მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168141.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
შენს სიცოცხლეში პირველად მოგეცემა დრო, რომ გაიგო, სინამდვილეში რის გაკეთება გინდა და როდესაც ამას მიხვდები, ასევე სრული თავისუფლება და დრო გექნება, მის განხორციელებას შეუდგე.
For the first time in your life you’ll have time to find out what it is you want to do, and when you find it you’ll have the time and the freedom to start doing it.
168142.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
უეცრად თვალწინ წარმოუდგა უსიამოვნო სურათი, როგორ ბრუნდება იგი შინ სამსახურიდან: პარიზელი მკერავის კოსტიუმი აცვია, სწრაფად იხდის ხელთათმანს, ბინაში შესულს ხვდება ის, ერბოკვერცხით მოსვრილ საშინაო ხალათში, აულაგებელ საწოლზე გაშხლართული, ცხვირს იჩიჩქნის.
He had a quick disquieting vision of her coming home from a day at the office—wearing a Parisian tailored suit, briskly pulling off her gloves—coming home and finding him hunched in an egg-stained bathrobe, on an unmade bed, picking his nose.
168143.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– მისმინე, – წამოიწყო მან.
"Look," he began.
168144.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– ჯერ ერთი, ძალიან საყვარელი და ძალიან...– ეს სრულებითაც არ არის „საყვარელი“!
"In the first place, all this is very sweet and very—" "It’s not "sweet"!
168145.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– ღმერთო ჩემო, ფრენკ, სრულებითაც არ მინდა, ვიყო „საყვარელი“.
For God’s sake, Frank, I’m not being "sweet".
168146.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
დიადი უანგარო თავგანწირვაც არ არის – ამას როგორ ვერ ხვდები?
I’m not making any big altruistic sacrifice—can’t you see that?
168147.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– კარგი, კარგი, არ არის საყვარელი.
Okay; okay; it’s not sweet.
168148.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– რომ დაგეთანხმო, ძალიან უცნაური და მდაბალი წარმოდგენა უნდა მქონდეს რეალობაზე.
In order to agree with that, I’d have to have a very strange and very low opinion of reality.
168149.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
წუხელ, როცა კემპბელები აქ იყვნენ, გაიხსენე, შენ არ თქვი, გარეუბანი შთანთქავს რეალობასო?
Just last night when the Campbells were here, remember what you said about suburbia being to keep reality at bay?
168150.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
შენ ამბობდი, ყველას უნდა, შვილები სენტიმენტალიზმის აკვანში აღზარდოსო.
You said everybody wanted to bring up their children in a bath of sentimentality.
168151.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– მახსოვს, რაც ვთქვი, მაგრამ არ მეგონა, თუ მისმენდი. თავმობეზრებული ჩანდი.
"I know what I said. I didn’t think you were listening, though. You looked sort of bored".
168152.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ნაწილობრივ ამის თქმასაც ვცდილობ.
That’s part of what I’m trying to say.
168153.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
არა მგონია, ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ასეთი თავმობეზრებული და მორალურად დათრგუნვილი ვყოფილიყავი, როგორიც გუშინ საღამოს.
I don’t think I’ve ever been more bored and depressed and fed up in my life than I was last night.
168154.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
გიყურებდი და ვფიქრობდი: „ღმერთო, რა იქნება, გაჩუმდეს“.
I remember looking at you and thinking "God, if only he’d stop talking".
168155.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
იმიტომ რომ თითოეული სიტყვა, რასაც ამბობდი, ემყარებოდა უზარმაზარ წანამძღვარს, თითქოს ჩვენ მთელი ამ რაღაცისგან გამორჩეულები, აღმატებულები ვართ.
Because everything you said was based on this great premise of ours that we’re somehow very special and superior to the whole thing.
168156.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ზუსტად ისეთები ვართ, როგორიც ის ხალხი, ვისზეც ლაპარაკობთ!
We’re just like the people you’re talking about!
168157.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
სწორედ ის ხალხი ვართ! ლამის... არც კი ვიცი, მძულდი, იმიტომ რომ ამ საზარელ სიმართლეს ვერ ამჩნევდი.
We are the people you’re talking about! I sort of had—I don’t know, contempt for you, because you couldn’t see the terrific fallacy of the thing.
168158.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ისეთი საბრალო იყავი, ტირილი ამივარდა, ისე მარტოსულად ვიგრძენი თავი.
You looked so miserable I started to cry, and then I started feeling lonely.
168159.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
თუ მისი შეცდომა არ არის, მაშინ ვისი?
If it’s not his fault, whose fault is it?
168160.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
როგორ მოვხვდით ამ უცნაურ პატარა სიზმრისეულ სამყაროში, ამ დონალდსონების, კრამერების, უინგეიტებისა და ოჰ, რა თქმა უნდა, კემპბელების გვერდით, იმიტომ რომ დღეს მივხვდი, ორივე კემპბელი დიდი, დიდი, დიდი, უზარმაზარი დროის კარგვაა.
How did we ever get into this strange little dream world of the Donaldsons and the Cramers and the Wingates—oh yes, and the Campbells, too, because another thing I figured out today is that both those Campbells are a big, big, big, colossal waste of time.