მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168221.
ამბოხის გზა | ნაწილი 1, თავი VII
– კარგი. მიყვარხარ. და ორივეს ბავშვებივით ჩაეძინა.
"All right. I love you." And they fell asleep like children.
168222.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მატარებელში ეძინა, გვერდზე გადახრილი თავი პლუშის მტვრიან სადებზე ედო, „ტაიმი“ კალთიდან ჩაუცურდა.
He did sleep on the train, riding with his head fallen back on the dusty plush and his Times sliding from his lap.
168223.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ცენტრალური ვაგზლის გუგუნა, პირქუში თაღის ქვეშ კარგა ხანს იდგა ქაფქაფა ყავის ჭიქით ხელში, თავს სამუშაოზე დაგვიანების უფლება მისცა.
He stood for a long time over scalding cups of coffee in the echoing tan vault of Grand Central, allowing himself to be late for work.
168224.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მათი სასოწარკვეთის გამომწვევი, დაუსრულებელი ნაკადები სადგურიდან ქუჩებს შეესეოდა ხოლმე.
There were endless desperate swarms of them, hurrying through the station and the streets.
168225.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ამასობაში ფრენკ უილერის ყავა ძალიან გემრიელი, ქაღალდის ხელსახოცი არაჩვეულებრივად ქათქათა იყო.
In the meantime, Frank Wheeler’s coffee was delicious, his paper napkin was excellently white.
168226.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
იმის ეშინოდა, რომ მან კახპად ჩათვალა?
Had she been afraid he would think her a tramp?
168227.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
თუ ასეა, ღიმილმა აუწყა, რომ უნდა დამშვიდებულიყო.
If so, the smile told her she could relax.
168228.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ღიმილმა უთხრა, რომ არც ამის გამო უნდა შეშფოთებულიყო.
The smile told her she could stop worrying about that, too.
168229.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– სალამი, – გულისხმიერად თქვა მან.
"Hi," he said kindly.
168230.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– გუშინდელთან დაკავშირებით რამე პრობლემა ხომ არ ყოფილა? მისის იორგენსენს ვგულისხმობ.
"You have any trouble about yesterday? With Mrs. Jorgensen, I mean?"
168231.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– არა, არაფერი უთქვამს.
"No. She didn’t say anything".
168232.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– მისმინე, მორინ, რომ ვფიქრობდე, თითქოს მომხდარით რომელიმე ვისარგებლებთ, აუცილებლად შემოგთავაზებდი ნაშუადღევს სადმე გასვლას, მშვიდად სალაპარაკოდ.
Look, Maureen, if I thought there was anything to be gained by it, for either of us, I’d say let’s go somewhere this afternoon and have a talk.
168233.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
თუ შენი სურვილია, თუ ჩემთვის რამის თქმა ან რამის კითხვა გინდა, ასე მოვიქცეთ.
And if you want to, if there’s anything at all you want to tell me or ask me, that’s what we’ll do.
168234.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– მთავარი ის კი არ არის, „მართალი“ იყო. არ მინდა, იფიქრო, თითქოს მე... კარგი, ამოიგდე თავიდან.
"It isn’t a question of being "right". I don’t want you to think I’m—well, never mind".
168235.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
თუმცა მისმინე: მთავარია, ამის გამო სინანულმა არ შეგაწუხოს.
But listen: the important thing is not to have any regrets.
168236.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– მიხარია. და მისმინე: საუცხოო იყავი, მორინ. თუ კიდევ რამე შემიძლია... ხომ ხვდები, რამე გაგიკეთო ან რაღაც ამგვარი, იმედი მაქვს, აუცილებლად მეტყვი.
I’m glad. And listen: You’re swell, Maureen. If there’s ever anything I can—you know, do for you or anything, I hope you’ll let me know.
168237.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ალბათ, უბადრუკად ჟღერს... მინდა, მეგობრებად დავრჩეთ.
I guess that sounds crummy. I’d like us to be friends.
168238.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
და კაბინებისკენ გაემართა, ჯერ კიდევ ბეთიუნსტრიტის „საშინლად სექსუალური სიარულის მანერის“ ახლებური, უფრო მომწიფებული ვერსიით – ნელი და მტკიცე ნაბიჯით.
And he walked away up the aisle of cubicles, moving slowly and confidently in a new, more mature version of the old "terrifically sexy walk" of Bethune Street.
168239.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ნუთუ იყო ამქვეყნად რამე, რის გაკეთებაც არ შეეძლო?
Was there anything in the world he couldn’t do?
168240.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– დილა მშვიდობისა, მამიკო, – მიესალმა ჯეკ ორდუეის.
"Morning, Dad," he said to Jack Ordway.