მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168181.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
სულ ცოტა… საკმარისია. გმადლობ.
Just a splash—that’s fine. Thanks.
168182.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მეორე მხრივ... – ჯერ ერთი, – როგორც იქნა, წარმოთქვა, – ჩემი აზრით, თავს ძალიან მკაცრად განსჯი.
On the other hand . . . "In the first place," he said at last, "I think you’re being much too hard on yourself".
168183.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
არაფერია მხოლოდ თეთრი და მხოლოდ შავი.
Nothing’s ever that black and white.
168184.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
შენ არ დაგიძალებია, რომ „ნოქსში“ დამეწყო მუშაობა.
You didn’t force me to take the job at Knox.
168185.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ამას გარდა, საკითხს ამ მხრიდან შეხედე.
Besides, look at it this way.
168186.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, – მშვიდად უპასუხა ეიპრილმა.
"I don’t know what you mean," she said calmly.
168187.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მაგრამ თუ იმას გულისხმობ, ვინმეს უთქვამს თუ არა, განსაკუთრებული რომ ხარ, ოდესმე ვინმეს თუ უხსენებია შენი ბრწყინვალე, ორიგინალური გონება… ღმერთო ჩემო, ფრენკ, პასუხია – ყველას.
But if you mean who ever said you were exceptional, if you mean who ever said you had a first-rate, original mind—well my God, Frank, the answer is everybody.
168188.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
პირველად როცა შეგხვდი, შენ...
When I first met you, you were...
168189.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი?!
How can you talk that way?
168190.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ფრენკ, ნუთუ ისე ცუდადაა საქმე, რომ საკუთარი თავის რწმენაც დაკარგე?
Frank, has it gotten so bad that you’ve lost all your belief in yourself?
168191.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– კარგი, კარგი. მოდი, ასე ვთქვათ – იმედის მომცემი ყმაწვილი ვიყავი.
Okay, okay, let’s say I was a promising kid.
168192.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ... – შენნაირი მრავლად არ ყოფილა, – თქვა მან.
"That doesn’t necessarily mean—" "There weren’t plenty like you," she said.
168193.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– არ დამავიწყდება... რა ჰქვია, ხომ იცი? მისით ყოველთვის აღფრთოვანებული იყავი. ბილ კროფტი.
I’ll never forget what’s-his-name, you know? The one you always admired so much? Bill Croft.
168194.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ყველამ იცოდა, რომ არ არსებობდა ამქვეყნად არაფერი, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებდი.
Everybody knew there was nothing in the world you couldn’t do.
168195.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მაგრამ ეს არ არის მთავარი.
Anway, all that’s beside the point.
168196.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ამას ხომ ხვდები?
Don’t you see that?
168197.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– დამამთავრებინე, კარგი? პირველ ყოვლისა...
"Will you let me finish? In the first place . . ."
168198.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ბილ კროფტმა ეს მართლა თქვა?
Had Bill Croft really said that?
168199.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ვთქვათ, მხატვარი ან მწერალი რომ ვიყო, ან...
If I were an artist, say, or a writer, or...
168200.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– ოჰ, ფრენკ. სერიოზულად ფიქრობ, რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების უფლება მხოლოდ მხატვრებს ან მწერლებს აქვთ?
Oh, Frank. Can you really think artists and writers are the only people entitled to lives of their own?