მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168081.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ეს ქვიშის ქარიშხალში სიარულს ჰგავდა, ოკეანის ფსკერზე სიარულს ჰგავდა, ჰაერში სიარულს ჰგავდა.
It was like walking through a sandstorm, it was like walking on the ocean floor, it was like walking on air.
168082.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– ერთი წუთით აქ დაიცადე, ძვირფასო, – უთხრა ეიპრილმა, – სულ ერთი წუთით, სანამ დაგიძახებ, – და მარტო დატოვა სამზარეულოში, სადაც შემწვარი ხორცის სურნელი ტრიალებდა და თვალებს უცრემლიანებდა.
"Wait here, my darling," she was saying. "Just for a minute, till I call you," and she left him alone in the kitchen, where the hot brown smell of roasting beef brought tears to his eyes.
168083.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ქალმა ძველებური, ყინულითა და ვისკით სავსე ჭიქა მიაჩეჩა და ჩაბნელებულ მისაღებ ოთახში გაუჩინარდა, საიდანაც ფრენკს ბავშვების მოგუდული ხითხითი და ასანთის ჩხაკუნის ხმა მოესმა.
She handed him an Old Fashioned glass full of ice and whiskey and disappeared into the darkened living room from which he could hear an ill-suppressed giggle of children and the scrape of a match.
168084.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ეს ტორტი იყო სანთლებით.
It was a cake with candles.
168085.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მერე ნელა, აკანკალებული ხმებით ამღერდნენ: – რა ლამაზი დღეა...
Then came their slow, shrill singing: "Hap-py birth-day to you . . ."
168086.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– რა უნდა გაპატიო, ეიპრილ?
"Forgive you for what, April?"
168087.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მისაღებ ოთახში მარტო დარჩენილები, ხალიჩის შუაგულში იდგნენ და მან ყოყმანით გადადგა მისკენ ნაბიჯი.
They were standing alone on the living room carpet, and she took a tentative step toward him.
168088.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
იმდენი რამ მაქვს სათქმელი… და ფრენკ, უმშვენიერესი გეგმა მოვიფიქრე. ყური მიგდე.
I’ve got so much to tell you, and I’ve got the most wonderful plan, Frank. Listen.
168089.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
თავს ურჩხულად გრძნობდა.
He felt like a monster.
168090.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ახლა ცოლს მისთვის ბოდიშის მოხდის საშუალება მისცა და იმავდროულად, საღი გონებით ათვალიერებდა ქალს და დაასკვნა, რომ მეტისმეტად ასაკოვანი, მაღალი და მეტისმეტად დაძაბული იყო.
Now he was allowing his wife to ask forgiveness, and at the same time, with a cold eye, he was discovering that she was too old and too tall and too intense.
168091.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ოჰ, ჩემო საყვარელო გოგონა“.
"Oh, my lovely girl".
168092.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– არა, მოიცა, მომისმინე.
“No, wait, listen.
168093.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
იცი, მთელი დღე რას ვაკეთებდი? მენატრებოდი.
Do you know what I did all day? I missed you.
168094.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
და რაღაც მოვიფიქრე, რაღაც არაჩვეულებრივი... არა, მოიცა.
And I’ve thought of the most wonderful—no, wait.
168095.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მიყვარხარ და ყველაფერი, მაგრამ ერთი წუთით მომისმინე.
I love you and everything, but listen a minute.
168096.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ცოლის გასაჩუმებლად ერთადერთი გზა მისი ტუჩებში კოცნა იყო.
The only way to stop her talking was to kiss her mouth.
168097.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– საყვარელო, – წაიჩურჩულა აქოშინებულმა ეიპრილმა, – ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ ფიქრობ, რომ... ოჰ, არა, არ გაჩერდე! არ გაჩერდე!
"Darling?" she whispered, fighting for breath. "I do love you terribly, but don’t you think we ought to—oh, no, don’t stop, don't stop".
168098.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
შეგვიძლია აქ დავრჩეთ. მიყვარხარ.
We’ll stay here if you like. I love you.
168099.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– არა, მართალი ხარ.
No, you’re right.
168100.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– თანაც, ჯობია, ჯერ შხაპი მივიღო.
"I better take a shower first, too".