მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168121.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
თანდათან, მართალია, უხალისოდ, მაგრამ მაინც მიაქცია ყურადღება, რას ამბობდა.
At last, with some reluctance, he began to pay attention to what she was saying.
168122.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
წარმოდგენა თუ აქვს, რამდენი ფული აქვთ?
Did he realize how much money they had?
168123.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
დანაზოგით, სახლისა და მანქანის გაყიდვით, ასევე იმით, სექტემბრამდე რის გადადებასაც მოახერხებენ, შეგროვდება თანხა, რაც ექვსი თვე თავისუფლად ეყოფათ.
With their savings, with the proceeds from the sale of house and car and with what they could save between now and September, they’d have enough to live comfortably for six months.
168124.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– მისმინე, პატარა. ჯერ ერთი, როგორი სამუშაოს შოვნა... – არავითარი სამუშაო.
"Look, baby. In the first place, what kind of a job could I possibly—" "No kind of a job".
168125.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ოჰ, ვიცი, რომ ოჯახის შესანახად ყველანაირ სამუშაოზე თანახმა იქნები, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
Oh, I know you could get a job anywhere in the world if you had to, but that’s not the point.
168126.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
აზრი ისაა, რომ შენ მუშაობა არ მოგიწევს: მე ვიმუშავებ.
The point is you won’t be getting any kind of a job, because I will.
168127.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
არ გაიცინო, ერთი წუთით ყური დამიგდე.
Don’t laugh—listen a minute.
168128.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ის თუ იცი, მდივანს რამდენი აქვს ხელფასი საზღვარგარეთ სამთავრობო სააგენტოებში?
Have you any idea how much they pay for secretarial work in all these government agencies overseas?
168129.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
და იქ ცხოვრების ხარჯები, აქაურთან შედარებით, იცი, რამდენია?
And do you realize how low the cost of living is, compared to here?
168130.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ეს ყველაფერი უკვე გამოთვალა; ჟურნალში სტატია ჰქონდა წაკითხული.
She had it all figured out; she had read an article in a magazine.
168131.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ბეჭდვისა და სტენოგრაფიის მისეული უნარების წყალობით საკმარისი თანხა ექნებათ და საკმარისზე მეტიც იმისთვის, რომ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მოსამსახურე დაიქირაონ ბავშვების მისახედად, ვიდრე ის იმუშავებს.
Her skills at typing and shorthand would bring them enough to live on and more—enough for a part-time servant to take care of the children while she worked.
168132.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ეიპრილი ისევ და ისევ იმეორებდა, რომ ეს იყო განსაცვიფრებლად მარტივი გეგმა და გაოგნებას ვერ მალავდა, უფრო ადრე რატომ ვერ მოიფიქრა.
It was, she insisted, such a marvelously simple plan that she was amazed at having never thought of it before.
168133.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
დროდადრო ფრენკს სთხოვდა, არ გასცინებოდა.
But she had to keep interrupting herself, with mounting impatience, to tell him not to laugh.
168134.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– სერიოზულად ვამბობ, ფრენკ, – უთხრა მან.
"I’m serious about this, Frank," she said.
168135.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– გგონია, ვხუმრობ? – არა, ვიცი.
Do you think I’m kidding or something? No, I know.
168136.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ერთი-ორი კითხვა მაქვს, სულ ესაა.
I just have a couple of questions, is all.
168137.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
პირველი, შენი აზრით, მე რა უნდა ვაკეთო, ვიდრე შენ ამდენი ფულის შოვნით იქნები დაკავებული?
For one thing, what exactly am I supposed to be doing while you’re out earning all this dough?
168138.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ქალმა გაიწია და სცადა, მკრთალ სინათლეზე მისი სახე შეეთვალიერებინა – ვერ იჯერებდა, რომ ის ვერაფერს მიხვდა.
She drew back and tried to examine his face in the dim light, as if she couldn’t believe he had failed to understand.
168139.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– ვერ მიხვდი? მართლა ვერ ჩასწვდი იდეას?
Don’t you see? Don’t you see that’s the whole idea?
168140.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
წაიკითხავ, შეისწავლი, ხანგრძლივად ისეირნებ და იფიქრებ, დრო გექნება.
You’ll be reading and studying and taking long walks and thinking. You’ll have time.