მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168261.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ეს ყველაფერი: ნათურები, მინის ტიხრები, საბეჭდი მანქანების კაკუნი – ამ ადგილის ნელი, აუღელვებელი აგონია მისი ცხოვრებიდან ისევე ამოიკვეთებოდა, როგორც თავის ტვინში გაჩენილ სიმსივნეს კვეთენ.
All of it—lights, glass partitions, chattering typewriters—the whole slow, dry agony of this place would be cut away from his life like a tumor from his brain.
168262.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
სამუშაო მაგიდის ბოლო უჯრა გამოაღო, ფრთხილად ამოიღო „ნამდვილი ტკბილეულობა“, ორი სატელეფონო ცნობარის წონას რომ უდრიდა და ხელის ერთი მოსმით ნაგვის ყუთში ჩაუძახა.
He opened the big bottom drawer of his desk, carefully lifted out the whole stack of Real Goodies—it weighed as much as a couple of telephone books—and tipped it into the wastebasket.
168263.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მისაღებ ოთახში ორივე თავ-თავის ადგილს იკავებდა: ეიპრილი დივანზე მომხიბვლელად მოკალათდებოდა, ფრენკი წიგნის კარადას ზურგით მიყრდნობილი იდგა, ორივეს ხელში შავი იტალიური ყავის ჭიქა და სიგარეტი ეჭირა – და მათი სასიყვარულო თამაში იწყებოდა.
Then they would take their places in the living room—April curled attractively on the sofa, and Frank standing with his back to the bookcase, each with a cup of black Italian coffee and a cigarette—and give way to their love affair.
168264.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ზოგჯერ მათ თვალებში იუმორის ნაპერწკალიც ჩანდა, თითქოს ამბობდნენ: „ვიცი, რომ თავს ვიწონებ, მაგრამ შენც ხომ ასე იქცევი, და კიდევ, მიყვარხარ“.
Sometimes there was a glint of humor in these embraces of the eye: I know I’m showing off, they seemed to say, but so are you, and I love you.
168265.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?
And what did it matter?
168266.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მათი საუბრის არსი, მისი დედააზრი და რიტმი ის იყო, რომ რაც უნდა ეთქვათ, მაინც აქამდე მიდიოდნენ – ისინი ამიერიდან ახალი და უკეთესი ადამიანები არიან.
The very substance of their talk, the message and the rhyme of it, whatever else they might be saying, was that they were going to be new and better people from now on.
168267.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ნაზი და დაბალი ხმა ჰქონდა, როგორც „გაშეშებული ტყის“ პირველ მოქმედებაში და როდესაც სიცილისას თავს უკან გადასწევდა ან წინ გადახრილი, სიგარეტის ფერფლს გადაიფერთხავდა ხოლმე ტანსაცმლიდან, კლასიკური სილამაზის ნამდვილი განსახიერება იყო.
Her voice was subtle and low, as low as in the first act of The Petrified Forest, and when she tipped back her head to laugh or leaned forward to reach out and tap the ash from her cigarette, she made it a maneuver of classic beauty.
168268.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ყველას შეეძლო წარმოედგინა, როგორ ადვილად დაიპყრობდა ევროპას.
Anyone could picture her conquering Europe.
168269.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
უცნაური დრო იყო ბავშვებისთვისაც.
It was a strange time for the children, too.
168270.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ზუსტად რას ნიშნავდა შემოდგომაზე საფრანგეთში გამგზავრება?
What exactly did going to France in the fall mean?
168271.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
და დედა რატომ იმეორებდა დაჟინებით, ძალიან სახალისო იქნებაო?
And why did their mother keep insisting it was going to be fun?
168272.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
დედიკო ცოტა ხნით ამოასუნთქეთ.
Give Mommy a break.
168273.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მამას შინ დაბრუნებაც დიდად ვერაფერი შეღავათი იყო: მართალია, ძველებურად ჰაერში ისროდა ორივეს და თვითმფრინავობანას ეთამაშებოდა მთელ სახლში, სანამ თავბრუ არ დაეხვეოდათ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ესალმებოდა დედას სამზარეულოს კართან.
Nor did their father’s homecoming do much to help: he might throw them high in the air and give them airplane rides around the house until they were dizzy, but only after having failed to see them altogether during the disturbingly long time it took him to greet their mother at the kitchen door.
168274.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ერთი რამ კი შვებას ჰგვრიდათ: შეეძლოთ, დაეძინათ და იმის არ შეშინებოდათ, რომ ერთი საათის შემდეგ ყვირილი, ხრიგინი, კარების ჯახუნი გააღვიძებდათ.
There was one consolation: they could go to sleep without any fear of being waked in an hour by the abrupt, thumping, door-slamming sounds of a fight.
168275.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ახლა ისინი იძინებდნენ მისაღები ოთახიდან მომავალი ალერსიანი ხმების თანხლებით, ეს რიტმული ხმები ხან აიწევდა, ხან მიწყნარდებოდა, თანდათანობით მათი სიზმრების ფორმას იღებდა.
They could lie drowsing now under the sound of kindly voices in the living room, a sound whose intricately rhythmic rise and fall would slowly turn into the shape of their dreams.
168276.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– მთელი ქვეყანა სენტიმენტალიზმით არის დამპალი, – თქვა ერთ ღამეს ფრენკმა.
"This whole country’s rotten with sentimentality," Frank said one night.
168277.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ანუ უფრო მეტად, ვიდრე ვთქვათ, მომხვეჭელობა, სულიერი ფასეულობების დაკნინება, ბომბის შიში და სხვა ამგვარები?
I mean even more than the profit motive or the loss of spiritual values or the fear of the bomb or any of those things?
168278.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ასე თუ ისე, ეს შედეგი კლავს შეერთებულ შტატებს. ხომ ასეა?
Anyway, it’s the result that’s killing the United States. I mean isn’t it?
168279.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– მაშინ რატომ არის გასაკვირი, ყველა მამაკაცი დასაჭურისებული რომაა?
And I mean is it any wonder all the men end up emasculated?
168280.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
იმიტომ რომ, სწორედ ეს მოხდა; ეს აირეკლება ამ ბოდვაში „სიტუაციაზე მორგების“, „უსაფრთხოებისა“ და „ერთად დგომის“ შესახებ.
Because that is what happens; that is what’s reflected in all this bleating about "adjustment" and "security" and "togetherness".