მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168201.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მისმინე: სრულებით არ ვიღელვებ, თუ ვთქვათ, ხუთი წელი არაფერს გააკეთებ.
Listen: I don’t care if it takes you five years of doing nothing at all.
168202.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
არ ვიღელვებ, თუ ხუთი წლის შემდეგ ჩათვლი, რომ კალატოზი გინდა იყო, ან მექანიკოსი, ან სავაჭრო ფლოტში იმსახურო.
I don’t care if you decide after five years that what you really want is to be a bricklayer or a mechanic or a merchant seaman.
168203.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ვერ ხვდები, რას ვამბობ?
Don’t you see what I’m saying?
168204.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– თავს პირველად მისცა უფლება, მისთვის შეეხედა.
For the first time he allowed himself to look at her.
168205.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– არ იცი? ამქვეყნად ყველაზე ფასეული და არაჩვეულებრივი ვინმე ხარ. მამაკაცი ხარ.
Don’t you know? You’re the most valuable and wonderful thing in the world. You’re a man.
168206.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ცხოვრებაში განცდილი ყველა მარცხიდან ეს იყო ერთადერთი, რომელიც გამარჯვებას უფრო ჰგავდა.
And of all the capitulations in his life, this was the one that seemed most like a victory.
168207.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ცოლის დაუფლება არასოდეს ყოფილა დროსა და სივრცეზე ასეთი სრული გამარჯვების მომტანი.
Never in taking his wife had he triumphed more completely over time and space.
168208.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
შეეძლო, ებრძანებინა მთელი სამყაროსთვის, იმიტომ რომ მამაკაცი იყო და იმიტომ რომ მისთვის გაიხსნა, მისკენ მოძრაობდა ეს არაჩვეულებრივი არსება, ნაზი და ძლიერი – ქალი.
He had taken command of the universe because he was a man, and because the marvelous creature who opened and moved for him, tender and strong, was a woman.
168209.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
რიჟრაჟის დადგომისთანავე, როდესაც გაღვიძებულმა ჩიტებმა პირველი მელოდია ყოყმანით ჩააჭიკჭიკეს, ხეების სილუეტებმა ფერი იცვალა და რუხიდან ზეთისხილისფერი გახდა, იგი თითებით ნაზად შეეხო მის ბაგეებს.
At the first bright, hesitant calls of awakening birds, when the massed trees were turning from gray to olive green in a rising mist, she gently touched his lips with her fingertips.
168210.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– საყვარელო, ამას მართლა გავაკეთებთ, ხომ ასეა?
Darling? We really are going to do it, aren’t we?
168211.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ნუთუ არსებობდა რამე, რასაც ვერ შეძლებდა?
Was there anything he couldn’t do?
168212.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ნუთუ არსებობდა მოგზაურობის ისეთი მარშრუტი, რომელსაც ვერ გაივლიდა და ცხოვრებისეული ჯილდო, რომლის დაპირებაც მისთვის არ შეეძლო?
Was there any voyage he couldn’t undertake and any prize in life he couldn’t promise her?
168213.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– არა. – იმიტომ რომ, ახლავე მინდა დავიწყო. ხვალიდანვე.
No. Because I’d like to get started on it right away. Tomorrow.
168214.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
და ჩემი აზრით, ახლავე უნდა ვუთხრათ ნიფერსა და მაიკლს, ხომ ასეა?
And I think we ought to tell Niffer and Mike about it right away too, don’t you?
168215.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
დრო სჭირდებათ, ვიდრე ახალ ამბავს შეეგუებიან და თანაც მინდა, სხვებზე ადრე გაიგონ.
They’ll need a little time to get used to it, and besides, I want them to know before anybody else.
168216.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
I’m absolutely sure.
168217.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– არაჩვეულებრივია.
That’s wonderful.
168218.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
ოჰ, საყვარელო, საათს შეხედე.
Oh darling, look at the time.
168219.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
საშინლად დაღლილი იქნები.
You’ll be dead tired.
168220.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
მატარებელში შემიძლია დაძინება.
I can sleep on the train.