მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168301.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– კარგი, – თქვა მან, ჩაიცინა და დივანს მოშორდა, – ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი.
"Well," he said, chuckling and walking away from her, "I wouldn’t be too sure about that".
168302.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ის ცოტაც კი, რაც ვიცოდი, დავიწყებული უნდა მქონდეს და ზოგადად, ვერც ვიტყვი, რომ ენა ვიცოდი – გამართულად ლაპარაკი მაშინაც არ შემეძლო.
I’ve probably forgotten most of what little I knew, and I mean I never did know the language in the sense of—you know, being able to speak it fluently or anything.
168303.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– სულ ეს არის, რაც გვჭირდება.
That’s all we’ll need.
168304.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
დროთა განმავლობაში ყველაფერს აღიდგენ.
You’ll pick it up again in no time.
168305.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
გარდა ამისა, იქ ნამყოფი ხარ.
And besides, at least you’ve been there.
168306.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
იცი, ქალაქში სად რა არის, სად რომელი უბანი მდებარეობს; ეს მნიშვნელოვანია.
You know how the city’s laid out and what the various neighborhoods are like; that’s important.
168307.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ისიც იცოდა, ამ ადგილებიდან როგორ მიეღწია ამერიკულ გარნიზონამდე და „წითელი ჯვრის“ კლუბამდე, აქედან როგორ მისულიყო პიგალის მოედნამდე, როგორ ამოერჩია საუკეთესო მეძავი და გამოეცნო, რის სუნი იდგებოდა მის ოთახში.
He also knew how to go from any of those places to the American PX and Red Cross Club, and how to go from those points to the Place Pigalle, and how to choose the better kind of prostitute there and what her room would probably smell like.
168308.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ასეთი რაღაცები იცოდა და იცოდა ისიც, რომ პარიზის საუკეთესო ნაწილი, ის, სადაც ადამიანებმა ნამდვილი ცხოვრება იციან, დაახლოებით სენ-ჟერმენ-დე-პრეს მიდამოებში იწყება და Café du Dôme-ამდე ვრცელდება.
He knew those things, and he knew too that the best part of Paris, the part where the people really knew how to live, began around St. Germain des Prés and extended as far as the Café Dome.
168309.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
„Je suis, – იმეორებდა გონებაში, ვიდრე ეიპრილი ლაპარაკობდა, – Tu es; Nous sommes; Vous êtes; Ils sont“.
Je suis, he practiced to himself while April went on talking; tu es; nous sommes; vous êtes; ils sont.
168310.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ...უკეთესია, როცა იქაურობას შევეჩვევით, – თქვა მან. – შენ რას ფიქრობ? არ მისმენ?
". . . better once we get settled," she was saying, "don’t you think? You’re not listening".
168311.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ადვილი არ იქნება – უცხო ქვეყანაში წასვლა ბავშვებთან ერთად და ასე შემდეგ. ანუ უთვალავ ისეთ პრობლემას წავაწყდებით.
"I was just thinking that none of this is going to be easy—taking off to a foreign country with the kids and all. I mean, we’ll be running into a lot of problems".
168312.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– რასაკვირველია, არა. მართალი ხარ. მგონი, უბრალოდ დაღლილი ვარ. კიდევ დალევ? – არა, გმადლობ.
"Of course not. You’re right. I’m just kind of tired, I guess. Would you like a drink?" "No thanks".
168313.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
დარწმუნებული იყო, რომ დღის განმავლობაში ისიც ზანტი და მოშვებული იქნებოდა.
He had assumed that she too would be lazy and absentminded in the daytime;
168314.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
წარმოდგენილი ჰქონდა, როგორ იღებს გრძელ აბაზანას და საათობით ტრიალებს სარკის წინ, ნაირ-ნაირ კაბას იხდენს და ახალ-ახალ ვარცხნილობას ცდის.
he had pictured her taking long baths and devoting whole hours to the bedroom mirror, trying on different dresses and new ways of fixing her hair.
168315.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეიპრილი საუზმის დასრულებისთანავე ნიუ-იორკში ჩავიდა, გასაუბრება გაიარა და საზღვარგარეთ დასაქმების მსურველთა სააგენტოში უზარმაზარი ანკეტა შეავსო, პასპორტებთან დაკავშირებით აუცილებელი საკითხები გაარკვია, შეიძინა სამი ბროშურა მოგზაურობის შესახებ, ასევე ათობით ავიაკომპანიისა და ხომალდებით სამოგზაურო კომპანიის განრიგები, იყიდა ორი ჩემოდანი, ფრანგული ენის ლექსიკონი, პარიზის ქუჩების გზამკვლევი.
But it turned out that on this particu lar day she had driven to New York right after breakfast, had undergone an interview and filled out a lengthy job application with an overseas employment office, had gone from there to make the necessary arrangements for their passports, had obtained three travel brochures and the schedules of half a dozen steamship companies and airlines, had bought two new traveling bags, a French dictionary, a street guide to Paris.
168316.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– არ დაიღალე? – სულაც არა. გამამხნევებელიც კი იყო.
"Aren’t you tired?" "Not really. It was sort of invigorating".
168317.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
იცი, რამდენი ხანია, მთელი დღე ქალაქში არ გამიტარებია?
Do you realize how long it’s been since I spent a day in town?
168318.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ვაპირებდი, სიურპრიზის სახით სადილობის დროისთვის შენთვის შემომევლო ოფისში, მაგრამ ამის დრო აღარ დამრჩა.
I was going to pop into the office at lunchtime and surprise you, but there wasn’t time.
168319.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
რა მოხდა? – არაფერი. უბრალოდ, გამაოგნე, მეტი არაფერი; იმდენი რამ მოასწარი ერთ დღეში. ძალიან შთამბეჭდავია.
"What’s the matter?" "Nothing. It just sort of throws me, that’s all; the amount of stuff you can get done in one day. Pretty impressive".
168320.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ნაწყენი ხარ, – თქვა ეიპრილმა, - ოჰ, და არც გსაყვედურობ.
"You’re annoyed," she said, "Oh, and I don’t blame you".