მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168241.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ფრანკლინ, ჩემო ბიჭო, როგორ მიხარია, დილაობით გაბადრულს რომ გხედავ.
"Franklin, my son. How good to see your shining morning face".
168242.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ნუთუ ასეთ წვრილმანს საშუალებას მისცემდა, შეეწუხებინა? რა თქმა უნდა, არა.
Was he going to let a thing like that harass him? Certainly not.
168243.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– შიდასამსახურებრივი წერილი ტოლედოსთვის.
"Intra-company letter to Toledo".
168244.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ადრესატი: ბ. ფ. ჩალმერი, განყოფილების მენეჯერი. თემა: სუეა-ს ყრილობა. აბზაცით.
Attention B. F. Chalmers, branch manager. Subject: NAPE conference. Paragraph.
168245.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
საბედნიეროდ, პრობლემა აღმოიფხვრა იმ გზით, რომელიც, „ჩვენი“ აზრით, განყოფილების მენეჯერს დააკმაყოფილებდა.
Fortunately, the problem had now been solved in a way which "we" were confident would meet with the branch manager’s approval.
168246.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
უეჭველია, განყოფილების მენეჯერმა ჩინებულად იცოდა, რომ სუეა-ს ყრილობის დელეგატები ათობით სარეკლამო ბროშურას იღებდნენ, რომელთა უმეტესობა ყრილობის დარბაზის იატაკზე ან ნაგვის ვედროებში რჩებოდა.
As the branch manager doubtless knew, the NAPE delegates would be given dozens of competitive promotion brochures, most of which were certain to end up in the wastebaskets of the convention floor.
168247.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მოკლე, უშუალოდ გაყიდვებზე კონცენტრირებული მესიჯი, სახელწოდებით „საუბარი წარმოების კონტროლის შესახებ“.
A brief, straightforward sales message entitled "Speaking of Production Control".
168248.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
დიქტოფონში ლენტის გამოცვლის შემდეგ ფრენკი ისევ საზურგეს მიეყრდნო და განაგრძო: – ასლი საბეჭდ განყოფილებას.
After putting a new belt in the Dictaphone machine, he leaned back again and said, "Copy for Veritype".
168249.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
სათაური: საუბარი წარმოების კონტროლის შესახებ, სამწერტილი. აბზაცით.
Heading: Speaking of Production Control, dot, dot, dot. Paragraph.
168250.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
წარმოების კონტროლისას, მძიმე, უმთავრესი, მძიმე, მართებული პროდუქციის საჭირო დროსა და ადგილზე მიწოდებაა, მძიმე, ცვალებადი ვადების გათვალისწინებით. წერტილი, აბზაცით.
Production control is, comma, after all, comma, nothing more or less than the job of putting the right materials in the right place at the right time, comma, according to a varying schedule. Period, paragraph.
168251.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ეს მარტივი არითმეტიკაა, წერტილი.
This is simple arithmetic, period.
168252.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ყველა მონაცემის საფუძველზე, მძიმე, ადამიანს შეუძლია ფურცელზე ფანქრით გამოიანგარიშოს, წერტილი.
Given all the variables, comma, a man can do it with a pencil and paper, period.
168253.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ყავაზე მოდიხარ, ფრანკლინ? – არა მგონია, ჯეკ. მირჩევნია, ეს დავასრულო.
"Coming down for coffee, Franklin?" "I guess not, Jack. I better finish this thing".
168254.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
და მართლაც დაასრულა, თუმცა მთელი დილა დახარჯა.
And he did finish it, though it took him all morning.
168255.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ვერავინ მიხვდებოდა, რომ თვითონაც არ ესმოდა, რას ამბობდა.
No one could have told that he didn’t quite know what he was talking about.
168256.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ჰალსტუხის დამჭერები!
Tie clasps!
168257.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ესეც გამავალი დოკუმენტებისთვის განკუთვნილ კალათაში გადავიდა.
And into the out basket it went.
168258.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ეიპრილთან წუხანდელმა საუბარმა გონებაში ერთგვარი დანაშაულის გრძნობა დაუტოვა, რადგან ქალმა მასზე თქვა: „წლიდან წლამდე ვირივით მუშაობო“.
April had left a small pocket of guilt in his mind last night by saying that he’d "worked like a dog year after year".
168259.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
არაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა; არ შეიძლება, თავიდან ამოიგდოს?
None of it mattered any more; couldn’t he get that through his head?
168260.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
და როდესაც უკან ბრუნდებოდა წყლით გაგრილებული და თბილი ხელით ცივ ტუჩებს იწმენდდა, უეცრად პირველად მიხვდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ამ ადგილს სამუდამოდ დატოვებდა.
And as he stumbled back from the water cooler, wiping his cold mouth with a warm hand, he began to understand for the first time that in another few months he would leave this place forever.