მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168361.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ერთი კვირის შემდეგ აკანკალებული და ფერმკრთალი მას ტანსაცმლის, საბნების, სამზარეულოს ნივთების მანქანაში ჩალაგებაში დაეხმარა და ასე დაიწყო პილიგრიმობა აღმოსავლეთისკენ მტვრიანი გზებით.
A week later, still pale and shaken, she had helped him load clothes and blankets and kitchenware into the car and they’d set off on their dusty Eastward pilgrimage.
168362.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
და მომდევნო ექვსი თვე ნიუ-იორკში, როდესაც ის ცდილობდა, გადაეწყვიტა, ისევ ინჟინრობა გაეგრძელებინა თუ არა – ეს პერიოდი, შეპმა დაბეჯითებით იცოდა, მილის ცხოვრების ყველაზე რთული დრო იყო.
And the six months in New York that followed, while he tried to decide whether to go on being an engineer—that period had been, Shep knew, the hardest time of Milly’s life.
168363.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
პირველი უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა დედამისის ფულის გამოლევა და ათასობით სხვა უსიამოვნო სიურპრიზს შორის ყველაფერი დაჩრდილა თავად ნიუ-იორკმა – ის დიდი, ჭუჭყიანი, ხმაურიანი და სასტიკი აღმოჩნდა.
The first rude surprise was that his mother’s money was gone and there were hundreds of other rude surprises in the overwhelming fact of New York itself, which turned out to be big and dirty and loud and cruel.
168364.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მაგრამ მან სტემფორდის „ელაიდ პრისიჟნის“ ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა, ჯერ სახლი იქირავეს, მერე ამბოხის გორაკზე გადავიდნენ საცხოვრებლად და მილის ცხოვრებაც, მეტ-ნაკლებად, კალაპოტში ჩადგა.
But he had settled for the job with Allied Precision in Stamford, they had rented a house and then to the Revolutionary Hill Estates, and Milly’s life had taken on a normal texture once again.
168365.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
შეპისთვისაც ბოლო რამდენიმე წელი შედარებითი სიმშვიდის პერიოდი იყო.
For Shep, too, the past few years had been a time of comparative peace.
168366.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ან, ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენებოდა გაზაფხულის ამ მშვიდ და მშვენიერ საღამოს.
Or so it seemed, at any rate, in the glowing dusk of this fine spring evening.
168367.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
კუჭში სასიამოვნო სიმძიმეს გრძნობდა შემწვარი ცხვრის ხორცისა და ლუდის წყალობით, წინ ელოდა გულიანი საუბარი უილერებთან და შეიძლებოდა, ყველაფერი ბევრად უარესად ყოფილიყო.
He was pleasantly full of roast lamb and beer, he was looking forward to a session of good talk with the Wheelers, and things could have been an awful lot worse.
168368.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
სიმართლე ითქვას, სტემფორდში მუშაობა და სახლი ამბოხის გორაკზე, ასევე „ლაურეატების“ სპექტაკლი ზუსტად არ იმეორებდა მის არიზონულ ზმანებებს აღმოსავლეთის სანაპიროზე ცხოვრების შესახებ, მაგრამ ჯანდაბა, მერე რა მოხდა.
True enough, the job in Stamford and the Revolutionary Hill Estates and the Laurel Players were not exactly what he’d pictured in his Arizona visions of the East, but what the hell.
168369.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
რადგან ვის შეუძლია უარყოს, რომ თავქარიანობის პერიოდმა, მნიშვნელობა არ აქვს, ნევროზით იყო თუ არა გამოწვეული, ბევრი სიკეთე მოუტანა?
Because who could deny that his tough-guy phase, neurotic or not, had done him a lot of good?
168370.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
არც ის ანაღვლებდა, რომ კულტურული განვითარების თვალსაზრისით თავისი თაობის სხვა წარმომადგენლებს ჩამორჩებოდა.
Nor was he plagued any longer by the sense of having culturally missed out and fallen behind his generation.
168371.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
რასაკვირველია, მაგალითად, ფრენკ უილერის თანასწორად გრძნობდა თავს.
He could certainly feel himself to be the equal of a man like Frank Wheeler, for example.
168372.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
გარდა ამისა, ტექნოლოგიურ ინსტიტუტში რომ არ შესულიყო, ვერასოდეს შეხვდებოდა მილის და არც ერთი დაწყევლილი ფსიქიატრი არ სჭირდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ავადაა, თუკი ოდესმე ინანებდა ამ შეხვედრას.
Besides, if he hadn’t gone to State Tech he would never have met Milly, and he didn’t need any damn psychiatrist to tell him he would really be sick if he ever caught himself regretting that again.
168373.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
შეიძლება განსხვავებული წარმომავლობა ჰქონდათ, შეიძლება, ცოლად მოიყვანა მიზეზით, რომელიც ახლა აღარ ახსოვდა და ალბათ, არც მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული ქორწინება ეთქმოდა, მაგრამ მილი მისი გოგონა იყო.
Maybe their backgrounds were different, maybe he’d married her for reasons that were hard to remember and maybe it wasn’t the most romantic marriage in the world, but Milly was the girl for him.
168374.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ორი რამ მუდმივად იწვევდა მის სენტიმენტალურ განცვიფრებას: ის, რომ იგი გვერდიდან არ მოსცილებია არიზონისა და ნიუ-იორკის თავზარდამცემ პერიოდში – მან დაიფიცა, რომ ამას არასოდეს დაივიწყებდა – და როგორ კარგად აუღო ალღო ახალ ცხოვრებას.
Two things about her had become a constant source of his sentimental amazement: that she had stuck right by him through all the panic in Arizona and New York—he vowed he would never forget it—and that she had taken so well to his new way of life.
168375.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
შეეძლო, ეცხოვრა გარეუბნის უშნო, იაფფასიან სახლში, როგორიც ესაა და იცოდა, როდის და როგორ გაემართლებინა ეს სამსახურისა და ბავშვების მომიზეზებით („სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქალაქში ვიცხოვრებდით ან ნამდვილ სოფელში...“).
She could live in an ugly, efficient suburban house like this and know why and how it had to be apologized for in terms of the job and the kids ("Otherwise, of course, we’d live in the city, or else further out, in the real country . . .").
168376.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ასევე მოახერხა და ყველა ოთახს ინტელექტუალური იერი მისცა, რასაც ეიპრილ უილერი „საინტერესოს“ უწოდებდა, თითქმის ყველა ოთახს.
And she had managed to give every room of it an intellectual look that April Wheeler called "interesting", almost every room.
168377.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– საყვარელო, – თქვა მან.
"Sweetie?" she said.
168378.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ჰმ? იგი ნელა შებრუნდა ანაოჭებული ნაჭრით მორთულ სკამზე, უსიამოვნო ფიქრს ერთიანად დაეძაბა.
"Mm?" She turned around slowly on the quilted bench, tense with a troubling thought.
168379.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– იცი... არც კი ვიცი... დარწმუნებული ვარ, დამცინებ, მაგრამ მომისმინე.
Well—I don’t know, you’ll just laugh, but listen.
168380.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
არ ფიქრობ, რომ უილერები... ცხვირს იბზუებენ ან რაღაც ამგვარი?
Do you think the Wheelers are getting sort of—stuck up, or something?