მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168321.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– არა, არა, მისმინე, ნუ სულელობ; სრულებით არ ვარ გაბრაზებული.
No, no, listen, don’t be silly; I’m not annoyed.
168322.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ამას რა მნიშვნელობა აქვს. – არადა, აქვს მნიშვნელობა.
"It doesn’t matter". "It does matter, though".
168323.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ეს იმას ჰგავს, ბალახს რომ ვკრეჭდი, თუ რაღაც ამის მაგვარს.
It’s like when I mow the lawn, or something.
168324.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ვიცი, რომ პასპორტებსა და სამოგზაურო სააგენტოებს შენ უნდა მიხედო, მაგრამ იქვე ვიყავი და რომ არ შემევლო, სისულელე იქნებოდა.
I knew I should’ve left the passports and the travel agent for you to handle, but I was right there in the neighborhood and it seemed silly not to stop in.
168325.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
თორემ, თუ ასე გააგრძელე, ერთ-ორ წუთში მართლაც გავბრაზდები.
I’m going to start getting annoyed in a minute, if you keep on at this.
168326.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
შეგიძლია, დაივიწყო? – კარგი.
Will you please forget it? "All right".
168327.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ჰო, ცოტა არ იყოს, სულელური წიგნია; სიჩქარეში დავტაცე ხელი და წამოვიღე.
Yes, I guess it’s sort of a supercilious little book; I just grabbed it in a hurry.
168328.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ეს კიდევ ერთი რამაა, რის მოგვარებაც შენთვის უნდა მომენდო.
That’s another thing I should’ve left for you to do.
168329.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ყოველთვის ჩემზე უკეთ იცი, რა არის საჭირო.
You’re always much better at things like that than I am.
168330.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მომდევნო ღამით ეიპრილმა სინანულით უთხრა, რომ ერთი-ორი ცუდი ახალი ამბავი ჰქონდა.
It was the night after that when she told him, looking remorseful, that she had some bad news.
168331.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ძალიან ცუდი კი არა, უბრალოდ, უსიამოვნო.
I mean not really bad, but annoying.
168332.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
პირველი, დღეს მისის გივინგსმა დარეკა და უაღრესად ოფიციალური ტონით ხვალ საღამოსთვის ვახშმად დაგვპატიჟა და რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.
First of all Mrs. Givings called up today and issued this very formal invitation to dinner tomorrow night, and naturally, I said no.
168333.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ოჰ, ღმერთო! – არა, ნუ გეშინია, არ მოვლენ – ხომ იცი, როგორია.
"Oh Jesus." "No, don’t worry, they’re not coming—you know how she is".
168334.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– მშვენიერია. – ჰო, მაგრამ ერთი პრობლემაა.
"Fine." "Yes, but here’s the trouble".
168335.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
სრულიად დამავიწყდა, რომ ხვალ საღამოს კემპბელებთან ვაპირებდით წასვლას.
I’d completely forgotten we were supposed to be going to the Campbells’ tomorrow night.
168336.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ასე რომ, მილის დავურეკე და იგივე ტყუილი გამოვიყენე ძიძასთან დაკავშირებით და ისე ეტყობოდა... არ ვიცი, მართლაც ძალიან დამწუხრდა.
So I called Milly and tried using the same lie about the baby sitter, and she seemed—I don’t know, really upset.
168337.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ხომ იცი, მილიმ ხანდახან როგორია?
You know how Milly is sometimes?
168338.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მართლა ძალიან ვწუხვარ, ფრენკ.
I’m awfully sorry, Frank.
168339.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ღმერთო, ყველაფერი რიგზეა. სულ ესაა შენი ცუდი ამბები?
Hell, that’s all right. Is that all you meant by bad news?
168340.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– მართლა არ მიბრაზდები?
"You’re sure you don’t mind?"