მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168281.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– და ღმერთო, რომ გავიფიქრებ, როგორ ახლოს ვიყავით ამგვარ ყოფასთან...
"And my God, when you think how close we came to settling into that kind of an existence".
168282.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ეს არის მნიშვნელოვანი.
"That’s the important thing".
168283.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– იცი, ეს რას ჰგავს, ეიპრილ? ამგვარი საუბრები? ევროპაში საცხოვრებლად გადასვლის აზრი?
"You know what this is like, April? Talking like this? The idea of taking off to Europe this way?"
168284.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ყავის მაგიდაზე დაჯდომაც კი ორიგინალურ და ჩინებულ ნაბიჯად მიაჩნდა.
The very act of sitting on a coffee table seemed an original and wonderful thing to do.
168285.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ანუ, რა თქმა უნდა, მეშინოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
I mean I was scared, of course, but that’s not the point.
168286.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ნამდვილად რასაც ვგრძნობდი, არაფერი ჰქონდა საერთო „მეშინია“ – „არ მეშინიასთან“.
What I really felt didn’t have anything to do with being scared or not scared.
168287.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
სინამდვილეზე მეტი სინამდვილე იყო ყველაფერი: თოვლი ველზე, გზა, ხეები, შემაძრწუნებლად ცისფერი ცა ზედ ღრუბლების ფთილებით – ყველაფერი.
Everything looked realer than real; the snow on the fields, the road, the trees, the terrific blue sky all marked up with vapor trails—everything.
168288.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ასევე მუზარადები, მაზარები და შაშხანები, ბიჭების სიარულის მანერა.
And all the helmets and overcoats and rifles, and the way the guys were walking.
168289.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
თითქოს მიყვარდა ისინი, ის ბიჭებიც, რომლებიც არ მომწონდა.
I sort of loved them, even the guys I didn’t like.
168290.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ჯანდაბა! ალბათ, სხვებივით თავზარდაცემული და დამფრთხალი ვიყავი, მაგრამ გულის სიღრმეში ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძნია.
Hell, I was probably just as dumb and scared as anybody else, but inside I’d never felt better.
168291.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ეს არის სინამდვილე. ეს არის ჭეშმარიტება.
This is really true. This is the truth.
168292.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ერთხელ ასეთი რამ მეც ვიგრძენი, – თქვა მან.
"I felt that way once too," she said.
168293.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– როდესაც პირველად გვქონდა სექსი.
The first time you made love to me.
168294.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ყავის მაგიდა ცალ მხარეს დაქანდა და ისევ გასწორდა, ჭიქები აწკრიალდა, როდესაც მან დივნისკენ გაიწია და იგი გულში ჩაიკრა; და საღამო დასრულდა.
The coffee table tipped absurdly and banged straight again, rattling its cups, as he moved from its edge to the edge of the sofa and took her in his arms; and the evening was over.
168295.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ერთხელ მას ლაპარაკი შეაწყვეტინა: – მისმინე, მხოლოდ პარიზზე რატომ ვლაპარაკობთ?
Once he interrupted her, "Listen, why do we keep talking about Paris?"
168296.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მთელ ევროპაში უამრავი სამთავრობო დაწესებულება არსებობს.
Don’t they have government agencies pretty much all over Europe?
168297.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
რატომ არა რომი? ან ვენეცია, ან სხვა ადგილი, ვთქვათ, საბერძნეთი?
Why not Rome? Or Venice, or some place like Greece, even?
168298.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
პარიზი ერთადერთი ადგილი არ არის.
Paris isn’t the only place.
168299.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– მაგრამ თითქოს ყველაზე ლოგიკური ადგილია, არა? იმ უპირატესობით, რომ ენა იცი და სხვა დანარჩენი.
But it does seem the most logical place to start, doesn’t it? With the advantage of your knowing the language and everything?
168300.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ფრენკს იმწუთას ფანჯარაში საკუთარი ანარეკლისთვის თვალი რომ შეევლო, დამფრთხალ მატყუარას დაინახავდა.
If he’d looked at the window at that moment he would have seen the picture of a frightened liar.