მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168341.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
სანამ ბანაობდა და პერანგს იცვლიდა, მიხვდა, რომ სულმოუთქმელად ელოდებოდა კემპბელებისთვის თავიანთი გეგმების გამხელას.
In fact, he realized as he washed up and changed his shirt, he was looking forward with eagerness to telling the Campbells of the plan.
168342.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
მსგავსი რამ რეალური არასდროს არ გგონია, ვიდრე ვინმეს არ მოუყვები.
A thing like this never really seemed real until you’d told somebody about it.
168343.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
ანუ, ჩემი აზრით, არ არის საჭირო, ვუთხრათ, ისედაც მოსაწყენ ადამიანად მთვლის.
I mean I think she thinks I’m enough of a creep as it is.
168344.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– რა მაგის საქმეა?! ისე, შეგვიძლია კემპბელებსაც არაფერი ვუთხრათ.
"What possible business is it of hers? There’s no need to tell the Campbells either".
168345.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– ოჰ, არა, – უპასუხა სწრაფად, – მაგათ უნდა ვუთხრათ... – კინაღამ წამოსცდა „ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან“.
"Oh no," he said quickly, "we have to tell them—" and he almost said, "They’re our friends".
168346.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი I
– რა თქმა უნდა, ვალდებული არ ვართ, მაგრამ რატომაც არა?
"I mean, you know; of course we don’t have to. But why not?"
168347.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– უილერები რომელ საათზე მოვლენ, ლამაზო? – ჰკითხა ცოლს. – ცხრის ნახევარზე, საყვარელო.
"What time the Wheelers coming, doll?" he asked his wife. Eight-thirty, sweetie.
168348.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
განქორწინებული მდიდარი დედიკო თერთმეტი წლის ასაკამდე აიძულებდა, ყოველ კვირა დღეს პირდაპირ „ბერგდორფ გუდმენიდან“ მოტანილ „არაჩვეულებრივ“, კილტში გამოწყობილიყო.
His wealthily divorced mother had insisted, until he was eleven years old, on dressing him every Sunday in "adorable" kilts that came from Bergdorf Goodman.
168349.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
არავის ჰყავს უნაკლო მშობლები.
Nobody’s parents were perfect.
168350.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
უაღრესად ძვირადღირებულ, მცირეკონტინგენტიან მოსამზადებელ სკოლაში სულ ადვილად გადაიქცა ცუდად ჩაცმულ ხეპრე მოსწავლედ.
At his small and expensive prep school, he found it easy to become the ill-dressed, hell-raising lout of the student.
168351.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ბოლო კლასიდან გამორიცხვის შემდეგ შეპი, დედამისის გულის გასახეთქად, თავით გადაეშვა მანჰეტენის საშუალო სკოლის ჯგლეთასა და პოლიციელებთან უმნიშვნელო შეტაკებებში.
After being expelled in his senior year he moved straight, to his mother’s horror, into the swarm of a Manhattan high school, and into minor scrapes with the police.
168352.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
იქ გაიცნო თავისი ცოლი: ჩია, წყნარი, მოკრძალებული მდივანი ფინანსური მენეჯერის ბიუროდან და მისი პირველი ვაჟიც მაშინ ჩაისახა.
It was there too that he found his wife, a small, soft, worshipful clerk in the bursar’s office, and fathered the first of his sons.
168353.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
წამოწყებულმა ავანტიურამ, ისეთი გამხდარიყო, როგორიც არ იყო, გაუსაძლის ცხოვრებამდე მიიყვანა, დედასთან ჯიბრმა უარი ათქმევინა იმაზე, რაც დაბადებიდანვე ეკუთვნოდა.
The high adventure of pretending to be something he was not had led him into a way of life he couldn’t stand, that in defying his mother he had turned his back on his birthright.
168354.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
გონებით ხედავდა კაშკაშა სურათებს იმ სამყაროსი, რომელიც შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო მისი, ინტელექტუალური და გრძნობიერი სამყაროსი, რომელიც მისთვის სამუდამოდ დაუკავშირდა „აღმოსავლეთს“.
Bright visions came to haunt him of a world that could and should have been his, a world of intellect and sensibility that now lay forever mixed in his mind with "the East".
168355.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
აღმოსავლეთით ტვიდისა და ფლანელის დაჭმუჭნილ სამოსს ატარებენ, საათობით სეირნობენ ძველი თელებისა და სამრეკლოების ჩრდილქვეშ, ესაუბრებიან მეგობრებს, მეგობრები კი თაობის ნაღებს წარმოადგენენ.
In the East, wearing rumpled tweeds and flannels, he could have strolled for hours among ancient elms and clock towers, talking with his friends, and his friends would have been the cream of their generation.
168356.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
აღმოსავლეთის გოგონები საოცრად სიფრიფანები და დახვეწილები არიან.
The girls of the East were marvelously slim and graceful.
168357.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ხმადაბალი, ნაზი ხმით ჭკვიანურ თემებზე საუბრობენ და არასოდეს ხითხითებენ.
They spoke intelligently in low, subtle voices, and they never giggled.
168358.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ზამთრის სუსხიან საღამოს შეგიძლია კოქტეილზე „ბილტმორში“ შეხვდე, მერე თეატრში წაიყვანო, შემდეგ, ბრენდით შეხურებულები, თოვლით დაფარული ახალი ინგლისის რომელიმე სასტუმროში წახვიდეთ, სადაც სიხარულით შემოგიწვება მატყლის თბილი საბნის ქვეშ.
On sharp winter evenings you could meet them for cocktails at the Biltmore and take them to the theater, and afterwards, warmed with brandy, they would come with you for a drive to a snowbound New England inn, where they’d slip happily into bed with you under an eiderdown quilt.
168359.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
იგი მილისაც დაუპირისპირდა.
He antagonized Milly, too.
168360.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
და მერე ერთ კვირა საღამოს შეშინებული და ატირებული მილი კუთხეში მიიყუჟა მკერდზე აკრული ჩვილით, რადგან შეპმა, რომელიც მთელი დღე სვამდა და ბავშვებს უღრენდა, ცოლს უტვინო ძუკნა უწოდა და განრისხებულმა კედელს მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც სამი ძვალი გაიტეხა.
And then one Sunday night, after he’d been drinking all day and snapping at the children, she found herself cowering in tears with the baby at her breast while her husband called her an ignorant cunt and broke three bones of his fist against the wall.