მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168101.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– ოჰ, არა, გთხოვ, არ გინდა შხაპი.
Oh, no, don’t. Please don’t take a shower.
168102.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– ვფიქრობ, რომ აუტანელი ხარ, – მკლავზე ჩამოეკიდა, – აუტანელი, აუტანელი.
"I think you’re terribly mean," she was saying, clinging to his arm, "Terribly, terribly mean".
168103.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ფრენკ, საჩუქრები მოგეწონა? ჰალსტუხი ნორმალურია?
Frank, did you like the presents? Was the tie all right?
168104.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
თოთხმეტ სხვადასხვა ადგილას ვიყავი და წესიერი ჰალსტუხები არავის ჰქონდა.
I went to about fourteen different places and none of them had any decent ties.
168105.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– საუცხოო ჰალსტუხია. ასეთი არაჩვეულებრივი ჰალსტუხი არასოდეს მქონია.
"It’s a swell tie. It’s the nicest tie I’ve ever had".
168106.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ მორინ გრუბი სხეულზე აკრულ მეორე კანად იქცა, მისი ჩამოშორება მხოლოდ ღონივრად გახეხვით შეეძლო, გადაწყვიტა, მისთვის გაემხილა.
Under the stiff pelting of hot water, in which Maureen Grube had become an adhesive second skin that only the most desperate scrubbing would shed, he decided he would have to tell her.
168107.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
სიმთვრალისგან გამოფხიზლებული, ორივე ხელს დაუჭერს და ეტყვის: „მისმინე, ეიპრილ. დღეს, ნაშუადღევს...“.
He would soberly take hold of both her hands and say "Listen, April. This afternoon I—"
168108.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ცხელი წყალი დაკეტა, მხოლოდ ცივი დატოვა, მრავალი წელი იყო, ასე არ მოქცეულა.
He turned off all the hot water and turned up the cold, a thing he hadn’t done in years.
168109.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
რატომ, რა თქმა უნდა, არაფერსაც არ ეტყვის.
Why, of course he wasn’t going to tell her.
168110.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
რა აზრი აქვს?
What the hell would be the point of that?
168111.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– ოჰ, ისეთი სუფთა ჩანხარ, – თქვა და ტანსაცმლის კარადას მოსცილდა, თავისი საუკეთესო, თეთრი ღამის პერანგი ეცვა, – ისეთი სუფთა, ისეთი მშვიდი ჩანხარ.
"Oh, you look so clean," she said, whirling from the closet in her best white nightgown, "You look so clean and peaceful".
168112.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მოდი, აქ დაჯექი, ჯერ რაღაც უნდა გითხრა, კარგი?
Come sit beside me and let’s talk a minute first, all right?
168113.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ნახე, რა მაქვს.
Look what I’ve got.
168114.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
სასთუმალთან ბრენდის ბოთლი და ორი ჭიქა იდგა, მაგრამ კარგა ხანი გავიდა, ვიდრე სასმლის ჭიქებში ჩამოსხმის ან რამის თქმის საშუალებას მისცემდა.
She had set a bottle of brandy and two glasses on the night table, but it was a long time before he allowed her to pour it, or to say anything else.
168115.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
იმ დღის მეორე სექსუალურმა აქტმა ფრენკს ლაპარაკის უნარი წაართვა; იმედოვნებდა, ის დილისთვის გადადებდა საუბარს.
For the second time that day he discovered that the act of love could leave him speechless, and he hoped she would be willing to let the talking wait for tomorrow.
168116.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მხოლოდ ის უნდოდა, სიბნელეში გაღიმებული წოლილიყო, შეწუხებული, დანაშაულის გრძნობით, ბედნიერი, თანდათანობით ძილისთვის მიეცა თავი.
All he wanted was to lie here smiling in the dark, confused and guilty and happy, and submit to the gathering weight of sleep.
168117.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– საყვარელო! – მისი ხმა სადღაც შორიდან მოესმა.
"Darling?" Her voice sounded very far away.
168118.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– საყვარელო! არ გძინავს, ხომ ასეა?
Darling? You’re not going to sleep, are you?
168119.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ერთი წუთის შემდეგ ფრენკი მიხვდა, რომ სულ ადვილად შეუძლია გამოფხიზლდეს, საერთო საბნის ქვეშ მის გვერდით იჯდეს, მთვარის სინათლეზე ნება-ნება სვას ბრენდი და თან მისი ხმის მოდულაციას უსმინოს.
After a minute he found it easy to stay awake, if only for the pleasure of sitting with her under the double cloak of a blanket, sipping brandy in the moonlight and hearing the rise and fall of her voice.
168120.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეიპრილი თამაშობდა თუ არა, სინაზით აღსავსე მისი ხმის მოსმენა ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებდა.
Play-acting or not, her voice in moods of love had always been a pretty sound.