მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168041.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
სადღაც ზემოდან და შორიდან თვითმფრინავის ძრავას ყრუ გუგუნი მოისმა.
From somewhere high and far away came the faint crawling drone of a plane.
168042.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ყველაფერი: პიკასოს რეპროდუქციები, წიგნის კლუბის იმ თვის რჩეულები, გასაშლელი სკამი, მომენტალური ფოტოსურათებით გავსებული ბუხრის თარო – მზის კაშკაშა ყვითელ სინათლეში გახვეულიყო.
Everything—Picasso prints, Book-of-the-Month Club selections, sling chair, mantelpiece bristling with snapshots—everything swam in the vivid yellow light.
168043.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მერე გაიფიქრა, რომ მისი პალტო და პერანგი იქით ეყარა, სკამთან, ხოლო ფეხსაცმელი, შარვალი და საცვლები – აქეთ, უფრო ახლოს.
And his first consecutive thought was that his flung coat and shirt were lying over there, near the chair, and his shoes and pants and underwear were here, closer at hand.
168044.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– ალბათ, დღეს დილით სამსახურში რომ მოხვედი, ასეთ რამეს ვერც წარმოიდგენდი, ხომ ასეა? – თქვა ბოლოს.
He said at last, "I guess this wasn’t exactly what you had in mind when you went to work this morning, was it?"
168045.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
სიჩუმე გრძელდებოდა, ისეთი სრულყოფილი, რომ მეორე ოთახიდან მაღვიძარას წიკწიკი ესმოდა.
The silence continued, so complete that he was aware of the ticking of an alarm clock in the next room.
168046.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
მერე: – არა, – თქვა მან, – და სწრაფად წამოჯდა.
Then: "No," she said. And she quickly sat up.
168047.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
თმა უსიამოვნოდ ასწეწოდა.
Her hair was as unattractively wild.
168048.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
თითები რამდენიმე ადგილზე ფრთხილად შეახო, თუმცა არა იმისთვის, რომ გაესწორებინა, არამედ უფრო ფარულად.
She touched it delicately with her fingertips in several places, not in any effort to smooth it but rather in the furtive way.
168049.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
სახე და ყელი ფერმკრთალი ჰქონდა, თუმცა ლოყებზე ნელ-ნელა წითელი ლაქები გაეშალა, თითქოს სილა გააწნესო და უაღრესად უმწეო ჩანდა.
Her face and neck were pale but a deep red blush had begun to mottle both her cheeks as if she’d been slapped, and she looked so vulnerable.
168050.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
რას იტყვის ნორმა?
What would Norma say?
168051.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ასე ადვილად დასაუფლებელი რომ არის, გაკიცხავს?
Would she be appalled at her for having been so easy to get?
168052.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ჰო, მაგრამ, თუ მოწიფულობასა და გაცნობიერებულობაზე ვლაპარაკობთ, რატომ ვერ გადაუწყვეტია, რა უყოს სვიტრს?
Yes, but still, if it was as adult and sophisticated as all that, why couldn’t she decide what to do with her sweater?
168053.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
რა შეიძლება უთხრას მამაკაცს?
What she could possibly say to the man?
168054.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ბოლოს, როგორც იქნა, დამშვიდდა.
Finally she composed herself.
168055.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– სიგარეტი ხომ არ გაქვს, ფრენკ? – რა თქმა უნდა. აიღე, – მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, დიალოგი დაიწყო.
Do you have a cigarette, Frank? - Sure. Here. And at last, mercifully, the dialogue began to flow.
168056.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– რა ჰქვია შენს გამოგონილ განყოფილებას?
“What was the name of that department you invented?”
168057.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– იმ ადგილს, რაც მისის იორგენსენს უთხარი.
The place you told Mrs. Jorgensen.
168058.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
– ოჰ. თვალსაჩინოების. სიმართლე ითქვას, არ გამომიგონებია. რაღაც ამგვარი განყოფილება არსებობს, თუ არ ვცდები, მერვე სართულზე.
Oh. Visual Aids. I didn’t really invent it. There used to be something called that, down on I think the eighth floor.
168059.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
ნუ დარდობ, ვერასოდეს მიხვდება.
Don’t worry, she’ll never figure it out.
168060.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VI
თვალსაჩინოების განყოფილება.
Visual Aids.