც აუცილებლად უნდა ეთქვა.
It couldn’t be avoided, he would have to put something into words.
168070.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მაგრამ ერთადერთი რამ, რის გულწრფელად თქმაც შეეძლო, ის იყო, რომ არასოდეს არავისი ასეთი მადლიერი არ ყოფილა.
But the only honest thing he could say was that he’d never felt more grateful to anyone—to thank her.
168071.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მან კი შესაძლოა უთხრას: „ოჰ, ვიცი“, სახეს მის პალტოში ჩამალავს და მერე სხვა აღარაფერი დარჩება იმის გარდა, რომ თქვას: „არ მინდა, იფიქრო, თითქოს შენი გამოყენება მინდოდა“.
But then she might say "Oh, I know," and hide her face in his coat, and that would leave him nothing to say but "I don’t want to think I’ve taken any advantage here".
168072.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
უნდა ეთქვა „მაპატიეო“, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ეს უნდოდა – ბოდიშის მოხდა.
He would have to say "I’m sorry," and the last thing he wanted to do was apologize.
168073.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
განა გედი ლედას ბოდიშს უხდის?
Did the swan apologize to Leda?
168074.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
განა არწივს მობოდიშება სჩვევია?
Did an eagle apologize?
168075.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ლომი უბოდიშებს?
Did a lion apologize?
168076.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მერე დაიხარა, მსუბუქად აკოცა ტუჩებში და უთხრა: – მისმინე, საუცხოო იყავი. თავს მიხედე, წავედი.
Then he bent and kissed her lightly on the lips and said, "Listen: you were swell. Take care".
168077.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
უფრო მაღალი და ასაკით უფროსი იყო, სრულიად სხვა სუნამოს იყენებდა, უფრო სწრაფადაც ლაპარაკობდა და ხმამაღლაც.
She was taller and older and used a completely different kind of perfume, and she spoke more rapidly in a higher-pitched voice.
168078.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– ფრენკ, მომისმინე. ვიდრე შემოხვალ, უნდა დაგელაპარაკო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
Frank, listen. Before you come in I’ve got to talk to you. It’s terribly important.
168079.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
პირველ ყოვლისა, დღეს მთელი დღე მენატრებოდი და ძალიან ვწუხვარ ყველაფრის გამო და მიყვარხარ.
First of all I missed you all day and I’m terribly sorry for everything and I love you.
168080.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
დანარჩენი ჯერჯერობით მოიცდის. ახლა კი შინ შემოდი.
The rest can wait. Now come on inside.